მენიუ

სამკურნალო ტანვარჯიში

სამკურნალო ტანვარჯიში

სამკურნალო ტანვარჯიში არის კუნთოვანი ძალისა და სახსრებში მოძრაობის მოცულობის დაკარგვასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების უმრავლესობის დროს გამოყენებული კომპლექსური სავარჯიშოები. თუ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი მხოლოდ იყენებს თავის სხეულს და არ უფრთხილდება კუნთებს, იოგებსა და სახსრებს, მაშინ ირღვევა ბევრი ფუნქცია, რომლებიც აკისრიათ შემდეგ ქსოვილებს:

  • საყრდენ-მამოძრავებელს
  • გულ-სისხლძარღვთა მიკროცირკულატორულს
  • ლიმფურ მიკროცირკულატორულს
  • იმუნურს

ზემოთ მოყვანილია სამკურნალო ტანვარჯიშის მაგალითები კუნთებისა და იოგების დაჭიმვისა და გაძლიერებისათვის.

იმისთვის, რომ აღვიდგინოთ დაკარგული ძალები და ტონუსი, გავთავისუფლდეთ ხერხემალთან და სახსრებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რაოდენობის პრობლემებისაგან, საჭიროა ვიცოდეთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ სამკურნალო ტანვარჯიშის რამდენიმე მარტივი ვარჯიში. ამ ვარჯიშების შერჩევისათვის საჭიროა მკაცრად დიფერენცირებული და კომპლექსური მიდგომა.

სამკურნალო ტანვარჯიშის ამოცანაა, ადამიანი გათავისუფლდეს სიმძიმის შეგრძნებისაგან, დილაობით წელის არეში დისკომფორტისაგან, ზურგის ტკივილისაგან და გაამაგროს შესუსტებული კუნთოვანი კორსეტი, დაუბრუნოს სახსრებს მოძრაობა კონტარაქტურის ან ანკილოზის დროს.

მკურნალობის კურსის დასრულებისას ჩვენთან პაციენტები იღებენ მეთოდიკურ რეკომენდაციებს სამკურნალო ტანვარჯიშის გამოყენებით ჯანმრთელობის ყოველდღიური ხელშეწყობის შესახებ როგორც შინაურ პირობებში, ასევე სამსახურში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თვალსაჩინო სასწავლო მასალები სამკურნალო ტანვარჯიშის შესახებ, რომ არ დაგავიწყდეთ ის ვარჯიშები, რომლებსაც ჩვენთან შეგირჩევენ.

იხილეთ ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ უნდა ივარჯიშოთ ხერხემლისა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისათვის, თუ ხშირად გიწევთ ჯდომა თქვენი ცხოვრების წესის გამო.

სამკურნალო ტანვარჯიში აუცილებელია კუნთებისა და იოგების გაჭიმვისა და გამაგრებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

სამკურნალო ტანვარჯიშისათვის ვარჯიშების შესასრულებლად დაწვრილებითი ინსტრუქციის მისაღებად ან სრული კომპლექტის ჩასატარებლად დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მობრძანდით ჩვენს კლინიკაში შესაბამის მეცადინეობებზე.

თქვენ შეგიძლიათ ფოსტით დაგვიკვეთოთ ან კლინიკაშივე შეიძინოთ სამკურნალო ტანვარჯიშის დაბეჭდილი კრებული და სახლში დამოუკიდებლად შეასრულოთ ეს ვარჯიშები.

ხერხემლის სვეტის გამშლელი კუნთების ვარჯიში.
მხრების და ხერხემლის სვეტის გამშლელი კუნთების ვარჯიში.
მხრების და კისრის კუნთების ვარჯიში.
ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის გამშლელი კუნთების ვარჯიში.
ხერხემლის სვეტის მასტაბილიზირებელი კუნთების ვარჯიში.