მენიუ

პაციენტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება

კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება

პაციენტის გამოკვლევის (კუჭის რენტგენოგრაფია) წინა დღეს ვახშამი უნდა იყოს მიღებული 21:00 საათამდე. პაციენტმა გამოკვლევის (კუჭის რენტგენოგრაფია) დღეს არ უნდა მიიღოს დილის საუზმე. კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა გრძელდება დაახლოებით 30 წუთი.

კომპრესიის მოტორიზებული სისტემა, ჰორიზონტალური ღერძის გარშემო რენტგენის მილის ბრუნვის შესაძლებლობა +/- 180° მნიშვნელოვნად ზრდის რენტგენოგრაფიის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს პაციენტის კლინიკაში გამოკვლევისას.

ნეიროფიზიოლოგიური კვლევები (რეგ, ეეგ, ექო-ეგ)

პაციენტმა არ უნდა მოწიოს სიგარეტი 2 საათის განმავლობაში. გამოკვლევის წინა დღეს არ უნდა იყოს მიღებული ალკოჰოლი. ნეიროფიზიოლოგიური კვლევებისათვის (რეგ, ეეგ, ექო-ეგ) პაციენტს უნდა ჰქონდეს დაბანილი თმები (ლაკის და გელის გარეშე) და მან უნდა იქონიოს სავარცხელი.

ნეიროფიზიოლოგიური კვლევები გრძელდება დაახლოებით:

თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიის დიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარება მოზარდილებსა და ბავშვებში.

 

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გამოყენებით

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება კონტრასტის გამოყენებით. პაციენტმა უნდა შეიძინოს აფთიაქში 1 ამპულა „უროგრაფინი“ (ნებისმიერ პროცენტიანი). საღამო ხანს ½ „უროგრაფინი“-ს ამპულა მან უნდა გახსნას 0,5 ლიტრ წყალში და დალიოს. დილით ისევ უნდა გახსნას „უროგრაფინი“ ამპულის ½ დანარჩენი და დალიოს კვლევის 2 საათით წინ.

თუ პაციენტისათვის დანიშნული კომპიუტერული ტომოგრაფიისას იგეგმება კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა სთხოვოს პაციენტს საჭმლისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება დაგეგმილ პროცედურამდე 4-6 საათით ადრე.

 

ბავშვების მომზადება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) პროცედურის წინ

ბავშვის კვების და სითხის მიღების ინსტრუქცია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) და მოკლე ვადიანი ნარკოზის (სედაციის) წინ:

კვების სახე
ბავშვისთვის კვების და სითხის ბოლო მიღების დრო
წყალი კლინიკაში დანიშნული ვიზიტის 2 საათით ადრე
დედის რძე კლინიკაში დანიშნული ვიზიტის 4 საათით ადრე
ბავშვთა კვება კლინიკაში დანიშნული ვიზიტის 6 საათით ადრე
სხვა დანარჩენი კვების პროდუქტის და სითხის სახეები კლინიკაში დანიშნული ვიზიტის 8 საათით ადრე

 

ნაწლავების გაწმენდა

გამოკვლევის წინა დღეს პაციენტმა უნდა მიიღოს „ესპუმეზანი“ 2 კაპსულა 3 დღეში და 4 კაპსულა გამოკვლევის დღეს. ასევე შეიძლება ოყნის გაკეთება — გამოკვლევის წინა დღეს წინა ღამით და შემდეგი დილით.

 

კუჭის კვლევა (საყლაპავი მილი, თორმეტგოჯა ნაწლავი)

გასტროსკოპიას პაციენტის სპეციალური მომზადება არ ჭირდება. კუჭის კვლევა (საყლაპავი მილი, თორმეტგოჯა ნაწლავი) ტარდება უზმოზე.

გასტროსკოპიის პროცედურა ტარდება ენდოსკოპიურ კაბინეტში.

 

ველოერგომეტრია, ტრედმილ ტესტი

ველოერგომეტრიის 3 დღის წინ პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ბეტა -ბლოკატორების მიღება. 1 დღით წინ პაციენტმა უნდა შეწყვიტოს კარდიოლოგიური პრეპარატების მიღება (ნეტროპრეპარატები, ჰიპოტენზიური საშუალებები). ველოერგომეტრიის ჩატარების დღეს დილით პაციენტმა უნდა ისაუზმოს. კვლევის დროს პაციენტმა უნდა იქონიოს წინდები და სპორტული შარვალი.

 

მცირე მენჯის ღრუს, პროსტატის და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევებისათვის მომზადება

მცირე მენჯის ღრუს, პროსტატის და შარდის ბუშტის ულტრაბგერით კვლევას ესაჭიროება შარდის ბუშტის გავსება. ამისათვის პაციენტმა უნდა მიიღოს კვლევამდე 1 სთ ადრე 1ლ სითხე.

პროსტატა ნორმალურ მდგომარეობასა და ანთების (პროსტატიტის) დროს.

 

პრეპარატი „ფორტრანსი“-ს მიღების წესი ირიგოსკოპიის დროს

ირიგოსკოპიის წინა დღეს
პაციენტს შეუძლია ივახშმოს (ცხიმიანი საჭმლის, ბოსტნეულის, ხილის და შავი პურის გარეშე). „ორტრანსი“— 1 პაკეტი უნდა გაიხსნას 1 ლ წყალში. 1 ლ ხსნარი 20-25 კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 3-4 ლ ხსნარს. პრეპარატს იღებენ საღამოს გამოკვლევების წინა დღეს — 2 ლ 16:00-დან 18:00-დე, დანარჩენი 1 ლ 18:00-დან 19:00-დე.

დილით ირიგოსკოპიის დროს
1-2 გასაწმენდი ოყნის გაკეთება (1,5 ლ თბილი წყლით). თუ კვლევა დაგეგმილია დილით პაციენტმა არ უნდა ისაუზმოს. თუ კვლევა დაგეგმილია დღის საათებში — პაციენტს შეუძლია მსუბუქად ისაუზმოს (ცხიმიანი საჭმლის, ბოსტნეულის, ხილის და შავი პურის გარეშე) და კვლევამდე 2-3 საათით ადრე გაკეთდეს გასაწმენდი ოყნა.

 

ოკულისტის კონსულტაცია

  • კონტაქტური ლინზები წინა ღამით და კონსულტაციიდან 30 წ არ უნდა ატაროთ.
  • თუ თქვენ გსურთ რომ ექიმმა ოკულისტმა თქვენთვის საჭირო ზომის სათვალე გამოგიწეროთ, მაშინ ჯობია დილით გაიაროთ კვლევა. სათვალეების მორგება აუცილებლად უნდა მოხდეს ყოველდღიური ვიზუალური დატვირთვის წინ, რომელიც თქვენ გაქვთ სამუშაო დღის განმავლობაში.
  • თვალის ექიმთან ვიზიტის დროს ჯობია რომ არ ისხდეთ საჭესთან და არ დაგეგმოთ კომპიუტერთან მუშაობა და წიგნების წაკითხვა კონსულტაციის 3 საათის შემდეგ. კონსულტაციის დროს შეიძლება იყოს გამოყენებული თვალის წვეთები, რომელიც აფართოებს გუგას და იძლევა ბადურას, მისი არტერიების და ვენების და მხედველობის ნერვის დისკის კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას.
  • კონსულტაციის დროს იქონიეთ თქვენი წინა გამოკვლევის შედეგები, სადაც ასახულია ინფორმაცია თქვენი თვალების შესახებ. ეს დაეხმარება ექიმს დააკვირდეს ცვლილებებს დინამიკაში.
  • ჩატარებული კვლევების მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ კონსულტაციაზე 15 წუთიდან 2 საათამდე.

ნაპრალოვანი ნათურა გამოიყენება პაციენტის თვალის შიდა აგებულების თავისებურებების გამოსაკვლევად.