მენიუ

მანუალური თერაპია, ოსტეოპათია

მანუალური თერაპია, ოსტეოპათია

სამეცნიერო მანუალური თერაპიის 100-ზე მეტწლიან ისტორიას უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული ტენდენცია დაეტყო, რაც გამოიხატება უხეში ძალისმიერი ზემოქმედების (დარტყმებისა და ბიძგების) ნაცვლად რბილ ქსოვილებთან მუშაობის დახვეწილ მუშაობაზე გადასვლაში.

მუშაობის ეს მეთოდები დაფუძნებულია ქსოვილებისა და ხერხემალთან დამაკავშირებელი ნერვკუნთოვანი რეფლექტორული იოგების, ტვინის სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების ელასტიურ თვისებებზე.

მანუალური თერაპიის (ოსტეოპათიის) პროცედურა ხერხემლის დაავადებების დროს.
მანუალური თერაპია გულმკერდის მალების დონეზე.

მანუალური თერაპიის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს მიეკუთვნება მიოფასციალური რელიზი, კუნთოვან-ენერგეტიკული ტექნიკა, კუნთების პოსტიზომეტრიული რელაქსაცია (მოდუნება), დაჭიმვისა და კონტრდაჭიმვის ტექნიკა და სხვა. ეს მეთოდები (მსუბუქი მანუალური თერაპია) დიდი პოპულარობით სარგებლობს პრაქტიკოს ექიმებში.

ამ მეთოდებს იყენებენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში:

მანუალური თერაპიის მსუბუქი ტექნიკა ხსნის და ამსუბუქებს კისრის კუნთევის სპაზმს (ფიბრომიალგიას) და ხსნის თავის ტკივილს.

დღესდღეობით მანუალური თერაპიის ასეთი ტექნიკა აქტუალურია. მას პრაქტიკულად არა აქვს უარყოფითი გვერდითი მოვლენები და არ მოსდევს გართულებები. მანუალური თერაპია მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში არ შეიძლება ჩატარდეს გარკვეული ჩვენებებისა და უკუჩვენებების დროს.

სამკურნალო მასაჟი, როგორც მანუალური თერაპიის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი სამუშაო, ხელს უწყობს კუნთების გახურებას, დაძაბულობის მოხსნას, ადამიანის რბილი ქსოვილების დაზიანებულ უბნებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

მანუალური თერაპიის კუნთოვანი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება საღეჭ კუნთებში დაძაბულობის მოსახსნელად კუნთოვან-ტონური სინდრომის დროს (საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია და ოსტეოართროზი).

 

მანუალური თერაპიის ჩატარების ჩვენებები

იხილეთ იმ ტიპური დაავადებების ჩამონათვალი, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა მანუალური თერაპიითაც:

 

მანუალური თერაპიის ჩატარების უკუჩვენებები

საერთაშორისო კრიტერიუმებით კისრის არტერიის დისფუნქციის მქონე პაციენტი უნდა გაისინჯოს, სანამ მანუალურ თერაპიას დაუნიშნავენ. კისრის არეში მანუალური თერაპიის დანიშვნამდე ასევე გასათვალისწინებელია ქვევით ჩამოთვლილი რისკის ფაქტორები, რომლებიც საძილე და ხერხემლის არტერიის პათოლოგიებთანაა დაკავშირებული:

  • ადრე გადატანილი ტრავმები ხერხემლის სვეტის კისრის არეში და კისრის სისხლძარღვებში
  • წარსულში არსებული შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები
  • ჰიპერტონიული დაავადებები
  • ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერლიპიდემიის არსებობა
  • გულის, სისხლძარღვების დაავადებები, გადატანილი ტვინის ინსულტები და ტრანზიტორული იშემიური შეტევები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • თრომბოემბოლია და სისხლის შემადგენლობის ცვლილება (ჰიპერჰომოცისტეინემია)
  • ანტიკოაგულანტებით მკურნალობა
  • სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა
  • სიგარეტის წევა
  • უკანასკნელ ხანებში გადატანილი ინფექციური დაავადება
  • მშობიარობის შემდეგდროინდელი პერიოდი
  • თავისა და კისრის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმების არსებობა
  • სიმპტომების გაჩენის არასანდო მექანიზმები

