მენიუ

სამკურნალო ბლოკადები

სამკურნალო ბლოკადა

ნოვოკაინით ან ლიდოკაინით სამკურნალო ბლოკადის არსია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის შეყვანა ყველაზე მტკივნეულ უბანში ტრიგერულ წერტილებში დაჭიმული კუნთებისა და გადატვირთული სახსრების შემთხვევაში (ხერხემლის ტკივილის დროს), ასევე ნერვის ანატომიური გავლის და ნერვული წნულების განლაგების წერტილებში.

ნოვოკაინით ან ლიდოკაინით სამკურნალო ბლოკადების ჩატარების დროს (მაგალითად ხერხემლის ტკივილის დროს) ტკივილი ყუჩდება, თუმცა ეს გაყუჩება შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს (20-30 წუთი), მაგრამ ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ სპაზმირებული კუნთების ნორმალური ტონუსის აღდგენის პროცესი გააქტიურდეს.

ინექციის ადგილებში ნოვოკაინით ან ლიდოკაინით სამკურნალო ბლოკადების ჩატარების დროს.
მხრის ტკივილის დროს იმპიჯმენტ სინდრომის ფონზე სუბაკრომიულ სივრცეში ხდება ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანა.

ნოვოკაინით ან ლიდოკაინით სამკურნალო ბლოკადის ჩატარება ხსნის კუნთოვან სპაზმს მთელი კუნთის გაყოლებაზე, ზრდის სახსარში მოძრაობის მოცულობას, ამცირებს ტკივილის ინტენსივობას ადგილობრივად ან ნერვული ფესვის ინერვაციის ზონაში.

სამკურნალო ბლოკადების სახეები

ბლოკადის ჩატარების წერტილისა და პრეპარატის სახეობის გათვალისწინებით განარჩევენ შემდეგი სახის ბლოკადებს:

  • სტეროიდული მედიკამენტების ეპიდურალური ინექციები (ხერხემლის ტკივილების დროს, რომლებიც ფეხში გადაეცემა)
  • ნერვული ფესვების ტრანსფორამინალური სელექტიური ბლოკადა
  • ბლოკადა მალთაშუა სახსრების ართროზის დროს (სპონდილოართროზი ხერხემალში ტკივილებით)
  • გავა-თეძოს შესახსრების ბლოკადა (წელსა და გავაში ტკივილების დროს)
  • სახსრების ბლოკადა ჰორმონალური პრეპარატებით (კენალოგი, დიპროსპანი, ფლოსტერონი, ჰიდროკორტიზონი)
  • ტრიგერული წერტილების ბლოკადა
  • ვეგეტატიური ღეროების, განგლიებისა და წნულების ბლოკადა
ტიპური მტკივნეული წერტილების ლოკალიზაცია კუნთების ტკივილის (ფიბრომიალგიის) დროს.

 

ნოვოკაინით ან ლიდოკაინით ბლოკადების ჩატარების ჩვენებები

აი, ჩამონათვალი ზოგი ტიპური დაავადებისა, რომლებიც მოითხოვენ მკურნალობას სამკურნალო ბლოკადების გამოყენებითაც:

საფეთქელ-ქვედაყბის სახსარში პრეპარატის შეყვანა (ადგილობრივი ანესთეტიკითა და გლუკოკორტიკოსტეროიდებით ბლოკადა).

 

ნოვოკაინით ან ლიდოკაინით ბლოკადების ჩატარების უკუჩვენებები

  • სინუსური კვანძის უკმარისობის სინდრომი
  • გამოხატული ბრადიკარდია
  • მეორე და მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეჰყავთ ზონდი გულის პარკუჭების სტიმულაციისათვის)
  • კარდიოგენური შოკი
  • გამოხატული არტერიული ჰიპოტონია
  • მიასტენია
  • ლიდოკაინის ან ნოვოკაინის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა
  • ანამნეზში ლიდოკაინით ან ნოვოკაინით გამოწვეული ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვების არსებობა
  • ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა

 

ბლოკადების დროს ლიდოკაინის გამოყენების მეთოდი და დოზები

ინფილტრაციული ანესთეზიისათვის იყენებენ 0,125%, 0,25% და 0,5%-იან ხსნარებს. ლიდოკაინის მაქსიმალური საერთო დოზაა 300 მგ (60 მლ 0,5%-იანი ხსნარი). გამტარი ანესთეზიისათვის გამოიყენებენ 1% და 2%-იან ხსნარებს. ლიდოკაინის მაქსიმალური საერთო დოზაა 400 მგ (40 მლ 1%-იანი ხსნარი ან 20 მლ 2%-იანი ხსნარი). ნერვული წნულების ბლოკადისათვის გამოიყენება 10-20 მლ 1%-იანი ხსნარი ან 5-10 მლ 2%-იანი ხსნარი.

კორტიკოსტეროიდები და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია გამოიყენება სამკურნალოდ.

ეპიდურალური ანესთეზიისათვის გამოიყენება 1% და 2%-იანი ხსნარები (არა უმეტეს 300 მგ ლიდოკაინისა). ლიდოკაინის მოქმედების ხანგრძლივობის გაგრძელებისათვის შეიძლება ადრენალინის 0,1%-იანი ხსნარის ex tempore დამატება (1 წვეთი 5-10 მლ ლიდოკაინის ხსნარზე, მაგრამ არა უმეტეს 5 წვეთისა ხსნარის მთელ მოცულობაზე). არტერიული ჰიპოტენზიის და ზურგის ტვინის ანესთეზიის დროს კოლაფსის პროფილაქტიკისათვის ინტრავენურად შეჰყავთ ეფედრინის ჰიდროქლორიდის 1 მლ 5%- იანი ხსნარი.

ლორწოვანი გარსების ტერმინალური ანესთეზიისათვის (სტომატოლოგიაში, ენდოსკოპიური გამოკვლევების მომზადებისა და ჩატარების დროს) გამოიყენება ლიდოკაინის არა უმეტეს 2 მლ 100%- იანი ხსნარი. ლორწოვანი გარსის ანესთეზიისათვის ( ტრაქეის ინტუბაციის, ბრონქოეზოფაგოსკოპიის, პოლიპების ამოკვეთის, ზედა ყბის წიაღის პუნქციის და სხვათა დროს) გამოიყენება 1% და 2%- იანი ხსნარები, იშვიათად 5%- იანი ხსნარები, საერთო მოცულობით არა უმეტეს 20 მლ. ოფთალმოლოგიაში 2-4%- იან ხსნარს აწვეთებენ კონიუნქტივალურ ტომარაში, 2 წვეთს 2-3-ჯერ 30-60 წამის ინტერვალით უშუალოდ ქირურგიული ჩარევის ან გამოკვლევის დროს.

ანტიარითმიული საშუალების როლში ლიდოკაინი ინტრავენურად შეჰყავთ თავიდან დინებით (3-4 წუთის განმავლობაში) საშუალოდ 80მგ (50-100 მგ) დოზით, რის შემდეგაც ლიდოკაინი შეჰყავთ წვეთ-წვეთად საშუალოდ 2 მგ წუთში. ინფუზიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე და პრეპარატების გამოყენების შედეგებზე. ინფუზიისათვის 6 მლ 2%-იან ლიდოკაინის ამპულის ხსნარს ხსნიან 60 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიკურ ხსნარში, რომელიც შეიცავს 2 მგ-ს 1 მლ-ში. ლიდოკაინი ასევე შეჰყავთ ინტრავენურად დინებით 80 მგ ოდენობით და იმავდროულად კუნთში (დუნდულის ან დელტისებრ კუნთში) 400 მგ (4 მლ 10 %-იანი ხსნარი), შემდეგ კი შეჰყავთ ყოველ 3 საათში კუნთში 200-400 მგ (2-4 მლ 10%- იანი ხსნარი).