მენიუ

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია

თანამედროვე ცხოვრებაში გადატვირთვა და დაძაბულობა შეუმჩნევლად აისახება ადამიანზე და ბლოკავს კუნთებს, სახსრებსა და ხერხემალს. შემდგომ ეს პრობლემები გროვდება და საბოლოოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამანადგურებელ შედეგებამდე მივყავართ. ამიტომაც მკურნალობის დაწყება ყოველთვის გამომწვევი მიზეზებით უნდა დავიწყოთ და რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკაა საჭირო. დიაგნოსტიკის შედეგები საფუძველზე ხდება ფსიქოთერაპიის კურსის შემუშავება.

მეცნიერულად დამტკიცებულია (იხილეთ სტატია), რომ მკურნალობის ძირითად მეთოდებთან (წამლები, ფიზიოპროცედურები, რეფლექსოთერაპია) ერთად ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ბევრი ნევროლოგიური დაავადების მკურნალობის დროს.

Товары для снятия боли на дому

 

ფსიქოთერაპიის ჩვენებები

ჩვენს კლინიკაში მოგემსახურებათ პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგი სიმპტომებისა და პრობლემებისაგან გათავისუფლებაში:

  • ძილის აშლილობები
  • გამუდმებული ქრონიკული დაღლილობა
  • გადატანილი ინსულტის, შაკიკის, ასთმის, ჰიპერტონიის, ნეიროდერმიტებისა და სხვათა თანამდევი მოვლენები
  • ნევროზები, მათ შორის მათი ნაირსახეობა - რინოგენური ნევროზები
  • თვითშეცნობა და საკუთარ თავში გარკვევის სურვილი
  • ურთიერთობის პრობლემები და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა
  • მარტოსულობა, დაბალი თვითშეფასება
  •  დეპრესია, სტრესები, ქრონიკული გადაღლილობა
  • შიში, პანკის შეტევები, აკვიატებული შიშები (სიმაღლის, სიბნელის, ავარიის შემდგომი და ა.შ.)
  • სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციისათვის მზადება
  • კონფლიქტურობა და აგრესია, საშუალო ასაკის კრიზისი და სხვა ასაკობრივი კრიზისები
  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სირთულე
  • სამსახური ძებნა და პროფორიენტაცია
  • სირთულეები სამსახურში ან კერძო ბიზნესში
  • დანაშაულის გამძაფრებული შეგრძნება ანდა მოვალეობის გრძნობა
  • წონაში დაკლება
  • გაუზიარებელი სიყვარული
  • ახლობელი ადამიანის დაკარგვა
  • ოჯახური და სექსუალური პრობლემები
  • ქორწინების წინა კონსულტაცია და თავსებადობის ანალიზი
  • კონფლიქტები და ოჯახში ურთიერთგაგების არარსებობა
  • განქორწინება, დაშორება, ღალატი, ეჭვიანობა, დაურეგისტრირებელი ქორწინება, განმეორებითი ქორწინება
  • დისჰარმონია ინტიმურ ცხოვრებაში
  • სექსუალური ორიენტაციის პრობლემები
  • კონფლიქტები შვილებსა და მშობლებს შორის

ნევროლოგიური ავადმყოფების მკურნალობასთან კომპლექსში ფსიქოლოგიური კორექციის მეთოდების გამოყენება ეფექტურია ნევროტული და ნევროზისმაგვარი აშლილობების მოხსნისათვის ნერვული სისტემის ინფექციური, სისხლძარღვთა, ტრავმატული დაავადებების ფონზე.

ფსიქოლოგთან კონსულტაციები ფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე დამოკიდებულების შემცირების, სოციალური მოღვაწეობიდან წასვლის, პაციენტების იზოლაციისა და გაუცხოების არიდების მიზნით უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ 1,5 საათის ხანგრძლივობით.