თავისა და კისრის არტერიებისა და ხერხემლის სვეტის კისრის დაავადებების ნიშნები, რომელთა დროს არ შეიძლება მანუალური თერაპიის ჩატარება:

 
შიდა საძილე არტერიის დაავადება
ვერტებრო-ბაზილარული არტერიების დაავადება
ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ზედა ნაწილის არასტაბილურობა
ადრეული ნიშნები
  • ტკივილი კისრის ზედა და შუა ნაწილში, ტკივილი ყურის ირგვლივ და ქვედა ყბაში (კაროტიდოდინია), თავის ტკივილი (შუბლის, საფეთქლის არეში)
  • ფტოზი (ქუთუთოს დაწევა)
  • ქალა-ტვინის ნერვების აშლილობა (VIII-XII)
  • მწვავედ დაწყებული ტკივილი (რომლის აღწერაც და სხვა ტკივილთან მიმსგავსება პაციენტებს უჭირთ)
  • კისრის ზედა და შუა ნაწილში ტკივილი
  • ტკივილი საფეთქელში
  • მწვავედ დაწყებული ტკივილი (რომლის აღწერაც და სხვა ტკივილთან მიმსგავსება პაციენტებს უჭირთ)
  • თავის ტკივილი და კისრის ტკივილი
  • სიმყარის შეგრძნების დაკარგვა
  • კისრის კუნთების დაძაბულობა
  • თავის მყარად დაჭერის პრობლემები
  • სიმპტომების გაუარესება
გვიანი ნიშნები
  • ბადურაში სისხლის მიმოქცევის მოვლითი აშლილობები (მოციმციმე სკოტომა, მოვლითი სიბრმავე)
  • ტრანზიტორული იშემიური შეტევები
  • ტვინის ინსულტები
  • უკანა ტვინის ტრანზიტორული იშემიური შეტევები (თავბრუხვევები, გაორება, დიზართრია (მეტყველების დარღვევები), დისფაგია (ყლაპვის დარღვევები), მკვეთრი დავარდნები (დროპ-შეტევები, ღებინება, ნისტაგმი, სახის გაშეშება, ატაქსია (სიარულის დარღვევა), ღებინება, ხრინწიანობა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვები, თავის თავში დაურწმუნებლობა, ჰიპოტონია/კიდურების სისუსტე (ფეხების და ხელების), ანჰიდროზი (სახის კანის სიმშრალე), სმენის დარღვევები, საერთო უგუნებობა, პირის გარშემო დიზესტეზია (გამაღიზიანებლების ცუდად აღქმა), ფოტოფობია (სინათლის შიში), გუგების ზომის შეცვლა, მოუხერხებლობა და აღგზნებადობა
  • ქალა-ტვინის ნერვების აშლილობა
  • უკანა ტვინის ინსულტი (ვალენბერგის სინდრომი, ჩაკეტილი ადამიანის სინდრომი)
  • ორმხრივი დიზესტეზია (გამაღიზიანებლის ცუდად აღქმა) ხელებსა და ფეხებში
  • ყელში რაიმეს გაჩხერის შეგრძნება
  • მეტალის გემო პირში (VII)
  • ხელსა და ფეხში სისუსტე
  • მოძრაობის ორმხრივი კოორდინაციის უკმარისობა

ჩვენს კლინიკაში მანუალურ თერაპიას მხოლოდ იმ პაციენტებს უტარებენ, რომლებსაც აღნიშნული კლინიკური სიმპტომები არა აქვთ. ეს ხელს უწყობს პაციენტების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას.