ხშირად დასმული კითხვები
პაციენტების და მისი ახლობლების კითხვები
- გამარჯობათ, 8 თვეა მაწუხებდა მარჯვენა ფეხში ბარძაყის ადგილას, წვის შეგრძნება, და დაბუჟება, გადავიღე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, დასკვნაში ეწერა ცერვიკალური დისკოპათია, და მცირე ზომის სპონდილოზი, შემდეგ ვერტებროლოგმა დამიდგინა დიაგნოზი პარესთეზიული მერალგია. გამიკეთდა ოპერაცია ნერვის დეკომპრესია ნევროლიზი, ოპერაციის მერე 3 დღეში ისევ წვის შეგრძნება და და ბუჟება, მაქვს, თქვენ კლინიკას როგორ შეგიძლიათ დამეხმაროთ? რომ ეს წვის შეგრძნება მომეშვასს.
- გამარჯობა. ბარძაყის კანის ლატერალური (გარეთა) ნერვის ნეიროპათიის (პარესტეტიკული მერალგიის, როტ-ბერნგარდის სინდრომის) მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: 1. ნერვის მექანიკური კომპრესიის მოხსნა (ჭარბი წონის დაკლება, ვიწრო ტანსაცმლის ჩაცმის შეზღუდვა). 2. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია). 3. რეფლექსოთერაპია („ჩინური ნემსები“). 4. მანუალური თერაპია (კუნთოვანი ტექნიკა). 5. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, B-ჯგუფის ვიტამინების და ნეიროლეპტიკების გამოყენება. 6. ბლოკადები კორტიკოსტეროიდებით და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით. 7. ნერვის დეკომპრესია ქირურგიული სახით.
- გამარჯობათ, მაქვს ასეთი შეკითხვა: დაახლოებით 3 წლის წინ , ჩემი დაუდევრობის გამო ძალიან ცივ წყალში რეცხვის შედეგად მარჯვენა ხელის შუა თითზე მწვავე მჩხვლეტავი ტკივილის შემდეგ დამრჩა გამობერილობა , რომელიც მტკივნეულია შეხებისას , თითმა მიიღო დეფორმაცია და თან მტკივნეული გახდა. ახლა ამტკივდა მარჯვენა ბეჭის ქვემოთ,იღლიაც და მკერდიც. ეს ყველაფერი შეიძლებაკავშირში იყოს ერთმანეთთან ? და ვის უნდა მივაკითხო კონსულტაციისთვის? წინასწარ დიდი მადლობა.
- გამარჯობა. 1. კი, შესაძლებელია. 2. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან კონსულტაციაზე და საჭიროების შემთხვევაში შემდგომში გაივლით სხვა სპეციალისტების დამატებითი კონსულტაციას.
- გამარჯობათ. ჩემს მეუღლეს ძალიან ტკივა კისერი,ვერცერთ მხარეს ვერ ატრიალებს, შეზღუდული აქვს მოძრაობა, უკვე 7–8 წელია ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც მუშაობს, პერიოდულად აქვს საშინელი ტკივილი, შარშან ამ დროს გადაუღეთ რეზონანსული ტომოგრაფია... პასუხში ასე წერია: ვლინდება მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის მ.რ ნიშნები თორაკალური ჰიპერკიფოზი... მაინტერესებს თუ შველით ასეთ ავადმყოფებს და კიდევ მაინტერესებს წამლებმა თუ არ უშველა ოპერაცია თუა შესაძლებელი საქართველოში? გთხოვთ მიპასუხოთ
- გამარჯობა. ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) მწვავე პერიოდის მკურნალობის დროს პაციენტ ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. შემდეგი პერიოდი შეიცავს მიოფასციური (კუნთოვანი ტკივილი ხერხემლის და კიდურების არეში) სიმპტომების მკურნალობას. ოპერატიული მკურნალობა კი ნაჩვენებია მკვეთრად გამოხატულ ტანადობის დარღვევისას, რომელიც ზღუდავ პაციენტის გადაადგილებას და თვითმომსახურებას.
- გამარჯობათ, ვარ 25 წლის 2 კვირაა რაც მაწუხებს ზურგის ნერვის ანთება, ფეხზე ვერ ვჩერდები 2 წუთზე მეტ ხანს, მეწყება წვა და ტკივილი რომელიც ნეკნებზეც გადმოდიდს. მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში მეშვება ტკივილი. ექიმის დანიშნულებით გავიკეთე ბლოკადა ბ12 ნემსები 6-7 ცალი. მაგრამ შედეგი არ გამოიღო. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა, ან თუ შეიძლება სახლზე ექიმის გამოძახება და რა დამიჯდება რომ მითხრათ. ასევე გამოგიგზავნით ფოტოს ნიმუშის სახით სადაც ნაჩვენებია ის წერტილბი რომლებიც მტკივა. (ტკივილი მაქვს მარჯვენა მხარეს).
- გამარჯობა. სწორი დიაგნოზის დასადგენად (ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსი, რენტგენოგრაფია და ა.შ.) და შემდეგი დანიშნულებების მიღებას საჭიროა კონსულტაციის გავლა კლინიკაში.
- გამარჯობათ. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემს მეუღლეს ხშირად უვარდება მხარი თუნდაც უმნიშვნელო ხელის მოძრაობით , ამიტომ ძალიან ერიდება. იქნებ გამიწიოთ კონსულტაცია როგორ შეიძლება მისი მდგომარეობის შემსუბუქება ან განკურნება.
- გამარჯობა. ამ საკიტხთან დაკავშირებით უნდა მიმართოდ ექიმ ტრავმატოლოგს. ჩაწერა ექიმთან კონსულთციაზე შესაძლებელია სტაციონარის ტელეფონის ნომერზე.
- Ukacravad erti eseti kitxva maqvs tu dheidzlrba tom mipasuxot tavze gamichnda kopivit tu jiravikivit ragac ukve didi xania da ar vaqcevdi yuradgebas da riti unda gavigo ra mchirs magnito rezonansuli tomograpiit tu kompiuteruli tomograpiit?
- პირველ რიგში გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. მხოლოდ შემდეგ იქნება ცნობილი რა ტიპის გამოკვლევა არის აუცილებელი.
- გთხოვთ მომწეროთ, რა ღირს მთლიანი ხერხემლის სვეტის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და პასუხსრადრო ჭირდება? მადლობა წინასწარ.
- მთლიანი ხერხემლის სვეტის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ღირს 400 ლარი (კისრის, გულმკერდის და გავა-წელის არის). დასკვნა მზად იქნება მეორე დღეს. უფრო ვრცლად დიაგნოსტიკის პირობებზე გაიგებთ სტაციონარის ტელეფონის ნომერზე დარეკვით.
- მოგესალმებით, ჩემი გოგონა არის ერთი წლის, თვენახევრის რომ იყო გავუკეთეთ თიაქრის ოპერაცია (spina bifida) მაინტერესებს ამ ეტაპზე რა პროცედურები მაქვს გასავლელი, ვგულისხმობ ოპერაციის შემდგომ აღდგენებს. ჯერ დამოუკიდებლად ვერ დადის.
- გამარჯობა. ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ქვედა კიდურების მასაჟი. შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევისას ასევე პაციენტს ესაჭიროება ექიმი უროლოგის კონსულტაცია.
- gamarjobat. chems dedamtils aq insulti magali wnevisgan. 2 dgea reanimaciashi wevs gatushili.marcxena mxares aqvs sisxlchaqceva. marjvena xelfexi ki gacherebuli. rodis mova gons da kritikuli dgeebi ramdenia?
- სპონტანური სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის სიმძიმე და შემდგომი პროგნოზი განისაზღვრება Hunt and Hess-ის სკალით, რომელიც 1968 წელს პირველად აღწერეს ორმა ამერიკელმა ნეიროქირურგმა (ვილიამ ედვარდ ჰანტი, რობერტ მ ჰესი): 1. ასიმპტომური ან მინიმალური თავის ტკივილისა და კისრის უმნიშვნელო დაძაბულობა – გადარჩენისუნარიანობა 70%. 2. საშუალო და ძლიერი თავის ტკივილი; კისრის დაძაბულობა; კრანიალური ნერვებით ინერვირებული კუნთების დამბლა სხვა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე – გადარჩენისუნარიანობა 60%. 3. ავადმყოფური ძილიანობა, მინიმალური კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტი – გადარჩენისუნარიანობა 50%. 4. გაშეშება (სტუპორი); მცირე ზომის ან მძიმე ჰემიპარეზი; შესაძლებელი ნაადრევი კუნთოვანი ტონუსის დეცერებრაციული რიგიდობა (სიხისტე) და ვეგეტატიური აშლილობა – გადარჩენისუნარიანობა 20%. ღრმა კომა; კუნთოვანი ტონუსის დეცერებრაციული რიგიდობა (სიხისტე) – გადარჩენისუნარიანობა 10%.
- მოგესალმებით, მითხრეს რომ მაქვს დაავადება, რომლის შინაარსიც მაინცდამაინც ვერ გავიგე. გწერთ ლათინურად. დასკვნა: NN. Tibialis, Peroneus, Suralis, Peroneus superficialis - სტიმულაციით სარწმუნო M პასუხი და სენსორული პოტენციალი არ რეგისტრირდება. შესაბამისი სინერვაციო M.Tibialis ant. Gastrocnemius- ვლინდება სპონტანური აქტივობა დმტ. ფიბრილაციები, კამპლექსური განმეორებადი განტვირთვები, მეპ ამპლიტუდა და საშუალო ხანგრძლივობა მკვეთრად მომატებულია, რეგისტრირდება ასევე "გიგანტური" პოლიფაზური მეპ. მიღებული მონაცემების მიხედვით , ქვემო კიდეურებში ვლინდება უხეში სიმეტრიული სენომოტორული აქსონალური პოლინეიროპათია, მკვეთრი ნეიროგენული ცვლილებები წვივის კუნთებში. გთხოვთ, მირჩიოთ რა გაკავეთო. დამინინეს ორი მედიკამენტი: ბეტაპენტინი და ლირიკა. დიდი მადლობა
- გამარჯობა. თქვენი დაავადების გამო (დისტალური პოლინეიროპათია, რომელიც გამოვლინდა ელექტრონეიროგრაფიის გამოკვლევით) გაქვთ დანიშნული სიმპტომატიური მკურნალობა (პარესტეზიების და/ან ტკივილების მოსახსნელად). ამ პრეპარატების გარდა შესაძლებელია: 1. B-ჯგუფის ვიტამინების მიღება (მილგამა). 2. რეფლექსოთერაპია („ჩინური ნემსები“). 3. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია). 4. სამკურნალო მასაჟი.
- mogesalmebit. var ocdaati wlis oci wlis win ucbat damecyo qveda kidurebis sisuste damiqveitda dzala muxlebhi . 1998 wels chavitare sruli kvleva da diagnozhi chamiweres qronikuli mielopatia qveda kidurebis para parezi. sharhan xelaxla mivmarte kvlevas magram diagnozs ver misvaven surathi dazianeba ar chans savaraudot meubnebian ro sheidzleba surgis tvinhi iyos mkvebavi funqcia dargveuli da gchirdeba zurgis tvinis stimulacia romelic ar ketdeba saqartvelohi mainteresebs tqventan klinikashi tu ketdeba
- გამარჯობა. 1. თანამედროვე ზურგის ტვინის ნეირომოდულაცია (სტიმულაცია) გამოიყენება ზოგადად ტკივილის სინდრომის საწინააღმდეგოდ. 2. ჩვენ კლინიკაში არ ტარდება ზურგის ტვინის ნეირომოდულაცია სტიმულატორის იმპლანტაციის სახით.
- გამარჯობა. გაუტკივარებით გავიკეთე საკეისრო კვეთა 7 წლის წინ, რის შემდეგაც დღემდე მაქვს წელის ტკივილი. მიჭირს თავისუფლად მოძრაობა, დახრა. ღამით ძალიან მიჭირს გულდაღმა წოლა და ეხლა უკვე (დაახლოებით 1 თვეა) გულაღმა წოლაც. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო, ან რაიმე პრეპარატით თუ შეიძლება ამ ტკივილის გაყუჩება.
- გამარჯობა, არა მარტო ორსულებს, არამედ სხვა პაციენტებსაც ნებისმიერი სახის ოპერატიული ჩარევის დროს, როცა ეპიდურალურ გაუტკივარებას მიმართავენ, გაუნძრევლად ყოფნა უწევთ. ამის გამო ჩნდება წელის ტკივილი. უნდა გამოიკვლიოთ, რომელი ქსოვილი იწვევს ტკივილს თქვენს შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს: კუნთი, სასახსრე ჩანთა, იოგი და ა.შ.). ამის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაბამისად დაგენიშნებათ მიზანმიმართული მკურნალობა.
- გამარჯობა, ჰიპოფიზაზე მაქვს ადენომა, თავიდან დარღვეული მქონდა და მერე შემიწყდა მენსტრუალური ციკლი და დოსტინექსით აღვიდგინე, გავიგე, რომ ადენომა იწვევს უშვილობას და მაინტერესებს, თუ ვიმკურნალებ ან ციკლი მაინც მექნება, მაინც შეძლება უშვილო ვიყო? დიდი მადლობა.
- გამარჯობა. ნორმალური პროლაქტინის მაჩვენებლის შემთხვევაში ჰიპოფიზის ადენომას (პროლაქტინომას) არანაირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ გააჩნია (თუ არ არსებოს დარღვევები სხვა სისტემების მხრიდან).
- გამარჯობათ. 2010 წელს მეტკინა წელი და მარცხენა ფეხი.გავიკეთე მაგნიტო რეზონანსული კვლევა სადაც დასკვნაში ეწერა. წელის მალების ოსტეოქონდროზი, L3 დისკის დორსალური ცირკულარული მეტად მარცხენამხრივი პროტრუზია. L 4 დისკის მედიოლატერული თიაქარი მარცხნივ.შემდეგ ვიმკურნალე მანუალური თერაპიით და ფაქტიურად გამოჯამრთელებული ვიყავი. ეხლა ამტკივდა ისევ , ჩავიტარე იგივე თერაპიული კურსი მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე აგარ ვიცი. მეშველება რამე? მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. თქვენ შემთხვევაში შესაძლოა ადრე აღმოჩენილი მალთაშუა დისკების დაზიანებების ხარისხი არის მომატებული, რაც ხელს უწყობს ძლიერ კომპრესიულ სიმპტომატიკას. ამ ეტაპზე შესაძლებელია: 1. ხერხემლის გავა-წელის არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დინამიკაში. 2. ნეიროქირურგის კონსულტაცია. 3. თერაპიული ბლოკადა (დიპროსპანი, ლიდოკაინი). 4. რეფლექსოთერაპია.
- გამარჯობა, მაქვს ხერხემლის მალების დაზიანება, დისკოზი, ძლიერი ტკივილი წელის არეში, ასევე სკოლიოზი და კოფოზი. ვერ ვაკეთებ ნერვოპათოლოგის დანიშნულ ვარჯიშებს ტკივილის გამო. ვის მივმართო ?
- გამარჯობა. მწვავე წელის ტკივილი (წელკავი, ლუმბაგო) შესაძლოა იყოს რამდენიმე მიზეზების გამო: 1. მალის ძვლოვანი სტრუქტურის დაზიანება (მოტეხილობა, ოსტეომიელიტი და ა.შ.). 2. მალთაშუა სახსრების დეგენერაციული სახის ცვლილებები (სპონდილოართროზი). 3. კუნთების და ფასციის დაძაბულობა (მიოფასციური სინდრომი, ფიბრომიალგია). ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ექიმ ნეიროქირურგს ან ნევროლოგს შეუძლია დანიშნოს თქვენი მიზანმიმართული ეფექტური მკურნალობა.
- მოგესალმებით დედამ გადაიტანა იშიმური ინსულტი, უკვე 16 დღეაა გასული იღებს წამლებს მაგრამ მეხსიერება ისევ დაქვეითებული აქვს ... გაჟონვა არაა აქვს ამოძრავებს ხელ ფეხს დადის .. მხოლოდ ჩუმათ საუბრობს და მეხსიერება ძალიან სუსტი აქვს ... კითხვა აღუდგება თუ არა მეხსიერება და რა დრო დასჭირდება? გმადლობთ წინასწარ.. დედა 64 წლისაა. პატივისცემით თამარი
- გამარჯობა. მოტორული აფაზია და ამნეზია იშემიური ინსულტის დროს დაკავშირებულია თავის ტვინის საფეთქლის და შუბლის წილის დაზიანებებთან. დაქვეითებული ნერვული ფუნქციების აღდგენის პროგნოზი (სხვა ფაქტორების გარდა) დამოკიდებულია თავის ტვინის ნივთიერებაში აღმოჩენილ იშემიური კერების ზომებზე. ექიმი ნეიროქირურგის და ნევროლოგის დანიშნულებით ნეიროგამოსახულებითი კვლევების სახით ასეთ პაციენტებს უტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (ინსულტის მწვავე პერიოდში) და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ზოგადი და ანგიოგრაფიის რეჟიმი).
- გამარჯობათ, აინტერესებს თქვენთან ანგიოგრაფა თუ კეთდებ ქვქდქ კიდურბიე სისხლძარღვებზე და რა ღირს, მადლობთ იმედით ველი თქვენს პასუხს
- გამარჯობა. ქვედა კიდურების ანგიოგრაფიის დიაგნოსტიკის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტაციონარის ტელეფონის ნომერზე.
- გამარჯობათ , მარჯვენა ბეჭის ძვალზე ზედა მარცხენა მხარეს მაქვს ნისკარტისებრი წანაზარდი ახლახანს შევამმჩნიე და ალბათ ვარჯიშს და ძლიერი დატვირთვის ბრალია , არც მტკივა და არც მაწუხებს, ხომ ვერ მეტყვიტ წარმოადგეს თუ არა ეს დიდ პრობლემას ან რაა არის და როგორ მივხედო? გმადლობთ.
- გამარჯობა. ძვლოვანი წანაზარდი შესაძლებელია იყოს: 1. ოსტეომა. 2. მყესის ან იოგის ოსიფიკაცია. 3. სხვა ტიპის ქსოვილი. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიმართოთ კონსულტაციისთვის ექიმ ორთოპედს, რომ მიიღოთ ვრცელი პასუხი თქვენ კითხვებზე.
- გამარჯობათ. ხერხემალზე მკურნალობა რა ჯდება თქვენთან? გამრუდება მჭირს მენგონი.
- გამარჯობა. ხერხემლის გამრუდების ამბულატორიული მკურნალობა შეიცავს: 1. მანუალურ თერაპიას. 2. სამკურნალო ტანვარჯიშს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს და ღირს 300 ლარი (30 ლარი - 1 დღე).
- გამარჯობა. მაწუხებს ორივე ფეხის ტკივილი, დუნდულოს არეში, პერიოდულად გადაეცემას ბარძაყის უკანა მხარესაც. ამასთან ერთად ძალიან მტკივა ზურგი, წელის და გულმკერდის არეში ტკივილი დილით უფრო ძლიერია, დღის განმავლობაში იკლებს და თუ დავიტვირთე ფიზიკურად საღამოს ისევ იმატებს. რა შეიძლება გავაკეთო რომ ტკივილი მომეხსნას? და რა კვლევები არის საჭირო ასეთ დროს. წინასწარ მადლობა.
- გამარჯობა. მწვავე ან ქრონიკული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მელოქსიკამი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ.). დიაგნოსტიკის სახით პირველ რიგში ტარდება პაციენტის კონსულტაცია (ნევროლოგიური და ბიომექანიკის სტატუსების შეფასება), რომელსაც შემდეგ მოყვება მკურნალობის ან დამატებითი დიაგნოსტიკის დანიშნულებები.
- გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი რის შედეგადაც (2 წელია) ვეღარ დადის ფეხზე. ჩვეულებრივ ამოძრავებს ფეხებს ხელით შეგვყავს და გამოგვყავს მარა დამოუკიდებლად ვერ დგება. ვმკურნალობთ სულ მარა შედეგი არ გვაქვს. იქნებ დაგვეხმაროთ და მოგვცეთ დანიშნულება.
- გამარჯობა. იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის და პროფილაქტიკის სახით: 1. მედიკამენტოზური თერაპია (ნოოტროპული, ანტიაგრეგანტული და ა.შ.). 2. ფიზიოთერაპია (ტრანსკუტანური ელექტრომიოსტიმულაცია და ა.შ.). 3. რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსები"). 4. სამკურნალო ტანვარჯიში. 5. სამკურნალო მასაჟი
- gamarjobat. me es bolo dgeebi gamixshirda Tavis tkivili. umetesad ki safetakelshi mtkiva shashinlad. 4 dgea sheuchereblad mtkiva. risi briali sheidzleba iyos??
- გამარჯობა. არსებობს თავის ტკივილის სინდრომის რამდენიმე მიზეზი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში. სწორი დიაგნოზის დასადგენად მიმართეთ ექიმს.
- გამარჯობათ, 30 წელია მაქვს ზურგის ტვინის არაქნოიდიტი, მდგომარეობა გამიუარესდა, თუ შეგიძლიათ კონულტაცია გამიწიოთ?
- გამარჯობა. დიახ, თქვენ შეგძლიათ მიიღოთ კონსულტაცია სპინალურ არაქნოიდიტთან დაკავშირებით. ჩვენთან ვიზიტის დროს იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). ნეიროქირურგის კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი.
- მოგესალმებით.. ვარ 45 წლის. ვმუშაობ ძირითადად დამჯდარი. დამიდგინეს დისკოზი 3 დისკზე წელის არეში. ვიკეთებ ნემსებს. შესაძლებელია თუ არა ხერხემლის დაჭიმვით რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა და რა ღირს სეანსი (ერთი პროცედურა).
- გამარჯობა. დისკოპათია ანამნეზში ტრავმატული დაზიანების ეპიზოდის გარეშე ვითარდება ხერხემალის მამოძრავებელი სეგმენტის შეზღუდვისას. ამის გამო ირღვევა დისკის ტროფიკა ("კვება"), და შემდეგ მისი ელასტიურობის და კონფიგურაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ უტარებთ ჩვენ პაციენტებს მანუალურ თერაპიას და დამატებითი მედიკამენტოზურ თერაპიას. ხერხემლის დაჭიმვით კი დისკოპათიის გამომწვევი მიზეზების მოგვარება შეუძლებელია.
- მოგესალმებით, ექიმ ნევროლოგთან ან ნეიროქირურგთან მაქვს შეკითხვა და იმედს ვიტოვებ, რომ მიპასუხებთ. რა დაავადების ნიშანია წონასწორობის დარღვევა სიარულისას, თითქოს წამიერი გადაქანება გვერდზე, ხანდახან ყურში წუილი და ხელის დაბუჟება. წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისათვის...
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად მსგავსი ჩივილები აწუხებს ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის და კისრის მალების სპონდილოზის მქონე პაციენტებს როდესაც ვითარდება თავის ტვინის კეფის წილების და ნათხემის ქრონიკული არტერიული სისხლის მომარაგების უკმარისობა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი და ა.შ.). სხვა შესაძლო დაავადებები ასეთ ტიპის ჩივილების დროს: კეთილთვისებიანი პოსტურალური თავბრუსხვევა, ლაბირინტიტი, გაფანტული სკლეროზი, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ხერხემლის არტერიის დისექცია (განშრევება), ვესტიბულარული ნეიურონიტი.
- გამარჯობათ.ცხრა წლის ასაკში ბავშვს წელის ტკივილები აქვს,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული.
- გამარჯობა. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები: 1. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პირველადი და ნერვული ან ძვლოვანი სიმსივნეები, 2. წელის ნერვული ფესვების თანდაყოლილი ანომალიები, 3. დეგენერაციული სინოვიალური კისტები, 4. საკვერცხის კისტა (გოგოებში), პანკრეატიტი, კუჭის წყლული, 5. წელის მალის სხეულის მოტეხილობები, 6. ინფექციის (მაგალითად, ეპიდურალური აბსცესი, პერიტონიტი), 7. ანთებითი პროცესები, 8. მეტასტაზური სიმსივნეები, 9. მიელომა, 10. აორტის ანევრიზმა, 11. სპონდილოლისტეზი, 12. მენჯ-ბარძაყის სახსრის ასეპტიკური ნეკროზი, 13. შემაერთებელი ქსოვილების აუტოიმუნური დაავადება, 14. მიოპათია, 15. თირკმლის ინფექციის ან შარდკენჭოვანი დაავადება, 16. მეტაბოლური დაავადება, 17. ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, 18. სერონეგატიური სახსრების დაავადებები (მაგ., რეაქტიული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი)
- გამარჯობათ, მაქვს ხერხემლის გამრუდება II ხარისხი, და წელზე მალებს შორის მანძილის შემცირება, ოჯახის ექიმმა დამინიშნა ნევსები, გელი და აბები. ტკივილები აღარ მაქვს მაგრამ დისკომფორტი მაიც დამრჩა. მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ჩემი მდგომარეობის გამოსწორება? თუ კი - ვის უნდა მივმართო? დაახლოებით რამდენი დამიჯდება და იმედი L-ის დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან?
- გამარჯობა. 1. ხერხემლის არეში დისკომფორტის, დაძაბულობის და შეზღუდვის მსგავსი შეგრძნებების ძირითადი მიზეზია მიოფასციური სინდრომი. ამ ტიპის კუნთების ტონუსის პათოლოგიურ რეაქციას ხელს უწყობენ ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები და პათოლოგიური პირობები. ამ დროს კონსულტაციის და მკურნალობის მიზანია გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი შესაბამისი მკურნალობა. 2. კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი. შესაძლო სამკურნალო დანიშნულებების (მანუალური თერაპია, თერაპიული ბლოკადები, ფიზიოთერაპია და ა.შ.) ფასები იხილეთ ჩვენ ვებგვერდზე. 3. კონსულტაციის შედეგად გაიცემა ფორმა #100, სალარო ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი, რის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გაარკვიოთ თქვენი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ჩვენთან მიღებული მკურნალობის ანაზღაურების პირობები.
- ჩემს მეუღლეს აწუხებს ხერხემალი. დიაგნოზი ვერ დაუსვეს, კისერი აქვს სრულიად გაშეშებული ვერ ამოძრავებს. ზოგმა ექიმმა ძალიან არის გაციებულიო, ფეხიც დროდადრო უჩერდება სიარულის დროს თითქოს მიათრევს, დადის მხრებში მოხრილი. ერთ-ერთი ექიმის აზრით ეს ჰგავს ბეხტერევის დაავადებას, შეგიძლიათ გაგვიწიოთ კონსულტაცია?
- გამარჯობა. დიახ, თქვენ პაციენტ შეუძლია მიიღოს კონსულტაცია ამ მდგომარეობასთან (კისრის ტკივილი, ბეხტერევის დაავადება) დაკავშირებით. ჩვენთან ვიზიტის დროს იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). ნეიროქირურგის კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი. მიღების საათები 10:00-დან 15:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
- მოგესალმებით დიდი პატივისცემით, თუ შეიძლება ამიხსნათ რა იწვევს აუტიზმს? მამის ასაკოვანება არის თუ არა რისკ ჯგუფი, თუ ეს არასწორი მოსაზრებაა? და კომპიუტერულ ტომოგრაფიათი თუ შეიძლება აუტიზმის დადგენა?
- გამარჯობა. აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია. არსებობს სხვა და სხვა თეორიები აუტიზმის წარმოშობის შესახებ. მათ შორის ტოქსიკური, ორსულობის მიმდინარეობასთან, მშობლების ასაკთან, ბავშვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული და ა.შ. აუტიზმის დიაგნოზის და მსგავსი აშლილობების დასადგენათ საჭიროა მხოლოდ ბავშვთა ნევროლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია.
- მოგესალმებით. ვარ 18 წლის. 2 წელია რაც დამიდგინდა მიკროადენომა ჰიპოფიზზე. მქონდა ზომაზე გაცილებით მაღალი პროლაქტინი. დიაგნოზის დასმის შემდეგ ვმკურნალობ. პროლაქტინი მალევე დარეგულირდა, მაგრამ ვაგრძელებ მკურნალობას დოსტინექსით, მიკროადენომაც იკლებს ზომებში. მაინტერესებს, დაორსულებასთან დაკავშირებით პრობლემა თუ მექნება და ან საჭირო ხომ არ არის ორსულობის თავიდან არიდება?
- გამარჯობა. ჰიპოფიზის მიკროადენომის უარყოფითი თვისებები ორსულობასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ მას გააჩნია ჰორმონალური აქტივობა. ეს გამოიხატება მნიშვნელოვნად შეცვლილ ჰორმონების მაჩვენებლებში. დანარჩენ შემთხვევაში უსიმპტომო მიმდინარე ჰიპოფიზის მიკროადენომა ორსულობისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
- გამარჯობა, სამუშაოზე მიწევდა ხშირად კომპიუტერთან მუშაობა და იდაყვი არაკომფორტულად მქონდა მაგიდაზე დადებული რაც 1 თვის შემდეგ დამეწყო მარჯვენა ნეკა თითის დაბუჟება და ძლიერი ტკივილები, ვიმკურნალე 1 ჯერ, ნემსებით და ფიზიო თერაპიით, ამ წუთში მარტო ნეკი მაქვს ცოტათი დაბუჟებული და ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ. და გამე დილით რომ ვიღვიძებ მარტო ნეკი მაკ დაბუჟებული, თქვენს კლინიკაში რომ მოვიდე გარანტია მექნება რომ ოპერაციის გარეშე მომირჩება ანუ რაგაც პროცენტებით ხომ მეტყვით მომირჩენთ თუ არა. ჩაწერა ხდება თქვენს კლინიკაში წინასწარ? წინასწარ მადლობა, ველოდები თქვენს პასუხს.
- გამარჯობა. იდაყვის ნერვის ნეიროპრაქსიის კლინიკური სიმპტომები (ასევე როგორც ნებისმიერი სხვა ნერვების კომპრესიული წარმოშობის ნეიროპრაქსია) ჩატარებული მკურნალობის ფონზე ქრება 3 თვეში. იდაყვის ნერვის ნეიროპრაქსიის მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი ასევე შესაძლებელია ელექტრონეიროგრაფიის გამოყენებით. 3 თვეზე მეტი უცვლელი კლინიკური სიმპტომატიკა და შესაბამისი ელექტრონეიროგრაფიის მაჩვენებლები მიუთითებს შემდგომი კონსერვატიული თერაპიის გაგრძელების არაეფექტურობაზე და ოპერატიული ჩარევის აუცილებლობაზე. წინასწარ შეათანხმეთ კლინიკაში ვიზიტის დრო (ტელეფონის ნომერი მითითებულია ქვემოთ). იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). მიღების საათები 10:00-დან 15:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
- მოგესალმებით ბატონო ოთარ. მე ვარ ანტონი გ. ზესტაფონიდან. საქმე დედაჩემს ეხება. ხერხემლის პრობლემა აქვს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და გადაადგილება უჭირს. ახლახანს ვიყავით ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში, გადავიღეთ "მრტ" და რენტგენი. ვესაუბრეთ ნეიროქირურგს და მან ოპერაციის გაკეთება შემოგვთავაზა, რომელიც დაახლოებით 6 საათი უნდა გაგრძელდეს. რადგანაც ოპერაცია რთულია და რისკის შემცველია, გადავწყვიტეთ დამატებით გვეჩვენებინა გამოკვლევის შედეგები სხვა გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებისათვის. თქვენზე ბევრი კარგი მსმენია და გადავწყვიტე თქვენთვის გამომეგზავნა. იქნებ გამონახოთ ცოტაოდენი დრო და გაეცნოთ ამ ფაილებს. იქნებ რამე ეშველოს დედაჩემს და თუ არ განიკურნა შეუმსუბუქდეს მაინც ტკივილები. გიგზავნით ახლად გაკეთებული მრტ-ს შედეგებს და შესაბამის დასკვნას. როდესაც ნახავთ გთხოვთ მომწეროთ. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის.
- გამარჯობა. თქვენი პაციენტის მრ-ტომოგრაფიის მონაცემებით ვლინდება სპინალური არხის სტენოზი (შევიწროვება) მალთაშუა თიაქრის და სპონდილოლისტეზის გამო. ამ ეტაპზე (პაციენტის არსებული ნევროლოგიური სტატუსის და ბიომექანიკური ცვლილებების გათვალისწინებით) კონსერვატიული მკურნალობის სახით შესაძლებელია მანუალური თერაპიის, ბლოკადების, რეფლექსოთერაპიის და ფიზიოპროცედურების ჩატარება. კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში (2-3 დღის განმავლობაში საკმარისია ამ პროცედურების ჩატარება შედეგების შესაფასებლად) რეკომენდებულია გეგმიური ოპერატიული ჩარევა (ლამინოტომია, ფლავექტომია და მიკროდისკექტომია L3 და L4 მალების დონეზე).
- mogesalmebit !chveni problema shemdegshi mdgomareobs 3 celia 29 clidan 31 clamde vebrdvit problemas romelic jer kidev ver amovfxvenit mokled chems meugles emarteba insultebi uecrad chavitaret uamravi kvleva da rogorc eqimebi amboben agmochda sisxlis shesqeleba da momatebuli trombocitebi sul axlaxans dagvnishna camali qsarelto magramamdeni mkurnalobebis shemgom sul mainc uchivit tavis gabruebas mokled rom gitxrat gamosavali mainc ver vipovet da internetis sashualebit vnaxe tqvens shesaxeb iqneb tqven gvirchiot raime ra vqnat? icit bolos gadagebul tavis suratze magnitur rezonansuli gadaviget da agmochda 2 ve haimoris grus qveda nacilshi mukozuri kistebi. ufro mozrdili marjvniv. arasodes ar aqceven yuradgebas chveni mkurnali eqimebi da tqveni azri mainteresebs sheidzleba tu ara ase axalgazrda asakshi xdebodes insultebi da gamomcvevi faqtori ar iyos dadgenili? tqvens saitze gavecani aset rames da titqos mgonia rom axlos aris chvens problemebtan araqnoiditis gachenis mizezi rom yofila haimoris grushikistebi. rasac chvenda samcuxarod aravin tvlis ramed da celicadshi orjer xdeba insutebi 31 asakshi? umorchilesad gtxovt iqneb momcerot ra vqna hematologi ambobs rom ar vebrdzvit sisxlis daavadebas da ras vebrdzvit vegar gavige. didi madloba cinascar!
- გამარჯობა. არსებობს თავის ტვინის იშემიური ინსულტის განვითარების სხვა და სხვა მექანიზმი: ათეროსკლეროზული თრომბოზი, ცერებრული ემბოლიები, სისხლის შედედების ან ცერებრალური არტერიების პათოლოგია და ა.შ. ასევე შესაძლებელია ვენოზური თრომბოზის განვითარება ყურის ან ცხვირის დამატებითი წიაღების ინფექციური დაავადების დროს. ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის (მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია), სისხლძარღვების (ანგიოგრაფია, დოპლეროგრაფია) და სისხლის (კოაგულოგრამა) ლაბორატორიული გამოკვლევის დროს. დაგვიკავშირდით ტელეფონით თქვენი პაციენტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებთა.
- გამაჯობათ, მაინტერესებს თუ გყავთ სპეციალისტი (ყბის დისკის ამოვარდნილობის). ამჟამდ ვიმყოფები ლიტვაში აქ ამომივარდა. დიაგნოზი ყბის დისკის ამოვარდნილბა დამისვეს, გადამიმასამართეს სპეციალისტთან თუმცა დიდი რიგების გამო საქართველოში მოვფრინავ. თუ თქვენთან მკურნალობა შესაძლებელია მკურნალობა რა ტიპისაა? P.S ქირურგიული ჩარევების გარეშე.
- გამარჯობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია თქვენი კლინიკური სიმპტომების (საღეჭი კუნთების ტონუსი, საფეთქელ-ქვედა ყბის ბიომექანიკა) და ჩატარებული გამოკვლევების შესწავლა, რის საფუძველზეც შემდეგ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სამკურნალო (მიოფასციური რელიზი, ფიზიოთერაპია, ბლოკადები და ა.შ.) ან დამატებითი გამოკვლევების (ექიმი ორთოდონტის, ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციები, საფეთქელ-ქვედა ყბის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ.) გეგმა.
- გამარჯობა, ვიმშობიარე 26 იანვარს ჰერაში, ბავშვს ტირილისას მარცხენა ტუჩი ჩამოსდის ქვემოთ, ასევე ენაც მოხრილია თითქოს. იქ მითხრეს გადავა დროსთან ერთადო. გავეცანი ინტერნეტით ინფორმაციას და შევშფოთდი. როგორც მივხვდი ფაციალისის დიაგნოზია. გთხოვთ მითხრათ რამდენად გამოსწორებადია? რამდენად სრულად ექვემდებარება მკურნალობას? რა პერიოდში? ჩემი დანაშაულია ეს რომ დაემართა?
- გამარჯობა. ახალშობილებში არსებობს სახის ნერვის თანდაყოლილი ორი ტიპის დარღვევა: ტრავმატული და განვითარებადი. სახის ნერვის ტრავმატული ნეიროპათია მათ შორის ყველაზე ხშირია (ვითარდება მშობიარობის პროცესში). მისი ფუნქციის აღსადგენად საჭიროა მინიმუმ 5 კვირა. სახის ნერვის თანდაყოლილი ტრავმატული ნეიროპათიის დროს მისი ფუნქციის სრული აღდგენა და აღდგენის ვადები დამოკიდებულია ნერვის დაზიანების ხარისხზე. დარღვეული ფუნქციის აღსადგენად მძიმე ხარისხის ტრავმატული ან განვითარებადი ტიპის ნეიროპათიის შემთხვევაში მკურნალობის სახით პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.
- მოგესალმებით! -ვის უნდა მივმართო არ ვიცი! როგორც კი დილით ავდგები ცხვირის წინა ნაწილი მიწითლდება თითქმის, ზოგი მეუბნება კუჭნაწლავის ბრალია, ისე მაქვს დისბაქტერიოზი, ზოგი მეუბნება დერმატოლოგს ან ანგიოლოგს აჩვენეო, ცოტა თუ აცივდა სულ გაყინული მაქვს ცხვირი ზამთარში საერთოდ! ზაფხულში მზეზე ეგრევე მეკიდება მზედა მიწითლდება, ზოგჯერ ქავილის შეგრძნებაც მაქვს, ზოგი მეუბნება სისხლძარღვის პათოლოგია არისო, მივმართე ანგიოლოგს, და როგორც ივარაუდა ეს არისო სისხლძარღვის პათოლოგიაო, რეინოს სინდრომი, და თენ რას მირჩევთ თქვენ მოგმართოთ თუ რევმატოლოგს? მადლობა წინასწარ!
- გამარჯობა. რეინოს დაავადების დროს პირველ ეტაპზე საკმარისი ანგიოქირურგის დანიშნული მკურნალობა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს: კალციუმის არხების ბლოკატორებს, პროსტაგლანდინებს, ნიტრატებს, ფოსფოდიესტერაზა-5 ფერმენტის ინჰიბიტორებს, ანტიდეპრესანტებს, ენდოთელინის ანტაგონისტებს, ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, ადგილობრივ გაუტკივრების საშუალებებს, ნერვულ-კუნთოვანი ბლოკირების აგენტებს, ანტიკოაგულანტებს და ა.შ.
- მოგესალმებით. თქვენი რჩევა მჭირდება და თუ შესაძლებელია დამეხმაროთ. ორი წლის წინ აღმოვაჩინე რომ კანზე მიჩნდება წითელი ჰემანგიომები. ზოგი კანიდან ამობურცული და დიდი ზომის, ზოგი კი ისეთი პატარა უმნიშვნელო წერტილივით. ვიყავი დერმატოლოგებთან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არა ერთ დერმატოლოგთან. მითხრეს რომ საშიში არ არის, მაგრამ მაქ ძალიან დიდი დისკომფორტი ამის გამო. უკვე აგარ ვიცი ვის მივმართო რა პროფილის ექიმს, რომ შემიჩერდეს ჰემანგიომების გამრავლების პროცესი. თუ შესაძლებელია დამაკვალიანეთ ვის მივმართო რა პროფილის ექიმს და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება. მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. კანზე ან სხვა ორგანოში ახალი ჰემანგიომების გაჩენის შეჩერება შეუძლებელია. შესაძლოა მხოლოდ უკვე არსებული ჰემანგიომების მკურნალობა, თუ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან კოსმეტიკურ დეფექტს ან იწვევს მკვეთრად გამოხატულ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას (მალის აგრესიული ჰემანგიომა ან ზურგის ტვინის ჰემანგიომა). თქვენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ანგიო-ქირურგს ან ექიმ კოსმეტოლოგს (დამოკიდებულია ჰემანგიომების ზომებზე და ლოკალიზაციაზე).
- გამარჯობა. ჩემს მეუღლეს დაუნიშნეს ფიზიოთერაპია 15–20 კურსი, გვაქვს გადაღებული MRI, აქვს მე-5 მალაზე თიაქარი, არა საოპერაციო ზომის. მაინტერესებს თქვენთან რა ჯდება კურსი და საღამოს 7 საათის მერე თუ იღებთ პაციენტებს. მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. ფიზიოთერაპიის (ნეიროსტიმულაცია, მიოსტიმულაცია) 1 პროცედურის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად 15–20 დღიანი კურსის ღირებულება 150–200 ლარი. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა — 20 წუთი. სამუშაო საათები 10:00–15:00 (შაბათ-კვირის გარდა).
- გამარჯობათ, თვალში გამიჩნდა ყავისფერი ლაქა, ექიმთან ვიყავი მითხრა თვალის მელანომა. მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ არის საშუალება რომ მომშორდეს ეს ლაქა?
- გამარჯობა. მელანომა სიმსივნის ერთერთი ტიპია, რომელიც ვითარდება პიგმენტი მელანინის გამომყოფ უჯრედებში. ეს უჯრედები აძლევს ფერს კანს, თვალებს, თმებს და ა.შ. თვალის მელანომა ყველაზე ხშირად ვრცელდება თვალის კაკლის შიდა წრეებში (ბადურა და ა.შ.).
- მელანომის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მის ზომაზე და ლოკალიზაციაზე. თუ ის მცირე ზომისაა და არ აგრძელებს ზრდას — საჭიროა მხოლოდ მასზე გეგმიური დაკვირვება. თუ მელანომა აგრძელებს ზრდას და იწვეს სიმპტომებს — საჭიროა ქირურგიული ჩარევა (მელანომის და მიმდებარე ქსოვილის ამოკვეთა და ა.შ.). სხივური თერაპია გამოიყენება მელანომის მცირე და საშუალო ზომის შემთხვევაში. ასევე შესაძლოა ადგილობრივი ლაზერული თერმოთერაპია ან კრიოთერაპია.
მელანომის გავრცელების ადგილები თვალის კაკლის შიდა წრეებში.
- Добрый день. У нас проблема связана с болями в копчике. Хотим обратится в вашу клинику в Грузии. Есть специалисты занимающие этой проблемой там? Боли в копчике связываем с травмой в детстве, воспалительные явление этой области нет. Проведены КТ, МРТ, говорят все нормально. Боли еще беспокоят, хотим приехать к вам. Кокцигодиния оперативно лечится?
- Здравсвтуйте. Хирургическое лечение кокцигодинии заключается в оперативном удалении копчика. В качестве альтернативного консервативного лечения мы предлагаем локальное применение блокад, физиотерапии и рефлексотерапии. В начальном периоде заболевания при наличии подвывиха проводится ручное вправление копчика.
- გამარჯობათ. გთხოვთ გამცეთ პასუხი შეკითხვაზე. გვესაჭიროება მოტეხილობის შემდეგ რეაბილიტაციის ჩატარება სახლში მისვლით. რა ჯდება ერთი კურსის ჩატარება. ტელეფონის ნომერი თუ შეიძლება რომ დაგიკავშირდეთ. დიდი მადლობა. პატივისცემით ნატო
- გამარჯობა. მოტეხილობის შემდგომ პერიოდში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვა და სხვა სამკურნალო პროცედურების კომბინაცია. დასუსტებული კუნთების და სახსარში შეზღუდული მოძრაობის აღსადგენად რეაბილიტაციის სახით პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სამკურნალო მასაჟი ან მანუალური თერაპია (1 პროცედურა - 50 ლარი). ტრავმატული ნეიროპათიის შემთხვევაში (მოტეხილობის ან ოპერატიული ჩარევის შედეგად) ტარდება ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია – 1 პროცედურა 20 ლარი) და რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსები" – 1 პროცედურა 30 ლარი). კონკრეტული სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა შესაძლებელია პაციენტის კონსულტაციის შემდეგ.
- გამარჯობა, ჩემს დას უკვე ხუთი წელია აწუხებს თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, არ შეუძლია მცირეოდენი გადაღლაც კი, ამ ბოლო დროს ხშირად აქვს გულის აჩქარებაც, ვიყავით უამრავ ექიმთან, ზოგი ეუბნება ოსტეოქონდროზი გაქვსო , ზოგი უარყოფს ამ დაავადებას , ერთ ერთმა ექიმმა ნევროპათოლოგმა დაუნიშნა ოქსივინი და ამ წამლის დალევის შემდეგ თავბრუსხვევა უვლის თუმცა დროებით , რას გვირჩევთ, არის თუ არა საჭირო თავის კომპიუტერული ტომოგრაფია? წინასწარ გიხდით მადლობას!
- გამარჯობა. დიაგნოსტიკის სახით ამ ეტაპზე სასურველია: 1. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მიმოხილვითი + ანგიოგრაფიის რეჟიმი). 2. კისრის მალების რენტგენოგრაფია ფუნქციონალური ტესტებით (1 პირდაპირი და 3 გვერდითი პროექციაში). 3. ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსის შეფასება. შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ თქვენი პაციენტის ყველაზე ეფექტური სამკურნალო გეგმა.
- მოგესალმებით, მაინტერესებს იბუპროფენის მიღება თუ ხდება ციკლის 1-2 დღით შესაჩერებლად და რა დოზებია ამისთვის საჭირო? ალტერნატიული საშუალებაც არსებობს თუ არა?
- გამარჯობა. ამ კითხვით მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს.
- shekitxva maqvs tqventan. vcxovrob saberznetshi. maqvs xerxemalis 4-5 nacilze grija. 6 tvea tkivilebi maqvs. pizio terapia chavitare 20 da ar mishvela. viketebdi nemsebs 5 dge voltarels ar mishvela. ukve pexze maqvs gadasuli nervs acveba da mibujdeba marjvena pexi dabla kiduri da titebi. rogori varjishebi unda vaketo iqneb damexmarot, aq saoperacio xaro da ar minda gaketebe. pexze vdgevar ar vkochlob tkivilebi macuxebs da vcuxvar zaan. samsaxurshi pexze dgoma da jdoma micevs ziritadad da vcdilob viaro xolme dgeshi 1 saatit. ugrmesi madloba tu daxarjavt dros pasuxze!!!
- გამარჯობა. კონსერვატიული მკურნალობა ნერვული ფესვის კომპრესიის დროს მალთაშუა დისკის თიაქარის ფონზე შეიცავს: 1. მედიკამენტოზური მკურნალობას (ანთებით საწინააღმდეგო, ბ-ჯგუფის ვიტამინები და ა.შ.). 2. ბლოკადებს. 3. მანუალურ თერაპიას. 4. რეფლექსოთერაპიას. 5. ფიზიოთერაპიას. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში (4-5 დღე) ან ნევროლოგიური სიმპტომების გაუარესების დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა (მიკროდისკექტომია და ა.შ.). აქ იხილეთ სამკურნალო ვარჯიშების მაგალითი.
- გამარჯობათ. დედაჩემი 53 წლის, 3 წლის წინ მოიწამლა, შემთხვევით შეისუნთქა საკმაოდ ძლიერი შხამი და დასივდა. ექიმმა მაშინ ჰიდროცეფალია ანუ ტვინის სითხის მომატებაც დაუდგინა და დედაც როგორც კი ბალიშზე თავს დადებდა გრძნობდა როგორ ჩასდიოდა თავიდან ზურგში და საერთოდ მთელს ორგანიზმში ეს მომატებული სითხე. მერე იკლო ამან მაგრამ ეხლა გვაქვს სხვა პრობლემა, კერძოდ კი ორგანიზმში დაგროვილი ეს სითხე. დედა გრძნობს რომ ეს დაგროვილი სითხე დღემდე ფეხებიდანაც კი ყელში ამოსდის და როგორც ნახველი ასე იღებს ან ხან ეყლაპება კიდეც განსაკუთრებით როცა სძინავს ძნელია ამის გაკონტროლება. ხან კი ეგონა იქნებ მეჩვენება ამდენი სითხე სად უნდა ყოფილიყო დაგროვილი მაგრამ ნახველის მსგავსი სითხე ნამდვილად ამოსდის. გთხოვთ მიპასუხოთ ასეთი რამე თუა შესაძლებელი იქნებ მართლა ნერვი დაუზიანა მოწამვლამ და მართლაც ეჩვენება, ან ის სითხე სად წავიდა მაშინ ან როგორ შეიძლება უკან ამოსდიოდეს ან რომელ ექიმთან შეიძლება რომ წავიყვანოთ. ვიცი რომ უცნაური და ცოტა დაუჯერებელი შემთხვევაა და ამიტომაც ცოტა დაბნეული ვარ. დიდი მადლობა წინასწარ!
- გამარჯობა. რა წარმოშობის იყო და არის ჰიდროცეფალია (ტოქსიკური, ვაზოგენური და ა.შ.) – ამის გამოკვლევა შესაძლებელია პაციენტის ანამნეზის შესწავლის და მასზე დინამიკაში დაკვირვების საფუძველზე (ნევროლოგიური სტატუსი, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და.შ.). რაც ეხება ნახველს – ამ კითხვით მიმართეთ თერაპევტს, პულმონოლოგს და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
- კითხვა მაქ თქვენთან. ფეხი გადამიბრუნდა კოჭის ძვალი გაბზარული მაქ და მუხლის არეში შესიება და მყესის დაჭიმვა. რა მალამო გამოვიყენო??
- გამარჯობა. აუცილებელია ძვლის მოტეხილობის და დაჭიმული მყესების ადგილის ფიქსაცია (ორტეზი, თაბაშირი, ოსტეოსინტეზი და ა.შ.). კარგ ანესტეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა მელოქსიკამი (7,5 მგ – 1 ტაბ. 2 დღეში, მინიმუმ 7 დღე) ან იბუპროფენი (400 მგ – 1 ტაბ. 2 დღეში, მინიმუმ 7 დღე). შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ფიზიოთერაპიის ჩატარება.
კიდური მუხლის სახსრის იოგების სპეციალურ ფიქსატორში (ორტეზი).
- Gamarjobat. maqvs hormonebis dargveva. kerzod momatebuli maqvs hipofizis anu turqul kexs rom ezaxian amis hormoni maqvs magali. mainteresebs icis tu ara aman wnevebi da vistan unda mivide? minda rom gadavigo tavze tomografia. madlobt mosmenistvis.
- გამარჯობა. ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი ხასიათდება ქალებში პათოლოგიური გალაქტორეით (რძის დენა), მენსტრუალური ციკლის დარღვევით (ამენორეა). არტერიული წნევის მომატება კი შესაძლებელია სხვა მიზეზების გამო, ამიტომ, პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესახებ დაგვიკავშირდით ტელეფონით.
- მაქვს ლეიკოენცეფალოპათია და ვარ მწეველი, მაინტერესებს ეს უშუალოდ რაიმე ზემოქმედებას გამოიწვევს დაავადებაზე? მადლობთ.
- გამარჯობა. თამბაქოს მოწევა იწვევს ზოგადად კაპილარების შევიწროვებას და ამავე დროს ნერვული ქსოვილი არის ყველაზე მგძნობიარე ჟანგბადის უკმარისობაზე. ასევე ვლინდება C-ვიტამინის დეფიციტი, რაც გამოიხატება სისხლძარღვების ელასტიკური თვისებების დაქვეითებაში ან ჩამოშლაში (ანევრიზმა და ა.შ.).
- Gamarjobat. 5 dgis win tavi davartyi da goneba damebinda da agar maxsovda ra moxda ramdenime wuti, gebineba ar mqonia, dges mqonda uneblie gebineba. sheidzleba ro tvinis sheryeva mqondes amdeni dgis mere? Madloba winaswar.
- გამარჯობა. მიღებული ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ შესაძლებელია ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (შიდაქალის წნევის მომატება) რამდენიმე დღის გამავლობაში. ამიტომ სასურველია 1 კვირამდე წოლითი რეჟიმის დაცვა და ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა 1 თვემდე.
- გამარჯობა. მაინტერესებს ხელხემლის, ჩაჭყუნული ნერვის ოპერაციის შემდეგ, რა შემთხვევაში და რისთვის დგამენ მეტალს, რამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის ჩადგომა ? მოკლედ მოვყვები კერძოდ რა პრობლემაზე მავს ლაპარაკი, მამას გაუკეთეს ხერხემალზე ჩაჭყუნული ნერვის ოპერაცია, რის შემდეგ ტერფებში გრძნობა არ მოუვიდა, მუხლებს კი ხრის მაგრამ არ შეუძლია გადაადგილება, სასწრაფოდ გაუკეთეს მეორე ოპერაცია, რადგან ექიმების თქმით ხერხემალში მეტალის ჩადგმის შემდეგ სითხე ჩაუდგა. რატომ უნდა ჩაედგათ მეტალი. თან უთხრეს თქვებნი წელი იყო როგორც 70 წლის კაცის წელიო და ზურგის ტვინთანაც მოგვიწია შეხებაო. ახლა პირდებიან რომ რეაბილიტაციის შემდეგ 6 თვეში გაგატარებთო, აქვს საშინელი ტკივილი. მამა იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა შიძლება გაკეთდეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შიცვლება თუ არა ? თუ ტყუილ დანაპირებს ეუბნებიან ? შესაძლებიალია თუ არა გაიაროს ფეხზე? დიდ მადლობა წინასწარ ..! დაველოდები თქვენს პასუხს.
- გამარჯობა. ძნელია ზუსტი პასუხების გაცემა თქვენი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაცნობის გარეშე. იმპლანტებზე ან სხვა უცხო სხეულზე (ძაფი, კათეტერი და ა.შ.) ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის (მეტალოზი, სერომა და ა.შ.) დროს აუცილებელია იმ იმპლანტის მოცილება და ჩანაცვლა ორგანიზმისთვის სხვა ინერტული მასალით. ტკივილის მიზეზი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი ან გადაცემითი კომპრესია ნერვულ ფესვებზე, სხვა რბილი ქსოვილების ადგილობრივი რეაქციის შედეგად.
- მეხუთე მალა მაქ ამოვარდნილი. ქირურგიული ჩარევის გარეშე შეიძლება ჩასმა?
- გამარჯობა. მზგავს შემთხვევებში კონსერვატიული მკურნალობის სახით (ქირურგიული ჩარევის გარეშე) ჩვენთან ტარდება მანუალური თერაპია, ფიზიოპროცედურები, სამკურნალო ვარჯიშები და ა.შ.
- გამარჯობათ. ვარ 45 წლის. 6–7 წლის წინ გადავიღე მუხლზე ექოსკოპია, სადაც მითხრეს, რომ მუხლის ხრტილი არის გათხელებულიო, წამლები დამინიშნეს მაგრამ არაფერი მიშველა. ახლა მეორე მუხლზე მაქვს იგივე ტკივილი. ძალიან მიჭირს ფეხზე დგომა და სირბილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გთხოვთ მირჩიეთ რამე რა გავაკეთო, რითი ვიმკურნალო, რომ ცოტა შვება მაინც ვიგრძნო, ან ოპერაცია თუ მიშველის და, თუ აკეთებენ საქართველოში ამის ოპერაციას.
- გამარჯობა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თქვენი ზუსტი დიაგნოზი, რომ მოგცეთ შემდეგი სამკურნალო რეკომენდაციები და ჩაგიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. არსებობს რამდენიმე მუხლში ტკივილის გამომწვევი მიზეზი (ადგილობრივი სტრუქტურებისაგან — მუხლის შიდა განლაგებული ქსოვილებისგან (იოგები, სასახსრე ზედაპირი, სასახსრე ჩანთა, მენისკი და ა.შ. ), მიმდებარე სტრუქტურებისაგან — მუხლში გადაცემითი ტკივილი ბარძაყის ან კანჭის კუნებისგან და ა.შ. ). დიაგნოზიდან გამომდინარე ტარდება კონსერვატიული მკურნალობა (მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, თერაპიული ბლოკადები, PRP და სხვა) ან ქირურგიული ჩარევა (ართროპლასტიკა, ლიგამენტოპლასტიკა და ა.შ.).
- მოგესალმებით. მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ. მაწუხებს პირის ღრუში წვა, უფრო მეტად ენის წვა, საკვების მიღების შემდეგ გულძმარვა, სისხლის საერთო ანალიზმა უჩვენა რკინის ნაკლებობა. შეგიძლიათ რამე პრეპარატი მორჩიოთ რომელიც მომიხსნის ენის წვას. მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. აღმოჩენილ ანემიასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა მიმართო ექიმ თერაპევტს რომ მიიღოთ შემდეგი ადეკვატური დამატებითი გამოკვლევის და სამკურნალო გეგმა.
- გამარჯობა, მაქვს წელის ტკივილი ხერხემლის ბოლო არეში, კუდუსუნთან , ტკივილები მქონდა ბევრნაირი ამ ადგილებში, ასევე გადამდის ფეხზე და მაქვს მარცხენა საჯდომის ნერვის ანთება, იშვიათად და ოდნავ მარჯვნივაც, ჯდომის და დგომის დროს წელის არე მეჭიმება მეძაბება, მოხრის არეში ვგრძნობ ძვლების მოძრაობას რაც დისკომფორტულია და წესით არ უნდა ვგრძნობდე ,გავიკეთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, დისკი აწვება ნერვსო ასე მითხრეს და დამინიშნეს, ჩონჩხის კომპიუტერული გაჭიმვა ფა ლაზეროთერაპია, ასევე ვიკეთებდი ანოდინ დუალს და ნოპეინს დღეგამოშვებით, ნემსებს მოვრჩი და 6 პროცედურა გაჭიმვა და ლაზეროთერაპია ჩავიტარე კიდე უნდა გავიკეთო, თუმცა დიდ შედეგს ვერ ვგრძნობ , წელი მეტად მგრძნობიარე გამიხდა, კუდუსუნის და ხერხემლის შეერთების არეში არ ვიცი რა ადგილია, მაქვს უცნაური შეგრძნებები შიდა ქავილის მსგავსი, ადვილად გიზიანდება და მოქმედებს სხვადასხვა სახით ორგანიზმზე, ვგრძნობ რომ ნერვულ აშლილობას იწვევს, გააჩნია როგორ გავმოძრავდები, სისუსტე და კანკალი მეწყება წელის არეში და მთელ სხეულზე გადამდის სხვადასხვა სახით. ხერხემალიც დაზიანებული მაინდამაინც არ გაქვსო და რა იწვევს ამ ყველაფერს, ფეხებს რომ ვამოძრავებ კუდუსუნის და ხერხემლის არეში უცნაურ ძვლების მოძრაობას და ხმას ვგრძნობ და თან ნერვულ ზეწოლას, მენჯ ბარძაყის არეშიც უცნაურად მიმოძრავებს ძვლები, რა შეიძლება რომ იყოს? ხერხემლის ბრალი საერთოდ აღარ მგონია ეს. იქნებ რამე მირჩიოთ.
- გამარჯობა. ნევროლოგიური სტატუს გარდა ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ხერხემლის ბიომექანიკური თვისებები: მალთაშორისი სახსრებში თავისუფალი ან და არსებული შეზღუდული მოძრაობის გამოკვლევა, კუნთების ტონუსის შედარება, ტრიგერების არსებობა და ა.შ. ამის საფუძველზე შესაძლებელია დამატებითი სამკურნალო გეგმის შემუშავება და მკურნალობის გაგრძელება.
- გამარჯობათ. მაინტერესებს მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა რა ღირს თქვენთან.... მუხლებზე, ხელის მტევანზე მაქვს პრობლემა და მინდა მთელს სხეულზე გადაღება... მადლობა
- გამარჯობა. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ტარდება კლინიკის მოსკოვის ფილიალში. თბილისში შესაძლებელია ცალკე აღებული ორგანოების კვლევა: მაჯის და მტევნის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა — 308 ლარი, მუხლის და წვივის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა — 308 ლარი. შაბათობით შეგიძლიათ ისარგებლოთ 25% ფასდაკლებით.
- Gamarjobat. me maqvs welis areshi tiaqari 6-mm-iani da siarulis dros mishlis. Mzimeebs ver vwer. Var 27 wlis. Rame shegizliat mitxrat aris gankurnebadi an rame eshveleba? madloba
- გამარჯობა. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ტიპის მკურნალობის საშუალება — კონსერვატიული თერაპია და ოპერატიული ჩარევა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ პაციენტებს 4–5 დღიან კონსერვატიულ მკურნალობას, რომელის შეიცავს მანუალურ თერაპიას, რეფლექსოთერაპიას, ფიზიოპროცედურების, მედიკამენტოზურ ბლოკადებს და ა.შ. ჩატარებული კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტი გადაგვყავს სტაციონარში, სადაც მას უტარდება ქირურგიული ჩარევა (ოპერაცია მიკროდისკექტომია), რასაც შემდეგ მოყვება 2 კვირიანი რეაბილიტაცია ამბულატორიაში.
- გამარჯობათ, მარცხენა ფეხი, შიგნითა მხრიდან კოჭს ქვემოთ მტკიოდა თითქოს დაჭიმული ყოფილიყოს, არ გადამიბრუნებია ცოტა ფეხით სიარული მომიწია, მტკივანი ფეხითაც დავდიოდი და ეხლა ტკივილმა მომიმატა გარეთა მხრიდან გამისივდა და ქუსლის დადგმისას მტკივა, მუხლამდე კუნთში მაქ ძარღვების დაჭიმვის შეგრძნება. თუ დამეხმარებით როგორ მოვიქცე ან რომელ ექიმს მივმართო? რისი ბრალი შეიცლება იყოს, მითხრეს შეიძლება პროტრომბინი გქონდეს და სისხლს უჭირდეს მოძრაობაო.
- გამარჯობა. პირველ რიგში შეგიძლიათ გაიაროთ ნევროლოგიური კონსულტაცია. ასევე მიმართეთ ოჯახის ექიმს საჭირო სისხლის ანალიზების შესახებ. ამ დროს ყველაზე ხშირად (თუ გამოვრიცხავთ ტრავმის ეპიზოდებს) ტკივილის მიზეზია ქვედა კიდურების გადატვირთული კუნთები, რაც ვლინდება მიოგელოზური კერების (ე.წ. ტრიგერული წერტილები) აღმოჩენით პალპაციის დროს.
- მოგესალმებით, მარცხენა მხარეს გულ მკერდის არეში მაქვს ქრონიკული ტკივილი, ზოგჯერ ყრუდ ზოგჯერ უფრო მძაფრად. გულზე გავიკეთე ექოსკოპია, კარდიოგრამა და დატვირთვა არაფერი არ მჭირს. ძირითადად მტკივა ძვლები და ნეკნები და ხომ ვერ დამეხმარებით??
- გამარჯობა. ტკივილის წარმოშობის დადგენის შემდეგ (ადგილობრივი თუ გადაცემითი) შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ განვახორციელოთ თქვენი სამკურნალო გეგმა ჩვენს კლინიკაში. ამისთვის საჭიროა თქვენი ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსების შესწავლა.
- მოგესალმებიტ მაწუხებს ქუსლი ტკივილი უფრო მემატება ყოველ დღე და მაღლა ნაწილშიც გადავივი ტკივილი. რომელ სპეციალისტთან უნდა მივიდე ზუსტი დიაგნოზისთვის. მე ვფიქრობ ქუსლის დეზი მაქვს.
- გამარჯობა. პლანტარული ფასციოზის (ქუსლის დეზის) დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ კლინიკაში. ამ დაავადების დროს გამოხატულია მიოფასციური სინდრომი (დაძაბულობა და ტკივილი კანჭის კუნთებში, რომელიც გადაეცემა ქუსლის მიდამოში სიარულის დროს). დიაგნოზის დასადგენად საკმარისია ქვედა კიდურების კუნთების პალპაცია და სახსრებში მოძრაობის შეფასება. ქუსლის დეზის შემთხვევაში ჩვენთან ტარდება მიოფასციური რელიზი, ფიზიოთერაპია და არსებული ტრიგერული წერტილების ბლოკადები.
- მოგესალმებით. თავის ტკივილები მაქვს განსაკუთრებით, მარცხენა საფეთქლის მიდამო და წარბებს შუა ადგილი, კისრის მალები და სიმძიმის შეგრძნება, მირჩიეს ჩინური ნემსების გაკეთება, მაინტერესებს სად, როდის და როგორ შემიძლია ამ ყველაფრის გაგება. პატივისცემით.
- გამარჯობა. რეფლექსოთერაპიის პროცედურები ("ჩინური ნემსი") ტარდება ჩვენ ამბულატორიაში (თრიალეთის ქ., 50) 10:00 — 15:00 შაბათ-კვირის გარდა. წინასწარ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 557-40-30-53 და შეათანხმეთ თქვენი ვიზიტის დრო.
- მოგესალმებით. მე მაქვს კისრის მალები ერთმანეთთან მიახლოებული (დაწეული). ვიმკურნალე ანუ მასაჟის 10 კურსი ჩავიტარე უკვე დიდი ხანია, და ეხლა ისევ მაწუხებს კისრის მიდამოებში ტკივილები, ამას დაემატა თავის ხშირი ტკივილიც. ამ შემთხვევაში ტომოგრაფია საჭიროა?
- გამარჯობა. თავის ტვინის ნების მიერი ტომოგრაფია (კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული) ინიშნება მხოლოდ სპეციფიკური ნევროლოგიური სიმპტომების არსებობის დროს. თქვენ შემთხვევაში კი თავის ტკივილი არის მხოლოდ არასპეციფიკური სიმპტომი. პირველ რიგში გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია (ნევროლოგიური სტატუსის და ხერხემლის ბიომექანიკური თვისებების შეფასება), რის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შემდგომი დიაგნოსტიკური ან სამკურნალო გეგმის შემუშავება.
- გამარჯობა, ფესვური ტკივილი (საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი) ვარ ფეხძიმეთ მიწევს საკეისრო კვეთა ეგრეწოდებული სპინალური კვეთა და მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო იქნება ოპერაცია ასეთ დროს?
- გამარჯობა. კისრის და წელის ტკივილის ან ნერვული ფესვის კომპრესიის სიმპტომების გამწვავება ძან იშვიათია ანესთეზიის შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ზოგადად ნების მიერი ოპერაციის შედეგად, როდესაც გამოიყენება ეპიდურული გაუტკივარება ან ენდოტრაქეალური ანესთეზია. ეს გართულება არ არის დაკავშირებული მხოლოდ ორსულობასთან, რადგან ასევე გხვდება სხვა დაავადების მქონე პაციენტებში. მეტი ინფორმაციის შესახებ მომავალი გეგმიური ოპერაციის თაობაზე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს და ექიმ-ანესთეზიოლოგს.
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის tqvens klinikashi ra dajdeba? Madlobt.
- გამარჯობა. მომსახურეობის ღირებულება იხილეთ კლინიკის ვებგვერდზე (ფასები).
- გამარჯობათ ვარ 20 წლის 3დღის წინ მოვწიე კანაფი და დამეწყო თავის გაბუჟება სოცხელე თავის დუდში წნევა მითმაშებს და ვარ დაძაბული თავბრუსხვევა მავს ნერვაპათოლოგმა ტვინის მკვებავი გამომიწერა მაინტერესებს რაე სერიოზული იქნება თუ გაივლის ეს ყველაფერი? ხო არაფხიზელ მდგომარეობაში რო ვიყავი შემეშინდ შიშმა ამიტაცა შეილება ეს სტრესის ბრალი იყოს??
- გამარჯობა. ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმ ნარკოლოგს.
- გამარჯობათ ვარ 33 კვირის ფეხმძიმე მაწუხებს კუდუსუნი. ტრავმატოლოგის დასკვნით მაქვს კოკციგოდენია. ფდ მაინტეტესებს ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება თუ არა?
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად ტკივილის მიზეზი კუდუსუნის მიდამოში (კოკციგოდინია) არის ძველი ტრავმული დაზიანება. ამას შემდგომში მოყვება ქრონიკული ტკივილები კუდუსუნის მიდამოში ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. თუ კუდუსუნის ძვალი ღრძობა ამ დროს არა მნიშვნელოვანია, ის არ წარმოადგენს შეფერხებას ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის.
- მოგესალმებით. სადღაც 2 თვეა მაქვს ჰაერის უკმარისობა. ანუ ხშირად მინდევა ჩასუნთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ ბოლომდე ჩასუნთქვას თითქოს იკეტება. გავესინჯე და არც გულზე მაქ პრობლემა არც ფილტვებზე. სისხლის ანალიზიც მწყობრშია და ჩიყვიც. ერთი რაც მაწუხებს თითქოს ნახველი მაქ ყელში. მაგრამ ეგეც გადადის ჩახველებისას. მერე ისევ მაწუხებს ხოლმე. რა შეიძლება იყოს ან რა ვუშველო ამ უჰაერობას.
- გამარჯობა. როგორც წესი ჰაერის უკმარისობა ჩასუნთქვის დროს (ინსპირაციული ქოშინი) დამახასიათებელია სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქციისთვის. ამ დროს ჩვენ ვუნიშნავთ პაციენტს რეფლექსოთერაპიას და დამამშვიდებელი თვისებების პრეპარატებს.
- mogesalmebit. titqmis erti tvea ukve tavis marcxena mxare mtkiva. kefidan iwyeba, tkivili adis magla, xan safetqeltan, xan mgonia rom yuri mtkiva. kiserze gverdit mxares chamodis da xelze. xeli midundeba da periodulad tkivilebic maqvs.titqmis sul mtkiva yrud. mxaric megleba. dzalian gtxovt mitxarit ra sheidzleba iyos an aris tu ara sachiro tomografia rom gadavigo! Madlobat
- გამარჯობა. ძნელია ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ ჩივილების საფუძველზე თქვენი ნევროლოგიური სტატუსის (აქტიური მოძრაობის ძალა და სიფართე, მყეს ძვალთა რეფლექსები და ა.შ.) და ხერხემლის ბიომექანიკის შესწავლის გარეშე. მიმართეთ ექიმ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს და საჭიროების შემთხვევაში შემდეგ გაირეთ დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები (კისრის მალების რენტგენოგრაფია ფუნქციური ტესტებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ.).
- გამარჯობათ. გავეცანი თქვენი კლინიკის მონაცემებს, ძალიან დამაინტერესა. მინდა გაგაცნოთ ჩემი პრობლემის შესახებ. წელის ტკივილს დიდი ხანია ვუჩივი, მაგრამ იმდენად დიდი ტკივილები არ მქონია რომ გამაყუჩებელი დამჭირვებოდა. ივლისის თვეში მასწავლებელთა გამოცდებისთვის ვემზადებოდი და 10 დღის განმავლობაში მომიწია დღეში 5-6 საათი ტრენინგებზე ჯდომა. რამდენიმე დღის შემდეგ წელი ამტკივდა. უახლოეს ხანში ვაპირებ ინ-ვიტრო განაყოფიერებას. ამიტომ ჩემმა ნევროპათოლოგმა გადაწყვიტა გადამეღო წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია. გიგზავნით დასკვნას. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი და რჩევა. ამ დასკვნით შეილება შვილის გაჩენა? P.S წელის ტკივილები ისევ მაწუხებს. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. მადონა გოგმაჩაძე.
- გამარჯობა. თქვენი კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის მიხედვით არ არსებობს შეზღუდვა ორსულობისთვის და მშობიარობისთვის. თუმცა ამ ეტაპზე უკვე აუცილებელია მკურნალობის დაწყება ხერხემლის არსებული მოძრაობის შეზღუდვის, ტკივილების ან დისკომფორტის მოსახსნელად.
- გამრჯობათ, ვარ 54 წლის, წვივისა და კოჭის არეში დამემართა დეფორმაცია . სიარულისას კოჭი იღრიცება შიგნითა მხარეს და ამეღნიშნება ტკივილები. მითხრეს რომ მყესი მაქვს გაწელილი და ოპერაციას საჭიროებს. მაინტერესებს თუ ექვემდებარება მკურნალობას ოპერაციის გარეშე და ვის უნდა მივმართო? მადლობა.
- გამარჯობა. ოპერაციის გარეშე ჩვენი კლინიკის პირობებში შეგვიძლია:
- გავზარდოთ ტერფის მომხრელი და გამშლელი კუნთების ტონუსი (გამოიყენება მიოსტიმულაცია)
- აღვადგინოთ ფიზიოლოგიური მდებარეობა კანჭის (დიდი და მცირე წვივის) და ტერფის ძვლების შორის (გამოიყენება მანუალური თერაპია)
- ამით შესაძლებელია დაზიანებული კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში შემცირდება მყესების და იოგების გადატვირთვა, შემცირდეს ტკივილი და ადგილობრივი რბილი ქსოვილების შეშუპება.
- გამარჯობათ, ვსვამ დღეში 50 მგ კეტილეპტს, ექიმის გამოწერილს, შეიძლება თუ არა რომ დავლიო ლუდი?
- გამარჯობა. ანტიფსიქოზური პრეპარატის (50 მგ კეტილეპტი) გამოყენების დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
- გამარჯობათ. რკინა დეფიციტური ანემიის გამო ჩავირარე გამოკვლევები ვარაუდობდნენ ფარულ სისხლდენას. გამიკეთდა ამის გამო ტომოგრაფია კონტრასტით. ზუსტად იმ დღეს 5 რიცხვში როცა ველოდებოდი მენსტრუაციას. მაშინ ვკოფილვარ ორკვირის. მაინტერესებს იმოქმედებდა თუ არა ბავშვზე კონტრასტი. წინასწარ მადლობა.
- გამარჯობა. ნებისმიერ კონტრასტულ ნივთიერებას გააჩნია თავისი უსაფრთხო და ტოქსიკური დოზები, რის გამო მისი გამოყენება პაციენტებში უნდა მოხდეს ზომიერად და უსაფრთხო. სპეციფიკური გამოკვლევები კონტრასტული ნივთიერების ზემოქმედების შესახებ ორსულობის დროს ადამიანებში ჯერ არ ჩატარებულა.
- გამარჯობა. მაინტერესებს ვისცერალური მასაჟის კაბინეტი კვლავ თუ ფუნქციონირებს თქვენთან და რა არის საჭირო ექიმთან ვიზიტამდე? წინასწარ მადლობა.
- გამარჯობა. დიახ, ვისცერალური თერაპია ტარდება ჩვენ კლინიკაში. მკურნალობის დროს პაციენტს არ უნდა ქონდეს მუცლის აორტის ანევრიზმა ან და მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი პროცესები. დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩასაწერად.
- გამარჯობა. მაინტერესებს ვისცერალური მასაჟის კაბინეტი კვლავ თუ ფუნქციონირებს თქვენთან და რა არის საჭირო ექიმთან ვიზიტამდე? წინასწარ მადლობა.
- გამარჯობა. პირველ რიგში უნდა იყოს დასმული დიაგნოზი. ამისთვის თქვენმა პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ ნევროლოგს კონსულტაციისთვის. შემდეგ, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, იქნება დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ან ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. ყველაზე ხშირი დიაგნოზი ამ ტიპი ჩივილის დროა არის პლანტარული ფასციოზი (ე.წ. ქუსლის დეზი), რომელიც იკურნება შემდეგი პროცედურებით: მიოფასციური რელიზი, ტრიგერული წერტილების ბლოკადა, სამკურნალო ვარჯიში.
- gamarjobat. gulis gamokvlevebi gavikete. guli gsmoriricxa. makvs tavburxveva, gulis mxares chxvletebi. xurgshi dxlieri tkivili. kisris tkivili. marcxena klavus tkivili dabujeba. titkisda metyvelobis kargvac. gtxovt gamagebinod ramchirs. makvs kompiuteruli gamokvlevebi gaketebuli welzeda xerxemalze. Gmadlobt. shemidzlia suratebic gamogigzavnot.
- გამარჯობა. გამოკვლევის შედეგები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ამ მისამართზე minclinic@gmail.com. თუ გამორიცხულია ორგანული დაავადება (გულის, თავის და ზურგის ტვინის, ხერხემლის და პარავერტებრალური კუნთების), ჩივილებიდან გამომდინარე თქვენ გექნებათ სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია.
- გამარჯობათ ჩემს მეუღლეს 45 დღის წინ გაუკეთეთ ხერხემლის მე-4 მე-5 მალებს შორის არსებული თიაქარის ოპერაცია, რომელიც იყო ზომით 12 მმ. ოპერაციის შემდეგ აქვს გაუსაძლისი ტკივილები და გადაადგილება აქვს შეზღუდული, რის გამოც ამ ხნის განმავლობაში საწოლს არის მიჯაჭვებული. ნეირო ქირურგმა გამორიცხა თავისი პრობლემა და სხვა ორგანოებზე გვატარებინა გამოკვლევები. ბოლოს როცა დიაგნოზი ვერ იქნა დასმული გადაუღე განმეორებით ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია სადაც უჩვენა ნაოპერაციევ უბნებზე შეშუპებები, ნერვი აქვს შეშუპებული და არის ხერხემლის მიდამოში ჩამდგარი სითხე. სხვა ნეირო ქირურგებს ვაჩვენე და მითხრეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რადგან აქვს ინფექცია და თუ დავაყოვნებთ შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მივიღოთო. აპირებენ დისკექტომიას, იმ უბნების დასუფთავებას და მარცხენა მხარეს დრენაჟის ჩასმას. მაინტერესებს რამდენად აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა, შესაძლებელია თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა და ეს რამდენად სარისკო იქნება და ბოლოს ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში რამდენადაა შანსი, რომ განმეორებით არ გაჩნდება ინფექციის კერა. წინასწარ გიხდით მადლობას.
- გამარჯობა. პოსტოპერაციული სითხე, აღმოჩენილი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, შესაძლებელია იყოს წარმოშობით ინფექციური (ეპიდურული ბაქტერიული აბსცესი) ან ანთებითი (რეაქცია სამედიცინო მასალაზე, ე.წ. ტექსტილომა ან გოსიპიბომა). ამ დროს ქირურგიული ჩარევა ტარდება საოპერაციო ჭრილობის სანაციის მიზნით.
- მოგესალმებით. რამ შეიძლება გამოიწვიოს როე-ს მომატება 70-მდე? ეს შეიძლებაა სახსრებიდან იყოს გამოწვეული? სხვა კვლევებიდან მიზეზი ვერ გამოვლინდა.
- გამარჯობა. ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ედს მომატება, არიან: 1) ფიბრინოგენი, 2) იმუნოგლობულინი და სხვა გლობულინები, 3) ჰაპტოგლობინი, 4) ლიპიდები (ქოლესტერინი), 5) ერიტროციტოპენია, 6) ანტიერიტროციტარული ანტისხეულები, 7) ალკალოზი. საერთო სისხლის ანალიზთან ერთად ტარდება ასევე ც-რეაქტიული ცილის, ანტისტრეპტოლიზინის და რევმატოიდული ფაქტორის გამოკვლევა.
- Здравствуйте! У моего отца грыжа межпозвонкового диска и нестабильность позвонков в поясничном отделе (смещение на 5 мм 5 позвонка), хотела узнать какие методы лечения вы сможете предложить и подходит ли нам B-twin имплант?
- Здравствуйте. Для подтверждения/исключения нестабильности выявленного спондилолистеза L5-S1 сегмента пациенту требуется дополнительно пройти рентгенографию пояснично-крестцового отдела позвоночника с функциональными (динамическими) пробами (делается 3 снимка в боковой проекции: выпрямленный позвоночник, наклон вперёд, разгибание назад). После этого можно судить о целесообразности установки фиксационной системы B-twin. На данном же этапе (по полученным от вас данным МРТ) достаточно будет лишь провести операцию эндоскопическую дискэктомию с декомпрессией позвоночного канала на L5-S1 уровне.
- გამარჯობა. შეკითხვა მაქვს შემდეგი; 78 წლის ქალი ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობით (ოსტეოპორიზი) ერთი თვე აცვია კორსეტი, წოლით რეჟიმით. წელში ვერ იშლებოდა ახლა იშლება წელში, თუმცა ტკივილი გავა-წელის მიდამოში ისევ აწუხებს. მაინტერესებს როდის შეიძლება გაიაროს ანუ სცადოს გავლა, დგომა უკვე შეუძლია. უღრმესი მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. თქვენ პაციენტს ამ ეტაპზე ესაჭიროება წელის მალების პირდაპირი და გვერდითი რენტგენოგრაფია (ციფრული), რომლის შედეგები (მიღებული ორი სურატი და ექიმი რენტგენოლოგის დასკვნა) შეგიძლიათ შემდეგ გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე.
- ამით ტარდება შედარება დინამიკაში არსებული მალის მოტეხილობის კონტროლოს მიზნით და გაიცემა შემდეგი რეკომენდაციები.
წელის მალების გვერდითი რენტგენოგრაფიაზე ასახულია L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა.
- Добрый день! Хочу получить от вас совет по поводу оперирования моего отца (54 года). В 1998 у него были жалобы на частичную потерю чувствительности (2 руки и правая нога), шаткость походки, спинные боли, очень редко поперхивание и много других ,после чего в больнице ему поставили диагноз: сирингомиелобульбия, шейно-грудная форма, бульбарный синдром, мешанный тетрапарез, мозжечковый синдром. Дисопатия, протрузия С3-С4, С4-С5, С5-С6 дисков. С тех пор ежегодно проходил лечение, после нескольких лет лечения появилась положительная динамика, немного восстановилась чувствительность, походка была менее шадкой, поперхиание почти исчезло. Но 1 июля 2017 года из за продолжительного отсутствия лечения (1.5 года) на фоне его болезни появилась двухсторонняя пневмония , 2 недели пролежал в реанимации под ИВЛ, сейчас состояние улучшилось. Но хотелось бы уточнить можно ли оперировать моего отца, чтобы его болезнь хотябы не развивалась и не давала таких осложнений?
- Здравствуйте. При сирингомиелии проводятся декомпрессия на уровне большого затылочного отверстия и тех сегментах позвоночного канала, где наиболее выражено сдавление спинного мозга сирингомиелитической полостью без или с эвакуацией её содержимого.
- Показания к возможному оперативному лечению уточняйте у лечащего врача нейрохирурга, анестезиолога и терапевта.
На МРТ шейного отдела спинного мозга видны две полости сирингомиелии, заполненные ликвором (указаны стрелками).
- მოგესალმებით, მინდა გკითხოთ თუ თქვენთან კლინიკაში შესაძლოა ოზონის ნემსის გაკეთება ხერხემლის? რადგან არსებობს სერიოზული პრობლემა თიაქრის გამო.
- გამარჯობა. პარავერტებრალურად ბლოკადის სახით ჩვენ კლინიკაში გამოიყენება სტეროიდული, ადგილობრივი გამაყუჩებელი და არასტეროიდული პრეპარატები. ამით მიიღება ანტებით საწინაღმდეგო, მიორელაქსაციური და ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი.
- მოგესალმებით, ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი, აქედან გამომდინარე მაინტერესებს - თუ რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და რა ღირს ცალკე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? პატივისცემით
- გამარჯობა. თავის ტკივილის დროს ვატარებთ ნევროლოგიური სტატუსის და ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკის შესწავლას (კონსულტაციის ღირებულება — 50 ლარი). შემდგ, საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მიმოხილვითი რეჟიმი — 308 ლარი), ან სხვა მისი დამატებითი რეჟიმები (ანგიო-, კონტრასტით და ა.შ.) წინასწარი დიაგნოზიდან გამომდინარე.
- მოგესალმებით. ერთი თვის წინ ნარკოზის დროს ფეხი გადამიკრეს ელასტიური ბინტით. 7 საათი გრძელდებოდა ნარკოზი. მხოლოდ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ შემიხსნა ბინტი და ფეხი საშინელ დღეში მქონდა. შეშუპებული. მთელი დღე ვერ ვგრძნობდი მუხლს ქვემოთ ფეხს. მტკიოდა ძარღვები მუხლს უკან. ფეხს ვერ ვდგამდი. დაბუჟებამ ნელ-ნელა გაიარა, თუმცა შემაწუხებელი ტკივილის ფონზე. ახლა ფეხს ჩვეულებრივად ვდგამ და დავდივარ, მაგრამ ტკივილი მაქვს, მუდმივად მტკივა ფეხი (ფეხის გული და თითები. თითქოს დენი მივლის, მჩხვლეტს, განსაკუთრებით როცა ვზივარ. თუმცა ბევრ სიარულის შემდეგაც ძალიან მტკივა. მითხრეს რომ დრო სჭირდება აღდგენას. თუ შეიძლება მირჩიეთ რამე. მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. ჩვენ კლინიკაში ტრავმული ან იშემიური ნევრიტის მკურნალობის დროს გამოიყენება ბ-ჯგუფის ვიტამინები, ნეიროლეპტიკები, ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია) და რეფლექსოთერაპია. კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში (3 თვეზე მეტი უშედეგო მკურნალობა) განიხილება ქირურგიული მიდგომის საკითხი.
- გამარჯობა. ახლობლების თქმით მაწუხებდა ნერვოზი (და ბოლოს უკვე მეც შევამჩნიე) ყველაფერი მაღიზიანებდა, ვყვიროდი, ვჩხუბობდი, მქონდა დეპრესია, არ მინდოდა არაფრის კეთება და ა.შ. 3 თვის წინ მივედი ნევროპათოლოგთან, რომელმაც დამინიშნა მკურნალობა დღეში 3-ჯერ ვსვამდი რივაივს და დღეში 1-ჯერ ზოლეპტინს კურსი ჩავიტარე. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა როგორც კი შევწყვიტე წამლების მიღება ნელ-ნელა დამიბრუნდა იგივე სიმპტომები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
- გამარჯობა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის წესები მოითხოვს მინიმუმ 6 თვის განმალობაში ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენებას და პაციენტის ექიმი ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ მყიფნას.
- mogesalmebit!!! tqventan maqvs shekitxva da tu sheidzleba mipasuxet. myavs 60 wlis deda romelsac aqvs xerxemlis diskis tiaqari. neiroqirurgtan gaviaret konsultacia aseve gadaviget mrt da operacia sheudzlebelia. dedas aqvs 3 tvis win gaketebuli krio ablacia aseve aris diabediki da 5 welia aseve gavaketet anevrizmis klipireba. am shemtxvevashi rogor sheidzleba aseti pacientis mkurnaloba? rogor xdeba aset shemtxvevashi?! dedas simsuqnestan aqvs tan probleba 106 kiloa da iqneb mirchiot vis mivmarto. madloba winaswar.
- გამარჯობა. წელის ტკივილის (ადგილობრივი ტკივილი) და ფესვური სიმპტომების (გადაცემითი ტკივილი) არსებობის დროს, რომელსაც თან ახლავს მალთაშუა დისკოს პროტრუზია ან თიაქარი ჩვენ ვატარებთ კონსერვატიული მკურნალობის კურს. ის შედგება შემდეგი პროცედურებიდან: მანუალური თერაპია, ნეიროსტიმულაცია, რეფლექსოთერაპია, მედიკამენტოზური ბლოკადები.
- კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 დღეს მაქსიმუმ. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტს უტარდება ოპერაცია ენდოსკოპიური დისკექტომია ეპიდურალირი ანესთეზიის გამოყენებით.
ოპერაცია ენდოსკოპიური დისკექტომია ტარდება ეპიდურალირი ანესთეზიის გამოყენებით.
- გამარჯობა! დედაჩემი არის 73 წლის. მოვათავსეთ კლინიკაში ტრანზიტული ინსულტით, რომელიც რამდენიმე საათში გადაიზარდა სრულ იშემიურ ინსულტში. ჩემი აზრით, ამის აცილება შეიძლებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა ისევ მძიმედ არის, ცნობიერება აქვს, მაგრამ ვერ მეტყველებს. წნევა ხანდახან ძალიან მაღალია და ძლივს ჩამოყავთ ქვემოთ. იქნებ მირჩიოთ რამე. ხვალ ერთი კვირა გადის და შედეგი არ არის.
- გამარჯობა. ამ ეტაპზე აუცილებელია არტერიული წნევის სტაბილიზაცია და არითმიის პრევენცია (მორიგი თრომბოემბოლიის ასარიდებლად). ასევე დამატებით ინფუზიური თერაპიის სახით ინიშნება ნოოტროპული პრეპარატები, ვიტამინები. შემდგომ ეტაპზე (სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ) იწყება პაციენტის აქტიური რეაბილიტაცია: სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი, რეფლექსოთერაპია და ა.შ.
- გამარჯობა. ვარ მამაკაცი. მკერდის არეში მაქვს დაახლოებით ერთი სანტიმეტრის დიამეტრის კანქვეშა სიმაგრე, რომელსაც თავი არ აქვს და ვერ ვახერხებ ამორწყვას როგორც მუწუკის, ცოტა წყალივით თეთრი ფერის სითხე ამოდის ხოლმე რასაც საშინელი სუნი აქვს, რა შეიძლება იყოს და რაიმე სერიოზული გართულებები ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს ამ რაღაცამ? მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. ეს შესაძლებელია იყოს ათერომა, რომელიც ქონის ჯირკვლის კანის ზედაპირზე გამომყოფი სადინარის ჩაკეტვის გამო ვითარდება. ამ ჯირკვლის ინფიცირება შემდეგ იწვევს აბსცესის განვითარებას. მკურნალობისათვის უნდა მიმართოთ ექიმ ქირურგს.
- გამარჯობათ, მაქვს გულ-მკერდის მე -6 მალის კომპრესიული მოტეხილობა, 22 დღეა ვწევარ, შეიძლება კორსეტის საშუალებით გადაადგილება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება? წინასწარ გიხდით მადლობას.
- გამარჯობა. მალის კომპრესიული მოტეხილობის დროს წოლითი რეჟიმის ხანგრძლივობა შეადგენს 1-1,5 თვეს. ამავე დროს შესაძლებელია სამკურნალო მასაჟის ჩატარება კიდურების და ზურგის კუნთებზე.
- მოგესალმებით, მაწუხებდა თავის ტკივილი, გადავიგე ტომოგრაფია და მითხრეს ყველაფერი რიგზეაო, მტკივა თვალსა და ცხვირს შორის მდებარე ძარღვი რომელიც არის ამობურცული თუკი ხელს მივადებ, არის მგრძნობიარე და მტკივნეული, მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო. ან რამე პრობლემური ძარღვი რომ იყოს გამოჩნდებოდა თუ არა ტომოგრაფიაზე?
- გამარჯობა. არსებობს თავის ტკივილის სიმპტომის დიდი რაოდენობის გამომწვევი მიზეზი. ამ მიზეზების დიდი უმეტესობა არ ისახება ტომოგრაფიის საშუალებით. პირველ რიგში უნდა მიმართაო ექიმ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს კონსულტაციისათვის.
- Доброго времени суток, вот у меня компрессионный перелом позвоночника грудного отдела Th7 Th8 Th9 позвонков 2 степени со снижением высоты в передне-средних отделах до 13,8 мм. Прошло уже пять лет после травмы, скажите пожалуйста можно сделать вертебропластику или кифопластику.
- Здравствуйте. Кифопластика проводится в остром периоде (первые несколько суток) компрессионного перелома тела позвонка. Вертебропластика оправдана при нарастании компрессии тела позвонка в динамике (сравнивают старые и новые данные рентгенографии или томографии позвоночника) или при выраженном болевом синдроме (локальная или опоясывающая боль на ровне перелома позвонка).
- გამარჯობა, რა ღირს თქვენთან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია?
- გამარჯობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება დამოკიდებულია სხეულის ნაწილზე (ტავის ტვინი, მცირე მენჯის ღრუ და ა.შ.) და გამოკვლევის რეჟიმზე (მიმოხილვითი, ანგიოგრაფიით, კონტრასტირებით და ა.შ.). გამოკვლევის ღირებულება ვრცლად იხილეთ აქ.
- Здравствуйте. Летом этого года у моей жены, когда мы были в гостях в Москве, случился приступ. Состояние было такое: сильное головокружение, рвота, паническая атака, сильное жжение в шее сзади. Врач скорой поставил прединсультное состояние, поставил укол мексидола и противорвотного. Стало немного легче и мы от госпитализации отказались. Потихоньку доехали до дома (Томская область) и на следующий день снова по скорой, жена была госпитализирована. (выписной эпикриз во вложении). Было немного легче после больницы, но через пару недель всё стало повторяться - поднимается давление, развивается паническая атака и сильная тошнота с головокружениями. Никакие лекарства не помогают, только делают приступы менее выраженными и продолжительными. Жена - активная молодая женщина, а сейчас не может жить полной жизнью. Весной делали МРТ (описание во вложении). Были первые признаки заболевания.( немение обеих рук, головокружения). Помогите пожалуйста. Наши врачи разводят руками.
- Здравствуйте. В случае шейно-черепного синдрома необходимо активное воздействие на шейно-затылочное сочленение, как основной источник формирования описанных симптомов. Лечение обязательно должно включать в себя мануальную терапию, которую можно дополнить физиопроцедурами (стимуляционные токи, тепловые процедуры). После нормализации мышечного тонуса пациент сможет регулярно заниматься упражнениями, стабилизирующими позвоночник.
- გამარჯობა, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ-74 წლის ქალბატონს 2თვის ინტერვალით ჩაუტარდა ორივე თვალზე კატარაქტის ოპერაცია, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაეწყო მხედველობის გაორება, რის შემდეგაც ჩაუტარდა ტომოგრაფიული გამოკვლევა და დაუდგინდა გამზიდველი ნერვის ნევრიტი, შეიძლება თუ არა გამოწვეული იყოს თვალის ოპერაციის შედეგად ეს ყველაფერი, განკურნებადია თუ არა და ხომ არ გამოიწვევს სიბრმავეს? წინასწარ გიხდით მადლობას
- გამარჯობა.
განმზიდველი ნერვის ნეიროპათია, რომელიც გამოიხატება თვალის გარეთა (ლატერალური) სწორი კუნთის სისუსტით, შეიძლება იყვეს გამოწვეული:
- მომატებული შიდა ქალის წნევით (რომელსაც მოყვება თავის ტვინის დისლოკაცია და განმზიდველი ნერვის დაჭიმვა)
- სუბარაქნოიდული სივრცის პათოლოგიით (სისხლჩაქცევა, ინფექციური ან ანთებითი პროცესები (ვირუსული ინფექციის შემდეგ, დემიელინიზაცია, სარცოიდოზი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი), ადგილობრივი სიმსივნეები, კავერნოზული სინუსის მოცულობითი ქსოვილი)
- სისხლის მიმოქცევის დარღვევით
- მეტაბოლიზმის დარღვევით (ბ-ჯგუფის ვიტამინები, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი)
- ინფექციით (სიფილისი, ლაიმის დაავადება)
- ტრავმით (განსაკუთრებით ტრავმული ფაქტორის ბრუნვითი მექანიზმი)
- ლუმბალური პუნქციის შემდეგ
- გთხოვთ მიპასუხოთ , თვალთან გადის თუ არა სამწვერა ნერვი და რა სიმპტომები სდევს მის გართულებას. საფეთქლიდან თვალის მიმართულებით მაქვს ტკივილი და გადაეცემა თავსაც. რისი ბრალი იქნება და როგორ გავუფრთხილდე? მადლობა.
- გამარჯობა. მზგავს ტკივილის შეგრძნებას ყველაზე ხშირად იწვევდეს არსებული დაძაბულობის კერა (ე.წ. ტრიგერული წერტილი) საფეთქლის კუნთის ქსოვილში. უფრო იშვიათია როგორც საფეთქლის არტერიის ანთების (გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი) სიმპტომი. პაციენტის გასინჯვის დროს ტარდება საღეჭი კუნთების პალპაცია. ასევე განიხილება სისხლის საერთო ანალიზი (ლეიკოციტური ფორმულა, ედს) და C-რეაქტიული ცილა. დიაგნოზის დასმის შემდეგ გაიცემა სამკურნალო დანიშნულება.
- Mogesalmebit. Maqvs erti txovna. Bavshvs aqvs spina bifida. Ar agenishneba fexebze araferi aqvs is problema rom shards ver amtavrebs da gadasdis tirkmelebshi. Amia gamo bevri viaret da agmochnda araa amis sashveli da tqveni eqimebi ra metyvian mainteresebs dzalian. Madloba didi.
- გამარჯობა. აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომატიკა არის გამოწვეული თანდაყოლილი რაშის კუდის ფესვების ან ზურგის ტვინის კონუსის დაზიანების გამო. სამწუხაროდ, ამდაგვარი დაზიანებული ნერვული ქსოვილის აღდგენა შეუძლებელია და შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა ექიმი უროლოგის მხრიდან.
- Здравствуите. У меня к вам такой вопрос. 5 лет назад я получил травму передней правой брюшной стенки, в виде силного зажима двумя пальцами правой передней брюшной мышци. С тех пор меня мучают силние боли в этом месте при физической нагрузке, особенно при растижении брюшной стенки. К тому же с тех пор я заметил понижение эректилной функций. КТ и УЗИ передней брюшной стенки нечего не виявыл. Нет грыжи тоже. какой нерв может быть ущемлено от етой травмы и поможет ли мне хирургическая операция. Спасибо.
- Здравствуйте. По описанию похоже на синдром ущемления переднего кожного нерва. В качестве лечения проводится терапевтическая блокада выявленной триггерной точки с местным анестетиком, которая снимает боль и расслабляет мышцу.
Локализацию болезненной триггерной точки (пациент лежит на спине) выявляют пальпацией. Боль усиливается при поднятии головы (тест Карнета). Нарушение кожной чувствительности над проекцией триггерноочки выявляют ватной палочкой (тактильная чувствительность) и смоченной спиртом салфеткой (температурная чувствительность). Сжатие кожно-жировой складки пальцами будет болезненно по сравнение с противоположной стороной.
- გამარჯობათ, მაინტერესებს ბეხტერევის დაავადების შემთხვევაში საკურორტო და ბალნეოლოგიური მეთოდების გარდა რა მკურნალობის მეთოდები შეგიძლიათ შემომთავაზოთ ადგილობრივი .მადლობას გიხდით წინასწარ.
- გამარჯობა. ბეხტერევის დაავადების რემისიის ფაზაში დისკომფორტის შეგრძნების და ტკივილების დროს შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო პროცედურების ჩატარება: სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია, თერაპიული ბლოკადები.
- gamarjobat kiseri mtkiva daskvna maq spiraluri kompiuteruli tomografia daskvnaa.arastabiluri xerxemlis kt.nishnebit, rotirebuli malebis marjvenamxrivi gverditi listezis uxeshi gamovlinebit c3-4 da aramkvetri gamovlinebit c4-5 maltashua doneze. kisris arastruqtururebuli skoliozi cobb5 da marjvenamxrivi deviaciit da gafartoebuli unko- vertebruli shenaertis metad marcxenamxrivi deformaciit c4-5 da metad c3-4 maltashua doneze esaaa daskvna daminishnen es wamlebi-deqsalgini 5ampula kompligami 10 amp mufleqsini 4mg . kainostati mazi kisris cerebrovini silenteqsi da elkozoli kuchistvis ert tviani kursi gaviare shedegi armaq ras mirchevt da ra shemidlia gavaketo.
- გამარჯობა. დაზუსტებით მოგვახსენეთ დაავადების ისტორია, ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია, არსებული ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში. გადმოგვიგზავნეთ ტომოგრაფიის მონაცემების ციფრული ვერსია (დისკზე ჩაწერილი ფაილები).
- გამარჯობა ვარ 24 წლის 5 წლის წინ გადავიტანე თავის ტრავმა კერძოდ ტყვიამ გამიარა და შედეგად მარცხენა მხარე სრულიად გამეთიშა შეგრძნებები არ დამიკარგავს მხოლოდ გულყრების დროს მეკარგებოდა 2 წელია აღარ მქონია ვსვავ ტეგრეტოლს დილას საღამოს ფეხი მალევე აღმიდგა ოდნავი სისუსტე მაქვს ხელის გამო, მტევნამდე ჩვეულებრივად ვხმარობ შეზღუდვა არ მაქ მაგრამ თითები მაწუხებს მასაჟებს ვიკეთებ პერიოდულად და რა მაინტერესებს თქვენი ნემსებით შესაძლებელია მტევანი რო აღვადგინოთ?
- გამარჯობა. რეფლექსოთერაპია (ჩინური ნემსები) და ნებისმიერი სხვა ფიზიოთერაპიის პროცედურები, რომელიც გამოიყენება პაციენტების რეაბილიტაციის დროს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერების ცვლის გაუმჯობესებას. ასევე ამ ტიპის პროცედურების ხანგრძლივი გამოყენება მედიკამენტებთან შედარებით უსაფრთხოა.
- გთხოვთ მომწეროთ მანუალური თერაპიის 10 პროცედურის (1კურსის) ღირებულება. მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. მანუალური თერაპიის 10-თ დღიანი კურსის ღირებულება – 400 ლარი. კლინიკაში მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იზილოთ აქ. კისრის მალების რენტგენოგრაფიის დასკვნის მიხედვით უკუჩვენებები მანუალური თერაპიისთვის არ აღენიშნება. გადაწყვტილების მისაღებად ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის არსებული ჩივილები და ნევროლოგიური სტატუსი.
- გამარჯობათ, მაინტერესებს სამი დღეა მტკივა თავის ზედა ნაწილი მაქვს სიმხურვალის, წვის ან გაციების შეგრძნება, და მგონია რომ წავიქცევი, მშიშარა ვარ საშიში ხომ არაა?
- გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად თქვენი ჩივილების გარდა როგორც მინიმუმ უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ნევროლოგიური სტატუსი, დაავადების ისტორია, ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკა და ა.შ.
- mogesalmebit. var ocdatormeti wlis ocdasami welia maqvs qveda kidurebis spastiuri para parezi romelic gamowveulia zurgis tvinis dazianebit siarulit davdivar magram michirs siaruli refleqso terapiis chatarebam sheidzleba shedegi momces
- გამარჯობა. სპასტიკური პარეზების დროს რეაბილიტაციის სახით პაციენტს შესაძლებელია ჩაუტარდეს მიოფასციური რელიზი, მიოსტიმულაცია და რეფლექსოთერაპია. მკურნალობის ეფექტურობის შეფასება შესაძლებელია ჩატარებული 15-ტ დღიანი კურსის შემდეგ.
- გამოვიკვლიე ხერხემალი მრტ და პასუხი ასეთია სპონდილოზიc5 დისკის მარცხენამხრივ მედიოლატერალური პროტრუზია ნერვალური არხის სტენოზით. c6 დისკის ცირკულარული პროტრუზია th8,th9,th10, დიკების მედიალური პროტრუზია. L2 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური პროტრუზია, ფორმინალური სიჭარბით (SOFT DISK), შესაბამისი ლატერალური ჯიბისა და ნერვულ არხზე კომპრესიით. L4 დისკის ცირკულარული პროტრუზია, ნერვული არხების ბილატერალური სტენოზით.L5 დიკის მედიალური პროტრუზია, ნერვული არხების იოლი ბილატერალური სტენოზით. ჩავიტარე მკურნალობა ბაუზოლი, მიდოკალმი, კაფსიკამის მალამო, დოლომინი, მილგამა ამ მედიკამენტებით 2 კვირის განმავლობაში და ფიზიკოტერაპია კარიპაზიმით და ნოვოკაინით. შედეგი მივიღე კარგი მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ 2 თვე და ტკივილები ისევ მაქ თქვენ რას მირჩევთ დამატებით, წინასწარ დიდი მადლობა
- გამარჯობა. თქვენ შეკითხვიდან ვერ გავიგეთ: რა ტიპის და ლოკალიზაციის ტკივილებთან გვაქ საქმე, როგორია დაავადების ისტორია, რა ტიპის ცვლილებები არსებობს ნევროლოგიურ სტატუსში, რა ტიპის ცვლილებები არსებობს ხერხემლის ბიომექანიკაში
- გამარჯობათ, მაინტერესებს ბეხტერევის დაავადების შემთხვევაში საკურორტო და ბალნეოლოგიური მეთოდების გარდა რა მკურნალობის მეთოდები შეგიძლიათ შემომთავაზოთ ადგილობრივი .მადლობას გიხდით წინასწარ.
- გამარჯობა. ბეხტერევის დაავადების რემისიის ფაზაში დისკომფორტის შეგრძნების და ტკივილების დროს შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო პროცედურების ჩატარება: სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია, თერაპიული ბლოკადები.
- გამარჯობათ. მყავს 70 წლის დედა წლებია აწუხებს მარცხენა მხრის სახსარი. მეორე წელია უკვე ტკივილები გადავიდა კისრის მალებში და ხერხემალზე. ერთი თვის წინ გადაიტანა ინსულტი რამაც ტკივილები გაუმძარა. დიაგნოზი აქვს ზომიერად გამოხატული ატროფიული პროცესი ორივე შუბლ თხემის ზედა ნაწილში. ზომიერი ატროფიული ჰიდროცეფალია.(ასაკობრივი ნორმის ფარგლებში )და კისრის მალების სპონდილართროზისა და ოსტეოქონდროზის ნიშნები. აქვს საშინელი ტკივილები. გთხოვთ გვირჩიოთ რამე რომ მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდეს ან ვის მივმართოთ.
- გამარჯობა. დაგვიკავშირდით ტელეფონით პაციენტის ჩვენთან კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ (ნევროლოგიური სტატუსის და მხრის სახსრის და კისრის მალების ბიომექანიკის შესწავლის შემდეგ) გეცოდინებათ რა ტიპის დამატებითი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა იქნება აუცილებელი შემდეგ.
- გამარჯობა. ჩემს ახლობელს მიღებული აქვს თავის ტვინის მძიმე შერყევა. რის შედეგაც წარმოიქმნა ჰემატომა. 1 კვირაში ეს ჰემატომა გაიწოვა. მაგრამ პაციენტს აქვს არაადეკვატური ქცევები და არეული ლაპარაკი. ძალიან ვნერვიულობთ. მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს მდგომარეობა ჰქონდეს.
- გამარჯობა. ნევროლოგიური სიმპტომების (სენსორული აფაზია და ა.შ.) სიმძიმე და მისი ხანგრძლივობა (განისაზღვრება თვეებით და წლებით) თავის ტვინის დაჟეჟილობის დროს ძირითადად დამოკიდებულია მისი დაზიანების კერების ზომებზე და ლოკალიზაციაზე.
- მოგესალმებით მაინტერესებს რა დამიჯდება თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება? გთხოვთ მომწეროთ
- გამარჯობა. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება მიმოხილვითი რეჟიმში — 345 ლარი. ნებისმიერი მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
- რამოდენიმე დღის უკან თავში დამეცა სამლიტრიანი სავსე ქილა თავში, მაქვს ჰემატომა. და გამწოვი მაზი დამინიშნეს და დაჭირდება სხვა გამოკვლევა?
- გამარჯობა. მხოლოდ თავის რბილი ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში (დაჟეჟილობა, ჰემატომა) პაციენტს არ ესაჭიროება სხვა დამატებითი გამოკვლევები. თავის ქალას ძვლების დაზიანების ეჭვის დროს ტარდება მისი რენტგენოგრაფია ორ პროექციაში (პირდაპირი და გვერდითი).
- მოგესალმებით, მაქვს სპონდილოართროზის დიაგნოზი (მწვავე ფორმა არაა). არ მაქვს არანაირი დანიშნულება, გარდა ფიზიკური აქტივობისა (ცურვა), გთხოვთ მირჩიოთ შესაბამისი სამკურნალო საშუალება. წინასწარ გიხდით მადლობას.
- გამარჯობა. სპონდილოართროზის კონსერვატიული მკურნალობა შეიცავს: არასტეროიდული ანთებითი საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას (ტკივილს დროს), დაზიანებული რკალმორჩების შესახსრების ბლოკადას (ტკივილს დროს), კორსეტის ტარებას (ტკივილს დროს), ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ტანვარჯიშს, ცურვას და ა.შ., წონაში დაკლებას.
- გამარჯობა. ჩემს ახლობელს მიღებული აქვს თავის ტვინის მძიმე შერყევა. რის შედეგაც წარმოიქმნა ჰემატომა. 1 კვირაში ეს ჰემატომა გაიწოვა. მაგრამ პაციენტს აქვს არაადეკვატური ქცევები და არეული ლაპარაკი. ძალიან ვნერვიულობთ. მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს მდგომარეობა ჰქონდეს.
- გამარჯობა. ნევროლოგიური სიმპტომების (სენსორული აფაზია და ა.შ.) სიმძიმე და მისი ხანგრძლივობა (განისაზღვრება თვეებით და წლებით) თავის ტვინის დაჟეჟილობის დროს ძირითადად დამოკიდებულია მისი დაზიანების კერების ზომებზე და ლოკალიზაციაზე.
- მოგესალმებით მაინტერესებს რა დამიჯდება თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება? გთხოვთ მომწეროთ
- გამარჯობა. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება მიმოხილვითი რეჟიმში - 345 ლარი. ნებისმიერი მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
- Здравствуйте. Сколько стоить МРТ головного мозга у Вас? У меня гайморит хочу сделать.
- Здравствуйте. МРТ головного мозга - 345 лари, хотя при гайморите можно обойтись и КТ придаточных пазух носа (190 лари). Стоимость остальных услуг можно узнать здесь.
- გამარჯობათ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ შეკითხვა მაქვს, ერთი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია ხერხემლის მალა დამიზიანდა და ფიქსატორი ჩამიდგეს იტალიაში შემემთხვა და კორსეტს ვატარრებდი რამოდენიმე თვე შემდეგ მოვიხსენი მაგრამ ეხლა ხანდახან ტკივილები მაქვს ხოლმე და რა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ. მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის სახით ტარდება სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია და ვარჯიშები ექიმი რეაბილიტოლოგის დანიშნულებით.
- გამარჯობა. 7 კვირის წინ გავიკეთე საკეისრო, ბავშვი დაიბადა ფაციალისის დიაგნოზით. ძილის დროს ორივე თვალს ხუჭავს, ტუჩებს ამოძრავებს კარგად, ენა სიმეტრიულია როგორც მითხრეს. CT და ნეიროსონოსკოპია გაკეთდა, არაფერი აჩვენა. ტირილის დროს ემჩნევა სახის ასიმეტრია. ვერ წოვს ამის გამო ვართ საავადმყოფოში. აქამდე იყო ზონდზე. 1 კვირაა დაიწყო მეტნაკლებად წოვა. ძირითადად ვასხამთ ბოთლიდან და ის ყლაპავს. მინიმალურ მოწოვას აკეთებს. გთხოვთ გვითხრათ თქვენი პაციენტი არის თუ არა, რადგანაც საავადმყოფოდან ვერ გამოგვყავს ჯერ რომ მოვიყვანოთ და გაგასინჯოთ. როგორც ინტერნეტში წავიკითხე ტრავმული პარეზი ექვემდებარება აღდგენას. მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე რას გვირჩევთ? ნევროლოგების გასინჯვით ჯანმრთელი ბავშვია... ნახა გენეტიკოსმაც საეჭვო არაფერი მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. თუ ეს ტრავმული ნერვის დაზიანება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშეა (ნეიროპრაქსია), მისი ფიზიოლოგიური აღდგენა უნდა მოხდეს 3 თვის განმავლობაში. ჩვენ პარალელულად დამატებითი მკურნალობის სახით ასეთ შემთხევაში პაციენტებს ვუტარებთ რეფლექსოთერაპიას და ნეიროსტიმულაციას.
- მოგესალმებით. თუა შესაძლო, თქვენი მეთოდით განვიკურნო ხერხემლის თიაქრის და დისკოზის პრობლემა? ამჟამად მაწუხებს უსაშველო ტკივილები და ფეხს მიშეშებს. ვსინჯე ოზონოთერაპია და მანუალ თერაპევტის მასაჟიც. ნემსებით თუ მექნება შედეგი?
- გამარჯობა. კონსერვატიული მეთოდებით მკურნალობა (რეფლექსოთერაპია, ბლოკადები, მანუალური თერაპია, მედიკამენტები და ა.შ.) შესაძლებელია თუ მისი ეფექტურობა ვლინდება 3 დღის განმალობაში. ამ დროს პაციენტმა უნდა შეიგრძნოს ტკივილის და სხვა სახის ჩივილების სტაბილური შემცირება. კონსერვატიული მეთოდებით მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება ნეიროქირურგიულ სტაციონარში.
- გამარჯობა. ზოგჯერ საგნები მეჩვენება ან თუნდაც კედელი დახრილი ან უსწორო . ხშირად თვავბრუსხვევები მაქ და დაბალი წნევები. თან მავიწყდება რაგაცეებიც ან რთულად ვიხსენებ. ვარ 26 წლის არვარ გათხოვილი და არც ორსულად ვარ . რა დავადება შეიძლება იყოს?
- გამარჯობა. რადგან ტრავმატული ფაქტორი და ორსულობა გამორიცხულია, ამ ტიპის ზოგადი ასტენიის ჩივილებით მიმართეთ ოჯახის ექიმს და ნევროლოგს კონსულტაციისთვის.
- გამარჯობა, ზურგის და კისრის ტკივილები მქონდა გადავიღე MRT, მითხრეს სქოლიოზი მსუბუქი ხარისხის, 5მმ ჰემანგიომა მაქვს 1-2 მალებზე და კისრის და წელის სტენოზი, წამლებს ვსვამდი კისერი დამიფიქსირეს მოკლედ არაფერმა არ მიშველა აუზზეც დავდიოდი, ვვარჯიშობდი და მაინც ძალიან მტკივა, დაძინებაც მიჭირს და რომ ვწვები ფეხები მტკივდება ძალიან, კიბეზე ასვლა და ა.შ. რა შეიძლება გავაკეთო იქნებ მირჩიოთ 😞 25 წლის ვარ
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ჩივილებს ხელს უწყობს კუნთების ტონუსის ასიმეტრია. პაციენტის გასინჯვის დროს (თუ ტრავმატული ფაქტორი და სხვა დაავადებები გამორიცხულია) ნევროლოგიური სტატუსის გარდა უნდა იყოს შესწავლილი ხერხემლის ყველა ნაწილების ბიომექანიკა, სიარულის პატერნი და ა.შ.
- გამარჯობათ, ჩემს მეუღლეს ფეხზე კანქვეშ კვანძი გაუჩნდა, ზომაში არ იმატებს მაგრამ საშუალო ზომისაა და ბურთივით არის, მაინტერესებს რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
- გამარჯობა. მიმართეთ ექიმ ქირურგს.
- მოგესალმებით, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის კვლევის შედეგად ვლინდება შემდეგი დიაგნოზი; ლუმბალური სპონდილოზი, ლიგამენტოზი. L2 ჰემანგიომა (?). L3/L4, L4/L5 მალთაშუა დისკების ცირკულარული პროტრუზიები.L5/S1 მალთაშუა დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალურ-ფორამინალური პროლაფსი. შერეული, კომბინირებული სპინალური სტენოზი. ამ დიაგნოზიდან გამომდინარე საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა. გმადლობთ!!!
- გამარჯობა. ქირურგიული ჩარევა იგეგმება პაციენტის არსებული ჩივილების, ნევროლოგიურის სიმპტომების, დაავადების მიმდინარეობის და ტომოგრაფიის მონაცემების ჯამურ საფუძველზე.
- მარჯვენა მხარეს ხელი, უფრო ძირითადად ფეხი მეყინება და მგრძნობელობა მიქვეითდება. სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს სიმპტომები?
- გამარჯობა. გრძნობელობის ნახევარმხრივი ტიპის დარღვევა (ჰემიჰიპესტეზია) შესაძლოა იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშანი. მიმართეთ ექიმ ნევროლოგ კონსულტაციისათვის.
- Gamarjobat, var 45wlis qalbatoni mawuxebs tavis tkivilebi xshirad gansakutrebit Kepis midamoshi, mxedvelobac damiqveitda 0.75%it viyavi optalmologtan da tvalis fskeris gamokvlevis shemdgom mitxra gadamego tavis tvinis tomografia radgan maqvs sisxldzargvebis sheviwroveba Tavis tvinis, dzalian gtxovt iqneb mipasuxot daaxloebit Ra sheidzleba es iyos.
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად თავის (კეფის და კისრის უკანა არეში) ტკივილის მიზეზია მიოფასციური სინდრომი, რაც ისახება კუნთების მყესების პალპაციის დროს ტკივილის შეგრძნებით. ამას შედეგად მოყვება კისრის ტანადობის ცვლილებები. რომელიც გავლენას ახდენს ხერხემლის არტერიებზე (ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა).
- გამარჯობათ, მაინტერესებს როდესაც კისრის ლორდოზი გასწორებულია შეიძლება გამოიწვიოს თავის კუნთების დაჭიმულობა(თითქოს კეფასთან რაგაც გექაჩებოდეს, საფეთქლებთანაც) ასევე თავბრუსხვევა, ზოგჯერ მხედველობსზეც მოქმედებს, პაციენტს გამოკვლევები ჩატარებული აქ და არსად სრაფერი აღენიშნება, მათ შორის თავის ტვინის კომპიოტეული ტომოგრაფია. და მკურნალობა მედიკამენტებით ხდება თუ მასაჯებით, პაციენტს თუ მოეხსნება ეს სიმფტომები მასაჯების შემდგომ? როდესაც გამოკვლევები ჩამიტარდა და ყველაფერი გამოირიცხა, ნევროზი იყო დიაგნოზი ამ სიმპტომების, მაგრამ მკურნალობის შემდეგ მაინც მიბრუნდებოდა სიმპტომები სანამ არ გადავიგე რედგენი კისრის მალების გვერდულად და სწორ პორფაში, სადაც დამიდგინდა გასწორებული ლორდოზი, იმდენად შემაწუხებელია ეს სიმპტომები რომ მუშაობაშიც ხელი მეშლება, თითქმის ყოველდგე მაქვს.
- გამარჯობა. კისრის ლორდოზის გასწორება არის მასთან მიმაგრებული კუნთების ტონუს დამახასიათებელი მოვლენა. მას შესაძლოა მოყვეს დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, ხერხემლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შეზღუდვის სიმპტომები (ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა). დიაგნოსტიკის სახით, ნევროლოგიური სტატუსის გარდა, ჩვენ ვამოწმებთ პაციენტის ბიომექანიკას (კუნთების ტონუსის ასიმეტრია, ტრიგერული წერტილების არსებობა, სიარულის პატერნი და ა.შ.). ამის შემდეგ ვხსნით აღმოჩენილ დარღვევებს (მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, ბლოკადები და ა.შ.) და შემდეგ პაციენტს ვასწავლით მისთვის საჭირო ვარჯიშებს.
- გამარჯობა ! 78წლის ქალბატონი(2ტიპის შაქრიანი დიაბეტი) უჩიოდა თავის ტკივილებს, ძლიერ თავბრუსხვევას, უჭირს მოძრაობა მაგრამ კიდურები ემორჩილება დაუდგინდა -ვეტერობრობაზილარული არტერიის სინდრომი G45.0: ჩაუტარდა 5დღიანი მკურნალობა, მაინტერესებს მოძრაობა თუ აღდგება და რამდენი ხანი სჭირდბა რეაბილიტაციას? (ტომოგრაფია გადაღებულია და სხვა გართულება არ არსებობს). რეაბილიტაცია ხანგძლივი პროცესია ამ შემთხვევაში? მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. კისრის მალების ცვლილებები, რომელიც ხშირად ვლინდება ხერხემლის ამ ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ან რენტგენოგრაფიული გამოკვლევის დროს, გავლენას ახდენს ხერხემლის არტერიებზე. ასევე სისხლის მიმოქცევა იზღუდება არტერიების სანათურის ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. ამას ყველაფერს მოყვება ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა და ა.შ.). მკურნალობის, რეაბილიტაციის და შემდეგ პროფილაქტიკის დროს ზუსტად ამ ორ ფაქტორზე უნდა იყოს მიმართული მკურნალი ექიმის ყურადღება, რადგან არსებობს ამ ტიპის შეტევის გამეორების რისკი უფრო რთულ ფორმაში. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არსებული ცვლილებების ხარისხზე და პროფილაქტიკა უნდა ტარდებოდეს სისტემატურად სიცოცხლის ბოლომდე.
- გამარჯობა, ვარ 11კვირის ორსული და მაწუხებს ხშირი და ძლიერი თავის ტკივილები, საერთოდ თავის ტკივილები ბავშვობიდან მაწუხებს მაგრამ ეს ორი კვირაა მომიხშირა. მაწუხებს შემდეგნაირი ტკივილები: იწყება დღის მეორე ნახევარში და თანდათან ძლიერდება, ხან მტკივა მარჯვენა საფეთქლის არე, რომლის დროსაც მიჭირს წამოდგომა, ტკივილი მფეთქავია, მსიამოვნებს დაწოლა იმ მხარეს საეთაც მტკივა, მეორე ტიპის ტკივილია თავის ზემოთ ნაწილში, რომელიც გადეცემა თავის უკანა მხარეს ასევე კისერს, ასეთი ტკივილის დროსაც მიჭირს წამოდგომა ამ დროს თითქოს თავში ძლიერად მაწვება ტკივილი და რამოდენიმე წამში ცოტათი გაივლის, ტკივილი თითქოს მოჭერითია, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეძლებისდაგვარად რისი ბრალი შეიძლება იყოს ან თუ შეიძლება რამე სერიოზული მიზეზი მქონდეს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვთ მიპასუხოთ.
- გამარჯობა. თუ არ აღმოჩდა ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში ნევროლოგთან გასინჯვის დროს, ყველაზე ხშირად ცალმხრივი თავის ტკივილის (საფეთქლის და თხემის არეში) მიზეზი შეიძლება იყოს მიოფასციური სინდრომი (კისრის უკანა და საღეჭი კუნთები). ეს გამოიხატება კუნთების (მყესების) პალპაციის დროს ტკივილის შეგრძნებით და გადაცემითი თავის ტკივილით. ჩივილების მიზეზის დასადგენად მიმართეთ ექიმ ნევროლოგს.
- გამარჯობა მაქვს ასეთი შეკითხვა მტკივა დაჯდომისას კუდუსუნის ძვლის მალთაშუა ძვალი არათანაბრად გაქვს დადაბლებულიო მითხრა ექიმმა დამინიშნა ამიტროპტილინი და ნალგეზინი არაფერი არ მიშველა კიდე მტკივა როგორ ვიმკურნალო მადლობთ.
- გამარჯობა. თუ არსებოს ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში (რეფლექსების, გრძნობელობის მხრიდან)? პასუხის გასაცემად ასევე საჭიროა თქვენი ჩატარებული სხივური დიაგნოსტიკის მონაცემების და ხერხემლის ბიომექანიკის შესწავლა.
- გამარჯობა. ჩემს მეუღლეს, რომელიც არის 25 წლის, უწევს სულ მჯდომარე პოზიციაში მუშაობა, 10-12 საათი დღეში. ჰქონდა მუდმივი ტკივილი, გულ-მკერდის მალებზე. დღეს კი ორი მალა წინ წამოიიწია და ამობურცული აქვს ზურგზე მალები. თან ძალიან სტკივა. ხომ ვერ მეტყვით, არის თუ არა საშიში და რას ნიშნავს ეს სიმპტომები?
- გამარჯობა. ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა ზოგადად აფერხებს კუნთების ნორმალურ მუშაობას, რასაც მოყვება დისკომფორტის, წვის ან ტკივილის შეგრძნება. თუ შენარჩუნდა მა ტიპის დატვირთვა შემდგომში შესაძლოა განვითარდეს მორფოლოგიური ცვლილებები სახსრებში და იოგებში.
- მოგესალმებით, მიწევს დიდი ხნით კომპიტერთან მუშაობა. ყურებში განმივითარდა პულსაციის შეგრძნება ანუ მესმის პულსაცია. ღამით პულსაცია შეინიშნება ზურგის არეში თითქოს გულმკერდის მიმართულებით. წნევა ნორმალურია. ღამით მიბუჟდება ხელის გულები იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს გადავტრიალდები. რა შეიძლება იყოს და რა დამიჯდება თქვენთან მკურნალობა, რა პროცედურების გაკეთება არის საჭირო? ირმა
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად მზგავს ჩივილებს იწვევს კასრის გამშლელი კუნთების სისუსტე, რასაც შემდეგ მოყვება ხერხემლის კისრის ნაწილის არასტაბილურობა. პირველ ეტაპზე ჩატარდება კონსულტაცია, სადაც იგნება შესწავლილი არსებული ნევროლოგიური სტატუსი და ხერხემლის ბიომექანიკა რის საფუძველზეც დაინიშნება შემდგომი დიაგნოსტიკური (რენტგენოგრაფია, კტ, მრტ და ა.შ.) ან სამკურნალო (მანუალური თერაპია, მედიკამენტოზური ბლოკადები, ფიზიოთერაპია და ა.შ.) გეგმა. კონსულტაციის ღირებულება - 50 ლარი.
- gamarjobat.sajdomi nervis anteba damidgines,da blokium b 12 daminishnes kuntshi 5 nemsi dge gamoshvebit,,tumca pexi mainc macuxebs,ras mirchevdit?
- გამარჯობა. პირველ რიგში გამოსაკვლევია საჯდომი ნერვის ანთების გამომწვევი მიზეზი (მსხლისებრი კუნთის ჰიპერტონუსი? წელის მალების არასტაბილურობა? მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი? და ა.შ.). ამის შემდეგ დაიგეგმება ეფექტური მკურნალობა.
- sajdomi nervis anteba tu ikurneba operaciis gareshe?
- გამარჯობა. უმეტეს შემთხვევებში საჯდომი ნერვის ანთების მკურნალობა ხდება კონსერვატიული მეთოდების გამოყენებით ოპერატიული ჩარევის გარეშე.
- გამარჯობა, თვინახევრის ბავშვი ჩამოსრიალდა ბალიშიდან და გადმოვარდა 80სმ სიმაღლის ლოგინიდან.ჩაბჟირდა თუმცა მალევე დავაწყნარე და ვაჭამე მაშინვე ძუძუ და მიიძინა.მითხარით რამე საშიში ხომ არაა ძალიან ვღელავ.
- გამარჯობა. ამ შემთხვევაში რომ გამოირიცხოს ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა ტიპის დაზიანებები უნდა მიმართოთ პედიატრს და ბავშვთა ნევროლოგს.
- გამარჯობა! მაქვს ერთი შეკითხვა მალებს შორის კუდუსუნთან ნერვის ჩაჭყლეტას რა შველის ოპერაცია არ უნდაო 76 წლის ქალს სჭირდება.
- გამარჯობა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია არსებულ ნევროლოგიურ სიმპტომებზე და რადიოლოგიური გამოკვლევის მონაცემებზე. დაგვიკავშირდით ტელეფონით და მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია თქვენი პაციენტის შესახებ.
- გამარჯობა, მაინტერესებს, რა უნდა ქნას პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტმა, რომლის ორგანიზმიც ნაკომს ვერ იღებს, მაშინვე გულისრევა ეწყება?
- გამარჯობა. არსებობს იგივე დანიშნულების სხვა პრეპარატები (პკ-მერცი, პარკინი და ა.შ.) მიმართეთ პაციენტის მკურნალ ექიმ ნევროლოგს პრეპარატის შეცვლის თაობაზე.
- რა იწვევს ბეჭის მარცხენა მხარეს, ხერხემალთან ახლოს მუდმივ დაბუჟებას განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნთან ან კომპიუტერთან ვჯდები?
- გამარჯობა. ყველაზე ხშირად ასეთ შეგრძნებას იწვევს კისრის მოკლე გამშლელი, ტრაპეციული და რომბოიდული კუნთების ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა.
- გამარჯობათ. კისრის არეში მაქს ტკივილები უკვე რამდენიმე კვირაა, ღამიც როცა ვწვები და კისერს ვასვენებ მეორე დღის საღამომდე არ მაწუხებს დავიღლები თუ არა მაშინვე მეწყება უსიამოვმო შეგრძნება, ასევე გადასცემს მხრებს და კისრის ან მხრების მოძრაობისას ტკააცუნობს მხრებიც და კისრიც, და ხელის დადებია დროს კისერში თითქოს ხრტილი მაქვს და ხელის დადების დროსაც ტკაცუნობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან სახლის პირობებში რაიმე ვარჯიშით თუ შეიძლება მისი მკურნალობა. დიდი მადლობა.
- გამარჯობა. ჩივილებიდან ხასიათიდან გამომდინარე პრობლემა ეხება ზოგადად კუნთების სისუსტეს. ყურადღება უნდა მიაქციოთ კუნთების ნორმალური ტონუსის აღდგენას.
- gamarjoba. maqvs mesamesa da meotxe malas shoris damatebiti mala . var pexmdzimed 6 tvis. mainteresebs bunebrivi mshobiarobis dros ramxelaa riski imisa rom sheidzleba raime depeqti damitovvosras mirchevt bunebriv mshobiarobas tu sakeisro kvetas?
- გამარჯობა. ინფორმაციის სახით გვაინტერესებს პაციენტის არსებული: ნევროლოგიური სტატუსი, ხერხემლის ბიომექანიკა, რადიოლოგიური გამოკვლევის მონაცემები. დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ.
- gamarjoba. var ocdatormeti wlis sami celia rac damewyo mxedvelobis gaoreba ogond memarteba fizikuri datvirtvis dros an udzilobis dros magram sakmarisia xuti wamit damedzinos mxedveloba mashinve mibrundeba vkurnalobdi nevrlogtan aseve chavitare oftalmogiuri kvleva gadavige tavis tvinis MR magram dazianeba versad iqna napovni xo ver metyvit ra kvlevebi unda chavitaro an ra sheidzleba iyos marto tavis tvini kompiuteri maqvs gaketebuli MRI sxva kvlevebi ara dazianeba ver naxes ro visveneb an vidzineb mxedveloba mibrundeba es daavadeba daiwyo me vfiqrob gadaglilobaze.
- გამარჯობა. რის მერე დაიწყო მხედველობის გაორება? თუ იყო ჩატარებული თავის ტვინის და კისრის არტერიების ანგიოგრაფია და დოპლეროგრაფია? თუ იყო ჩატარებული კისრის მალების ფუნქციონალური რენტგენოგრაფია?
- გამარჯობათ, მაინტერესებს რას რას სიახლის საერთო ანალიზი? ანუ კონკრეტულად თუ ორგანიზმში არის სიმსივნე ან სხვა ცუდი დაავადება ეს თუ აისახება სისხლის ანალიზში?
- გამარჯობა. არსებობს სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები (ონკომარკერები), რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი უჯრედების გამოსაკვლევად სისხლის ანალიზის მეშვეობით.
- 17 წლის გოგოს შეუწუხდა გული ანალიზები ნორმაში ქონდა და კარდიოგრამა სხვა არ აჩათვალა ექიმმა საჭიროდ.რას მირჩევთ.
- გამარჯობა. რას ნიშნავს „შეუწუხდა გული“? ჩამოთვალეთ პაციენტის კონკრეტული ჩივილები.
- გამარჯობათ, რამდენიმეჯერ თავ დაბანილი გავედი გარეთ და მას შემდეგ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო და თავი ხშირად მტკივა, ყოველგვარი მიზეზის გარეშეც. რას მირჩევთ,ვარ 18 წლის მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. თავის ტკივილის მიზეზის გამოსაკვლევად გაიარეთ ოჯახის ექიმის და ნევროლოგის კონსულტაცია.
- გამარჯობა, ვარ 24 წლის, მაქვს ლორდოზი, რომელზეც ვიმკურნალე (მხოლოდ მასაჟითა და ვარჯიშებით), მაგრამ ამას თან დაერთო საჯდომი ნერვის ნევრიტი, რომელიც მაწუხებს სიარულისას, გაუსაძლისად მტკივა, ხოლო ტკივილი გადამდის ძირითადად ფეხზე და იშვიათად წელის არეში (მარცხენა მხარეს). გავიარე მასაჟის ორი კურსი, ახლა კი ვმკურნალობ კოტოშებით, ვიკეთებ ფიზიოს ეოფილინითა და კარიპაზიმით, საჯდომ ნერვზე, მაგრამ უშედეგოდ. მკურნალმა ექიმმა მირჩია ჰორმონის შემცველი წამლის გაკეთება სახსარში. რამდენად მივაღწევ ამ მკურნალობის მეთოდით შედეგს, ან რას მირჩევთ?! ვის შეიძლება მივმართო?!
- გამარჯობა. თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე უკვე არსებობს ნერვზე მექანიკური ზემოქმედების პრობლემა. დიაგნოსტიკის სახით აუცილებლად უნდა ჩატარდეს წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თუ არ არსებობს ამ პროცედურაზე უკუჩვენებები). ამის შემდეგ დაგჭირდებათ ნეიროქირურგის კონსულტაცია. მეტი ინფორმაციის მისაღებად (ტომოგრაფიის, კონსულტაციის შესახებ და ა.შ.) დაგვიკავშირდით ტელეფონით.
- მოგესალმებით, ვარ 30 წლის, მაქვს თავის ტკივილები, ყურებში თავში შუილი რომელიც არ წყდება... ნევროლოგმა მითხრა რომ მაქვს ნევროზი. დამინიშნა მაგნე ბ6, ციტომაქსი და ატარაქსი... ჩავიტარე თავის ტვინის კ. ტ კვლევა, თავის ტვინის პერივენტრიკულური თეთრი ნივთიერების სიმკვრივე, ნორმასთან შედარებით ორმხრი მკვეთრად დაქვეითებულია; ორმხრივ,, ბაზალური განგლიების დონეზე ისახება ლაკუნური დარბილების კერები. ტავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურათა ცდომა არ ვლინდება; პარკუჭოვანი სისტემა დეფორმაციისა და ასიმეტრიის გარეშეა. ორმხრივ გვერდითი პარკუწის სხეული, წინა და უკანა რქა გაფართოებულია სილვიის ნაპრალისა და კუნულის ცისტერნები ორმხრივ კისტოზურად დილატირებულია; ეპიზიფი და გვერდითი პარკუჭის უკან რქების სისხლძარღვივანი ქსელი კალცინირებულია; უკანა ფოსოს სტრუქტურები კარგად დიფერენცირდება, მე-4 პარკუჭი შუა ხაზზეა; სუბარაქნოიდული სივრცეები თავის თვინის კონვექსზე ორმხრივ გაფართოებულია; ძვლოვანი სისტემა და რეტრობულბალური სივრცეები პათოლოგიის გარეშეა; ორმხრივ ჰაიმორის, სფენოიდური, ეტმოიდური და ფრონტალური წიაღში პათოლოგიური შიგთავსი არ ვლინდება; ორმხრივ დვრილისებრი მორჩის პნევმატიზაცია შენახულია; დასკვნა მოღებული კტ. მონაცემებით ამჟამად თავის ტვინის ნივთიერებაში, მწვავე ინტრაცერებრული პროცესი არ ვლინდება; ორმხრივ ლაკუნური დარბილების კერები; თავის ტვინის ქერქულ-ატროფიული ცვლილებები; ლეიკოენცეფალოპათია. მაინტერესებს რაიმე საშიში ხომ არ არის? მადლობა.
- გამარჯობა. არსებული კტ-მონაცემები უფრო ხშირად ვლინდება თავის ტვინის იშემიის მქონე პაციენტებში, რასაც შესაძლოა ასევე მოყვეს თავის ტკივილის შეგრძნება და ყურებში შუილი. აქედან გამომდინარე გამოსაკვლევია არსებული იშემიის მიზეზი.
- საძილე არტერიების სისტემაში კრიტიკულ დონემდე შემცირება სისხლის ნაკადის 85 % მდე რამდენად საშიშია და რა გავაკეთოთ ვის მივმართოთ თან პაციენტი 83 წლისაა
- გამარჯობა. საძილე არტერიების სანათურის 70%-ზე მეტი სტენოზირების შემთხვევაში არსებობს თავის ტვინის იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება. მკურნალობის შესახებ უნდა მიმართოთ ანგიოქირურგს.
- mogesalmebit. myavs 60 wlis deda, romelsa erti kviris win atkivda laviwis dzvali, mxari, aq shegrdzneba rom dachimuli aq mrjvenamxares kisris kuntic, shexebisas laviwis dzvali mtkivneulia, shevamchnie rom meore laviwisdzvlisgan gansxvavebit moculobahi ufro didia daamoweuli. gtxovt mipasuxot ra daavadebastan gvaq saqme
- გამარჯობა. თუ პაციენტის დაავადების ისტორიაში არ იყო ზედა კიდურის ტრავმის ეპიზოდი, დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოდ ექიმ ორტოპედს.
- Здравствуйте, у моего сына (ему 20 лет, студент) недавно обнаружили межпозвонковую грыжу. До этого времени он никогда не жаловался на сильные боли в спине (и сейчас говорит он, что боли только при наклоне), и боль не отдают на ноги. Боли в спине начались 4 месяца назад, и то не постоянно, болевых ощущении в других частях тела нет, кроме поясницы, лекарство не принимали, не лечились, потому что не беспокоил. Он 1,5 года назад занимался спортом где-то год, поднимал штанги, качал мыщцы, сам, без тренера. Но сам говорит, что в то время не болела спина. Но 9 месяцев назад у него были проблемы с учебой, расстался с девушкой, и у него началась депрессия, почти 3 месяца не выходил из дома (психологический стресс) и мы оформили академ. Но сейчас, уже 2-й месяц психологическое состояние нормализовалась. Когда мы пошли к нейрохирургу, он сказал, что надо рперировать, так как у нас секвестрированная грыжа. Мы сами в шоке, не знаем, что делать. Сами операцию не хотим, потому что поясница не болит, он не жалуется. Явных симптомов межпозвонковой грыжи, тем более секвестрированной грыжи (онемение, проблемы по мочеиспусканию, боли в ягодицах) никогда не было (поэтому даже сами не можем понять, почему болезнь так быстро развивался до такой стадии) Как Вы думаете, можно ли нам сейчас начать консервативное лечение и надеется на улучшение. Помогите, подскажите нам, пожалуйста, что делать??? Что нас ждет? Поможет ли нам физиолечение, мануальный массаж, ЛФК, плавание?
- Здравствуйте. На данном этапе (в виду отсутсвия неврологической симтоматики) можно ограничиться растяжением позвоночника. Декомпрессия поясничного отдела позвоночника легко достижима при расслабленном висе на турнике. Локальный болевой симптом и дискомфорт можно контролировать, избегая осевых нагрузок, наклонов вперёд и подъёма тяжестей. С целью симтоматического лечения подойдёт приём мелоксикама (до 15 мг в сутки) или любого другого НПВС (при отсутсвии противопоказаний).
- გამარჯობა, ჩემი 8 წლის შვილი იტკიებს ქუსლის უკანა ზემოთა მხარეს, როდესაც ზის და ადგება რამდენიმე ნაბიჯს სხვანაირად დგამს და მერე ჩვეულებრივად დადის, ამბობს რომ თავიდან ცოტა სტკივა და მერე აღარ, ექიმთან წავიყვანეთ და გვითხრეს რომ აქვს წანაზარდი ორივე ქუსლზე, აუკრძალეს ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა( ცეკვაზე დადიოდა) და ერთი თვის შემდეგ დაუნიშნეს ცურვა, ასევე ტრავმატოლოგმა დაუნიშნა კოჭის ფიქსატორი და ქუსლის საფენები ერთი თვე, პედოატრმა მიგ400 ორი კვირა, ერთი თვის შემდეგ გვირჩიეს გადამოწმება, ტრავმატოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს არის ტრავმის შედეგი (ცეკვის გამო), მაღალი ბავშვია, უცებ წავიდა სიმაღლეში და ამანაც განაპირობა(ო). ანალიზებიც გავუკეთეთ პედიატრია რჩევით და ყველაფერი წესრიგშია. რას მირჩევთ? კიდევ ხომ არ გადავამოწმო დიაგნოზი? ინტერნეტში წავიკითხე რომ ასეთ წანაზარდს "დეზი" ქვია, მაგრამ ექიმს არც უხსენებია ეს სიტყვა, ძალიან ვნერვიულობ :( თქვენს კლინიკაში თუ ხდება ასეთი რამის დიაგნოსტიკა და რა ჯდება დაახლოვებით რომ მომწეროთ და სპეციალისტის აზრიც მაინტერესებს, თუ მომწერთ მადლობელი ვიქნები. წინასწარ დიდი მადლობა
- გამარჯობა. პლანტარულ ფასციოზს ახასიათებს ტკივილის შეგრძნება სიარულის დასაწყის ფაზაში. ტკივილის მიზეზია ამ დროს არის კანჭის უკანა კუნთების გადატვირთვა (ქუსლის ძვალთან მიმაგრების მიდამო). მკურნალობის სახით პაციენტს ვუტარებთ მიოფასციურ რელიზს და ფიზიოთერაპიას (ინფრაწითელი სხივები). მომსახურეობის ღირებულება: ექიმის კონსულტაცია - 50 ლარი, მიოფასციური რელიზი - 40 ლარი, ფიზიოთერაპია - 10 ლარი.
- მოგესალმებით. მაინტერესებს რა რისკ ფაქტორები შეიძლება მოხდეს საძილე არტერიების ოპერაციის დროს (80%) სტენოზის შემთხვევაში? მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. შესაძლო გართულებები ენდარტერექტომიის დროს: იშემიური ინსულტი თრომბოზის ან თრომბოემბოლიის გამო, ჰემორაგიული ინსულტი, პოსტოპერაციული სისხლდენა, სასუნთქი გზების კომპრესია, კრანიალური (სახის, შუამდებარე, ენა-ხახის, ცდომილი, დამატებითი) ნერვის დაზიანება, გულის იშემიური დარღვევები.
- გამარჯობათ. ვარ 31 წლის ორსული. რამდენიმე წლის მქონდა მარცხენა ბარძაყის კუნთის ნეოროპათია და ასევე კუნთი სიგანეზე იყო ჩაღრმავებული ანუ ჩავარნილი. მიოგრაფიის პასუხმა აჩვენა რომ ფეხის მონაკვეთში ერთ ნაწილში ნერვის გამტარიანობა არ იყო სრული. მკურნალობის ფონზე კუნთმა ამოიწია. დრო და დრო პერიოდულად მაწუხებს ფეხი გადაღლის, ამინდის ცვლილების დროს. ასევე მაქვს წელის მალების გამრუდება რკალით მარცხნივ ხარისხი ტომოგრაფიაში არ მიწერია. მაინტერესებს აღნიშნული მდგომარეობით რამდენად შესაძლებელია მშობიარობა ან სპინალური გაუტკივარება. არის პირველი ორსულობა. მადლობა
- გამარჯობა. ზოგადად ქვედა კიდურის მონონეიროპათია ხელ არ უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარების ან არ ჩატარების (ტექნიკური სირთულეების გამო) გადაწყვეტილებას მიიღებს პირადად ექიმი ანესთეზიოლოგი.
- გამარჯობა. ვარ 78 წლის. 5 თვის წინ გავიკეთე მენჯ ბარძაყის ენდოპროთეზირება. ოპერაციის შემდეგ წამოვდექი და ყავარჯნების დახმარებით ვახერხებდი გადაადგილებას. 1 თვის შემდეგ მოულოდნელად ვეღარ დავდექი ფეხზე. თითქოს ძარღვი იჭიმება, თითqოს ხტის ფეხი ისეთი შეგრძნება მაქვს. ხომ ვერ მეტყვით ზოგადად რისი ბრალი იქნება. ზოგადი რჩევა მჭირდება. რას უნდა გამოეწვია ეს.
- გამარჯობა. პირველ რიგში გადაამოწმეთ სახსრის პროთეზის მდგომარეობა. ამისათვის უნდა მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმ-ორთოპედს. თუ დარღვევები არ აღმოჩნდება, შემდეგ მიმართეთ ექიმ ნევროლოგს და ანგიო-ქირურგს.
- გამარჯობა, მაწუხებს რამოდენიმე თვეა თავის ტკივილი ცალ მხარეს ზედა ნაწილში, წამიერად ელვისებურად, რომელიც ხანდახან გადაეცემა თვალს, დამიქვეითდა მხედველობა, რა გამოკვლევა ჩავიტარო? საშიშია?
- გამარჯობა. ჩივილებიდან გამომდინარე გამოკვლევა უნდა დაიწყოთ ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლით. ამისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ადგილობრივ ექიმ ნევროლოგს ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით.
- Добрый день! Меня зовут Нарине. Я из Армении. У моего сына, которому сейчас 15 лет диагноз врожденое поражение ЦНС и симптоматическая эпилепсия. Не говорит и ходит плохо, держа за ручку. Назначили лекарство и получали реабелитационные лечение. Не видим результата в лечении. В приложении эпикриз и заключение МРТ исследования. Пожалуйста скажите какие методы лечения может быть в этом случаи.
- Здравствуйте. При данном типе врождённого поражения головного мозга изначально нарушен процесс нормальной работы нервной ткани, что проявляется в ослаблении его контрольных функций и часто сопровождается эпилепсией. Возможно только симптоматическое лечение (работа с детским неврологом, психиатром, логопедом, противосудорожные препараты, лечебный массаж, физиопроцедуры и т.д.).
- მაინტერესებს რა ღირს თქვენთან კონსულტაცია, და როდის შემიძლია მოსვლა?
- გამარჯობა. კონსულტაციის ღირებულება - 50 ლარი. მიღების საათები 09:00 – 15:00. კონსულტაციაზე ჩაწერის თაობაზე (სასურველი დღე და საათი) დარეკეთ წინასწარ.
- gamarjoba, kisertan ramodenime adgilas da tavshi yuris gaswvriv gamomivida patara burtulebivit, mainteresebs ramdenad sashishia da vis unda mivmarto ronel eqmis?
- გამარჯობა. პირველ ეტაპზე უნდა მიმართოთ თქვენს ოჯახის ექიმს.
- გამარჯობა. მაქვს ასეთი კითხვა, მქონდა ხველება, გულ მკერდზე მოჭერის შეგრძნება, რომელიც დღესაც გრძელდება, თითქოს ვარ შებოჭილი, ვსვამდი პუროქსანს, ნოშპა და კეტოტიფენი საღამოობით (თვითმკურნალობა) ხველება თითქოს ძლიერი აღარ მქონდა მაგრამ ეს შებოჭილობის შგრძნება ვერ მოვიშორე, ორი დღე მქონდა თვალები დასიებული, გავიკეთე რენდგენი, არ მქონდა ანთება და არც საწყისი რამე ანთების, გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ყველაფერი ნორმაშია შევადარე შედეგი და ნორმა ერთმანეთს, ერთადერთი გემოგლობინია დაბალი ნორმაა 12-15,3 მაქვს 11,1. და მომატებულია ეოზინოფილი ნორმაა 1-5 მდე , შედეგია 8,3. რას უნდა ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში (სიმპტომების და გამოკვლევის შედეგების საფუძველსვე) ის შემდეგ გადააგზავნით ექიმ სპეციალისტებთან (ნევროლოგი, პულმონოლოგია და ა.შ.).
- მოგესალმებით. ვარ 21 წლის გოგონა. 6 დღის წინ გავიკეთე სახის პილინგი (ღრმა არა). ისე მოხდა, რომ პილინგი დაემთხვა მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. მეორე დღიდანვე ვგრძნობდი სახეზე შემაწუხებელ სიმხურვალეს. ექიმის რჩევით, მე-5 დღეა ვიღებ ალერგიის წამალს. წამლის მიღების შემდეგ სიმხურვალე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ვგრძნობ დროდადრო შემაწუხებელ სიმხურვალეს. ვგრძნობ რომ თავსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის ტემპერატურა განსხვავებულია, რის გამოც თავის მტკივდება ხოლმე. სიცხე არ მაქვს. გთხოვთ მირჩიეთ რამე
- გამარჯობა. პირველ ეტაპზე დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რის მერე, საჭიროების შემთხვევაში, ჩაგიბარდებათ დამატებითი გამოკვლევები.
- Здравствуйте! Подскажите, возможно ли записаться на 11.05.2018 на прием к нейрохирургу (или же к неврологу) ? Мне необходима БЛОКАДА (шейный отдел позвоночника-постоянные боли). ЗАРАНЕЕ, СПАСИБО!
- Здравствуйте. Да, возможно. Свяжитесь с нами по указанному ниже телефону и уточните время Вашего визита в клинику для получения консультации и требуемого лечения.
- მაწუხებს "მოუსვენარი ფეხების სინდრომი" , "მოტორულ-სენსორული ნეიროპათია" (G25,8 G60,0), "მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრის დივერტიკულოზი", "შეკრულობა"- როგორ უმკურნალოთ აღნიშნულ დავადეებებს? პატივისცემით იოსები
- გამარჯობა. დააზუსტეთ: არსებული ჩივილები, დაავადების დაწყების, განვითარების და გავლილი მკურნალობის ისტორია, ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.
- გამარჯობათ ხერხემლის ტომოგრაფია რა ღირს თქვენთან?
- გამარჯობა. მომსახურეობის ფასები იხილეთ აქ.
- გამარჯობათ. ხშირ შემთხვევავში ქვედა კიდურებში მაქვს დაბრუშება და ბარძაყ სახსარის მიდამოში მომენტალური წიწკვნითი ტკივილის შეგრძნება. ხანდახან მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის და დედამიწა მეცლება ფეხქვეშ. ზოგადად ვარ აქტიური, მძინავს მხოლოდ 5 საათი, ზოგ შემთხვევაში უფრო ცოტაც. ასაკით 44 წლის, ერთი წლის უკან ამომაჭრეს მარჯვენა თირკმელი და საშვილოსნო. ხან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შიძლება უკავშირდებოდეს კლიმაქტორულ პერიოდსაც, მაგრამ თავბრუსხვევა, ფეხების დაბრუშება იმდენად შემაწუხებელი გახდა, აღარ ვიცი რა ვიღონო. გთხოვთ, თუ შესაძლებელია მომცეთ მითითება, რისი ბრალი შიძლება იყოს და რა მოვიმოქმედო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
- გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმ ნევროლოგს, რის მერე, საჭიროების შემთხვევაში, ჩაგიტარებდათ დამატებითი გამოკვლევები.
- gamarjobat ragac mainteresebs ar vici chems daxmarebas ramdenat shezlebt magram mainc ase vamjobine, chemtvis mnishvnelovan pirovnebas tavis tkivilebi zslian awuxebda gaikite tbilisshi ert ert klinikashi tavis tomografia sadac utxres rom araferi araa mnishvnelovani da mxolod 10 nevsi daunishnes yovel dilit gadaketebeli miuxedavad nevsebis ketebisa tavis tkivili im periodshic qonda da gamayuchebels mashinac svavda, gasul orshabats kontrolze iyo misuli da eqimma utxra yvelaferi kargadaao miuxedavad cota tavis tkivilebi isev qonda wamali kidev shedis moqmedebashio da mere mtlianad mogexsneba tkivilebio magram tkivilebi dgemde aqvs da mirchiet am shemtxvevashi ra gavaketo an rogor moviqcet? zalian gtxovt iqneb mipaduxot da shezlot chemi daxmareba madloba winaswar.
- გამარჯობა. შეგიძლიათ გადასცეთ ჩვენი ტელეფონის ნომერი თქვენს პაციენტს რომ ვრცლად გავერკვიოთ მის მდგომარეობაში.
- მოგესალემებით, 59 წლის ქალბატონს ქურგზე რამდენიმე წლის წინ მცირე, მის კანზე (ხორბლისფერი კანი) უფრო მუქი ლაქა გაუჩდა. დაახლოებით ეს ლაქა 2 წელში "გადიდა" ანუ უფრო გაიზარდა მთელს ზურგზე. რა შეიძლება იყოს მსგავსი რამ? პიგმენტურ ლაქას გაქვს (დიდს). დიდი მადლობა
- გამარჯობა. კანთან დაკავშირებულ შეკითხვით მიმართეთ სპეციალიზებულ კლინიკებში ექიმ დერმატოლოგს ან ონკოლოგს.
- მოგესალმებით.ჩემს მეუღლეს აღენიშნება წელის ქვედა ნაწილში ტკივილი.ორი წელია რაც აღენიშნება ამჟამად კი საგრძნობლად.ერთი კვირის უკან ასწავლეს კერძო მკურნალი,რომელმაც მომენტალურად ეთერზეთებით და მასაჟით გაუყუჩა.ერთი კვირის შემდეგ ანუ ამ დროისთვის გრძნობს საშინელ ტკივილს.მინდა გკითხოთ სანამ თქვენამდე მოვალთ თუ შეიძლება რა წამალი უნდა მიიღოს ძლიერი ტკივილის დროს? კიდევ იქნებ მომწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი რათა მოვახდინო დაკავშირება თქვენთან . მადლობა წინასწარ! კიდევ მაინტერესებს თქვენთან თუ მოქმედებს რომელიმე სადაზღვევო პაკეტი?
- გამარჯობა. თუ პაციენტს არ გააჩნია უკუჩვენებები ამ ეტაპზე შეუძლია გამოიყენოს: მელოქსიკამი 15 მგ (დღეში 1 ტაბ.) ან იბუპროფენი 400 მგ (დღეში 2 ტაბ), ფლოსტერონი 1,0 (მხოლოდ 1 ამპულა ინტრამუსკულარულად).
- მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს, ახლობელი მყავს ძალიან ცუდად, გაუსაძლისად სტკივა ფეხი და წელი, გადაადგილება არ შეუძლია არანაირი გამაყუჩებელი საშუალება არ მოქმედებს და ტკივილისგან გონებასაც კი კარგავს ხანდახან😑 დიაგნოზის მიხედვით მალთაშორისი თიაქარი აქვს და უნდა მოვიცადოთ მედიკამენტოზური მკურნალობა სანამ დაუმთავრდება , მაგრამ ფაქტიურად სიტუაცია არის ძალიან რთული და ამიტომაც ვიფიქრე თქვენთვის მომეწერა, იქნებ რამე მირჩიოთ, ბათუმში რომ არ ვიმყოფებოდეთ, აუცილებლად მოვიდოდით თქვენთან😞 მადლობა
- გამარჯობა. მალთაშუა დისკოს თიაქარით ნერვული ფესვის კომპრესიის დროს ჩატარებული კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია ოპერაციული ჩარევა.
- ჩემი შვილი არის14 წლის. აწუხებს მარცხენა მუხლი დატვირთვის დროს მეტად. აქვს ოდნავ შესიებული. ტრამვა არ გვახსენდება. რა ზომები მივიღოთ?
- გამარჯობა. ამ ჩივილებით უნდა მიმართოთ ექიმ ტრავმატოლოგს კონსულტაციის თაობაზე (ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ კონსულტაციაზე ჩაწერის სურვილის შემთხვევაში).
- მაგარჯობათ მე მაინტერესებს კარგი ექიმი თუ არის ოსტეოხონდროზის ჩემს მეგობარს უთხრეს ის ამჟამად უკრაინაშია და ოსტეოხონდროზდასთან ერთად გული პრობლემები აქვს გეგულებათ კარგი სპეციალისტი
- გამარჯობა. ჩვენთან ტარდება ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მართვა (დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც). სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ.
- მოგესალმებით ჩემს მეგობარს დაუდგინდა სამწვერა ნეტვის ანთება წამლები არ უყუჩება ტკივილს ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და როგორ კეთდება ოპერაცია რომ მითხრათ
- გამარჯობა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტარდება ოპერაცია მიკროვასკულარული დეკომპრესია მიკროსკოპის ან ენდოსკოპის გამოყენებით.
- გამარჯობა, მაინერესებს თქვენთან მალების ჩავარნისა და გაჩედილი დზარგვის გასწორების ოპერაცია რა ჯდება
- გამარჯობა. მკურნალობის მეთოდის (და შემდეგ მისი ღირებულების) დასადგომად გვესაჭიროება პაციენტის დაავადების ისტორიის, ნევროლოგიური სტატუსის, ხერხემლის ბიომექანიკის და ჩატარებული რადიოლოგიური გამოკვლევების შესწავლა.
- გამარჯობა! ენდოკრინოლოგთან ვიყავი, გავიკეთე ანალიზები და მინდა შეაფასოთ რა მდგომარეობა მაქვს.
- გამარჯობა. ენდოკრინოლოგია არ არის ჩვენი კლინიკის პროფილი. ამ საკითხით უნდა მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.
- Gamarjobat , myavs 8 tvis patara romelsac xelze mewvina da ise vachmevdi biberonidan sakvebs da exla vnaxe bavshvs kepaze yurebis ukna mxares aqvs gamgrebuli da zemodan sisxlchaqcevebi witel xazebad mainteresebs es simptomebi raze miutitebs da sheileba tu ara es trama mklavze wolas gamoewvia
- გამარჯობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ექიმ პედიატრს (თქვენს ადგილობრივს ან ჩვენი კლინიკის სპეციალისტს წინასწარ ჩაწერით).
- Онимели пальцы левой руки после ЧМТ как лечить подскажите.
- Здравствуйте. Следует установить причину онемения. Это может быть нарушение по центральному типу (повреждение участка головного или спинного мозга), либо по периферическому типу (повреждение на уровне шейного отдела позвоночника – точки выхода нервов, само плечевое сплетение). Только после этого можно планировать определённое лечение.
- კუდუსუნის ტკივილის დროს მოცემული ვარჯიშების გარდა სხვა ვარჯიშებიც რომ გავაკეთოთ შეიძლება?
- გამარჯობა. სპეციფიკური ვარჯიშები ინიშნება გარკვეული კუნთის ან კუნთების ჯგუფის ჰიპოტონუსის (სისუსტის) აღმოჩენის შემთხვევაში.
- რამდენი ხანი გრძელდება ხერხემალზე, თიაქარის ოპერაცია?
- გამარჯობა. მალთაშუა დისკოს თიაქარის ლოკალიზაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე ოპერაცა დისკექტომიის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5-2 საათს.
- კოჭ -სახსრის კონტრაქტურას ბავშვთა ასაკში თუ მკურნალობთ პოსტოპერაციული პერიოდია კოჭის ძვლის ოსტეოტომია ჩაუტარდა.
- გამარჯობა. ასეთ პაციენტებს რეაბილიტაციის სახით ჩვენს კლინიკაში უტარდება სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპიას.
- გამარჯობა. ვარ 24 წლის გასათხოვარი არ ვარ ორსულად .მაწუხებს თავის თკივილები კეფის არეში.ამ ბოლო პერიოდში ვგრძნობ რომ უკვე პერმანენტულ ხასიათს იძენს.ვერ დავადგინე ფაქტორი რაც იწვევს ტკივილს.ხან ისე ძალიან მაწუხებს ვგრძნობ რომ გული მიმდის.გთხოვთ მირჩიოთ რამე
- გამარჯობა. პირველ რიგში დიაგნოზის დასადგენად უნდა ჩატარდეს თქვენი ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლა. მეტი ინფორმაციის შესახებ დაგვიკავშირდით ტელეფონით.
- Gamarjobat, suntqvis dros marcxena mxares maqvs xolme spazmi da xelis davheritac mtkiva kisris dzargvebi. visunda mivmarto am shemtxvevashi? Madloba cinascar.
- გამარჯობა. მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს.
- Привет, я задал вопрос, пожалуйста, напишите ответ. У меня боль в позвоночнике, очень расстраивающее лечение. Как только период лечения уменьшается, он снова болит. Я рад сообщить вам звание образованного врача в этой области в Грузии. Я хочу срочно приехать в чрезвычайную ситуацию.
- Здравствуйте. Уточните историю болезни, какие исследования были проведены, какой диагноз был поставлен и какое лечение Вам уже проводилось.
- გამარჯობა 6 თვენახევრის ბავშვი ჩამოვარდა საწოლიდან . თავზე დაცემის ადგილას მარჯვენა ყურის ზემოთ აქვს ამობერილი და ეს ადგილი რბილია. ვართ საზღვარგარეთ და ექიმთან არ მივსულვართ. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს და დარტყმის ადგილი რატომაა რბილი თითქოს სითხეა შიგნით. მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. ქალა-თვისნი ტრავმის დროს ექიმის მხრიდან დროულად უნდა იყვეს შესწავლილი პაციენტის ლოკალური და ნევროლოგიური სტატუსი, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ამის საფუძველზე დანიშნული უნდა იყვეს სათანადო მკურნალობა. თქვენი პაციენტის შემთხვევაში არცერთი ეს პუნქტი შესრულებული არ არის.
- გამარჯობათ. თავში სიმძიმის და მოჭერის, ასევე ტკივილის დროს, რომ დავადგინოთ მიზეზი დაავადების რა პროცედურები უნდა ჩავიტარო თავზე? მადლობა წინასწარ
- გამარჯობა. მსგავსი ჩივილების დროს ჩვენ კლინიკაში პირველ ეტაპზე ხდება პაციენტის დაავადების ისტორიის, ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლა.
- თავის ქალის ჩაღრმავება 57 ცლის ასაკში რამ შეიძლება გამოიწვიოს? ორი თვეა რაც შევნიშნე.
- გამარჯობა. არსებობ ამის სულ რამდენიმე მიზეზი. ამის გამოსაკვლევად მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს, ვინც დაგინიშნავთ სატანადო გამოკვლევებს ან მოხდება გადამისამართება სხვა ვიწრო სპეციალისტთან (ტრავმატოლოგი და ა.შ.).
- მაინტერესებს თავის ტვინის სრული ტომოგრაფია რა ჯდება.
- გამარჯობა. ეს დამოკიდებული აპარატზე, რომელზეც გაქვთ დანიშნული გამოკვლევა: კტ - 190 ლარი, მრტ - 275 ლარი.
- გამარჯობათ. ვარ 15 წლის გოგო. მაწუხებს მარჯვენა ნახევარსფეროში გავა წელის ტკივილი. ეს ტკივილი ყრუდ გადაეცემა ასევე მარჯვენა ფეხს და ოდნავ მიბრუშდება. ადრე მაწუხებდა ხერხემლის ტკივილი მალების. კისრის მიდამოში, ელექტროფორეზები ვიკეთე და მთლიანად ამილაგდა. ასევე მაქვს ფოლეკულური კისტა მარჯვენა მხარეს 45მმ . წელთან დაკავშირებით, გავიკეთე ექოსკოპია და მაშინ აჩვენ კისტა, რომელიც დიდი ვარაუდით ფოლეკულურია, რადგან ადრეც მქონია და ისინი ფოლეკულური იყო. გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფიაც და არაფერი სავალალო არმიჩვენა, ყველაფერი მწყობრში, და ამით თიაქარი გამოირიცხა ხერხემალზე. მეუბნებიან უბრალოდ პრობლემური ნერვი გაქ რომელიც გიცივდებაო. გავიკეთე ნემსები, ნემსმა ნერვექსმა მომცა შედეგი და ცოტა ხნით ამილაგა ტკვილი ჩამიყუჩა მაგრამ 1 კვირის თავზე ისევ ამტკივდა. იქნებ დამეხმაროთ. დიდი მადლობა.
- გამარჯობა. თუ დისკის დაზიანების გამო ნერვზე ზეწოლა გამოირიცხა ტომოგრაფიის მეშვეობით, მაშინ სავარაუდოა მსხლისებრი კუნთის მხრიდან საჯდომი ნერვის კომპრესია. ამის დადგენა და სათანადო მკურნალობა შესაძლებელია ბიომექანიკის შესწავლის დროს. დაგვიკავშირდით წინასწარ ტელეფონით კონსულტაციის შესახებ.
- ჩავიტარე კვლევა. დიაგნოზი ასეთია. ლ4 დისკის ცირკულარული გაფართოვება. მედიო- ლატერალური პროტრუზიით. ლ5 დისკის გაფართოვება. მარცხენამხრივი პარაფორამენალური პროტრუზიით. მარცხენამხრივი ლატერალური სტენოზი. მარტივი ენით თუ შეგიძლიათ ამიხსნათ. მირჩიეთ ვის მივმართო? მეშველება რამე?
- გამარჯობა. გამოგზავნილი გაქვთ მხოლოდა ტომოგრაფიის დასკვნა (კტ თუ მრტ?) და არა სრული კლინიკური დიაგნოზი. არ არის მითითებული დაავადების ისტორია, არსებული ჩივილები და ნევროლოგიური სიმპტომები, შესაძლო ადრე ჩატარებული მკურნალობა და ა.შ.
- გამარჯობა რას გვეტყვით რკალის სინდრომზე 8 კვირის ბავშვს დაუდგინეს .რეკომენდაცია იყო დაჯდომა. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ ასაკში მჯდომარე პოზა?
- გამარჯობა. თუ არსებობს ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში და რა გამოკვლევა ჩაუტარდა თქვენს პაციენტს?
- მოგესალმებით, მაინტერესებს რომელ ექიმს მირჩევთ კოგციგოდინიის შემთხვევაში?? ეს დიაგნოზი დასმულია პროქტოლოგის მიერ. მადლობას გიხდით წინასწარ
- გამარჯობა. კოკციგოდინიის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში შეიცავს მანუალურ თერაპიას და ადგილობრივს ბლოკადებს (2% ლიდოკაინის ხსნარი პლუს ხანგძლივი მოქმედების ჰორმონალური პრეპარატი).
- გამარჯობა ჩემს ძმას ბარძაყის კუნთები აქვს განლეული და მომენტალურად იკეცება დაეცემა რას მირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს
- გამარჯობა. დავიწყოთ გამოკვლევა ნევროლოგიური სტატუსის შეფასებით, რასაც შემდეგ შესაძლოა მოყვეს დამატებითი გამოკვლევების დანიშნვნაც (ნეიროგრაფია, მრტ და ა.შ.). დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციის თაობაზე.
- gamarjoba.laktinets vs mam da 6 the mqonda cikli shemdgom 3 tvea agar maqvs da es normaluria.
- გამარჯობა. დანიშნული პრეპარატის მოქმედების კონტროლის შესახებ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
- Axasiatebs horizontalur nistagms 5 wlis asakshi mxedvelobis daqveiteba?
- გამარჯობა. მხედველობის ფუნქცია და თვალის მამოძრავებელი კუნთების მოქმედება კონტროლდება სხვა და სხვა ნერვებით. შესაძლოა ამ ნერვების ერთად ან ცალკედ არსებული დისფუნქციები არსებობდეს.
- გამარჯობა. 57 წლის კაცს ერთი წლის წინ დაეჯახა მანქანა. თავის ტომოგრაფიით დაუდგინდა სუბკორტიკალური ჰიპექსიური ენცეფალოპათია. ატროფია. არის თუ არა განკურნება შესაძლებელი. არის თუ არა აღნიშნული სიცოცხლისთვის საშიში. მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. ტომოგრაფიაზე აღმოჩენილი თავის ტვინის ჰიპოქსიის კერები შეუქცევადია. გადარჩენის უნარიანობა კი დამოკიდებულია მოყენებული ტრავმის ხარისხზე.
- Gamarjobat. chems meugles romelic aris 42 wlis oci dgis win daemarta insulti.da gadayvanili iqna merve klinikashi.gvitxres rom gaucherda marjvena mxare.ver metyvelebs da ar aqvs mexsiereba. am dromde gveubnebodnen rom ragac refleqsebi sheimchneoda gacherebul mxares.gushin ki gvitxres rom aseti darcheba invalidi da mis mkurnalobas axri ar aqvs radgan aqvs tvinis infartqti.iqneb aris rame sashveli an operaciit an sxva raime gzit mexsierebis agdgena.
- გამარჯობა. სტაციონარიდან გამოწერისას უნდა დაიწყოთ პაციენტის რეაბილიტაცია, რომელის შეიცავს მედიკამენტებს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიას და ვარჯიშებს. ამ ფონზე შესაძლო იქნება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის რაღაც ნაწილით გაუმჯობესება.
- კითხვა: გამრჯობა. თუ შეიძლება მაინტერესებს სამი წელია რაც მაწუხებს მხედველობის დაქვეითება რო ვიღლები მაშინ მიქვეითდება მხედველობა თითქოს მხედველობა მაქვს ამღვრეული მაგრამ საკმარისია ერთი წამით დავიძინო მხედველობა მაშინვე მიბრუნდება ავერსის კლინიკაში გადავიღე თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერი ემერაი დაზიანება ვერ ნახეს ამის შემდეგ ჩავიტარე ექსტრაინტრაკრანიული დოპლეროგრაფია დასკვნა ; ექსტრაკრანიული კაროტიდული სისტემა ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიის გარეშე. ნაკადი სიჩქარის მატება(სპაზმის ტენდეცია) ორივე შუაცერებრულ არტერიასი. ვერტებრული არტერიების დეფორმაცია ექსტრავაზალური კომპრესია თავის როტირებისას და წინ დახრისას ნაკადის დაქვეითების ტენდეცია უკანაცირკულაციის აუზში. გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი. შეიძლება ეს იყოს მიზეზი მხედველობის დაქვეითების?
- გამარჯობა. შესაძლებელია, რომ თქვენ შემთხვევაში არსებული ქრონიკული სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა ხერხემლის შიდა საძილე არტერიების აუზში იწვევდეს მზგავს სიმპტომატიკას. გექნებათ ჩასატარებელი კისრის ბიომექანიკის დამატებითი გამოკვლევა (კისრის კუნთების ტონუსის ტესტირება და მალების ფუნქციონალური რენტგენოგრაფია წინ მოხრით და უკან გაშლით).
- 3 წლის წინ ჩვილი ბავშვის ხელში აყავნის დროს გამიკავდა წელი, ვეღარ გავინძერი და სახლში მომიყვანეს ნევროლოგი, მან გამსინჯა და მომცა დანიშნულება(ახლა აღარ მახსოვს რა წამლები იყო, მხოლოდ ნემსის სახელი მახსოვს ,,მელსიკამი" ) და მითხრა რომ როცა ფეხზე ავდგებოდი გადამეღო მრტ და გამეგრძელებინა მკურნალობა შესაბამისად. ჩემი ძალიან ცუდი თვისების გამო როცა ტკივილებმა გამირა და კარგად ვიგრძენი თავი რათქმაუნდა აღარ წავედი ექიმთან და აღარ ჩავიტარე ეს პროცედურები..... დაახლოებით ივნისის დასაწყისში დამეწყო გაკვრითი ტკივილები მენჯის არეში (როცა ვიჯექი და ფეხზე ვდგებოდი იმ მომენტში).ნელ-ნელა გამიხშირდა ტკივილი და ვიყავი თურქეთში ტრაპზონში კლინიკა ,,მედიქალ პარკში", გამსინჯა ექმიმმა და მითხრა რომ სერიოზული არაფერი არ იყო, არ საჭიროებდა ტომოგრაფიას, მომცა დანიშნულება ნემსებიც და წამლებიც და უშედეგოდ ვიმკურნალე. დაახლოებით სექტემბრის დასაწყისიდან უფრო გამიძლიერდა და გადავიდა ტკივილი ფეხში, ჯერ ბარძაყში და 10 დღის წინ უკვე წვივშიც. ტკივილები მაქვს როცა ვდგები ფეხზე, ანუ სიარულის და დგომის პერიოდში არა,როცა მოდუნებულია კუნთი, მაგალითად მაქვს მჯომარე სამსახური და როცა ფეხზე ვდგები მაშინ არ მაძლევს საშუალებას ტკივილი რომ გავიმართო, თუ ავდექი და გავიარე მერე აღარ მტკივა. წელის ტკივილებიც მაქვს ოღონდ პერიოდულად(მენტრუაციის წინა პერიოდში)...გადაღებული მაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია.... დაბუჟებას არ ვგრძნობ....1 კვირის წინ ვიყავი ამ გამოკვლევაზე, ნევროლოგმა მითხრა რომ ხარ სასწრაფო საოპერაციო, მაგრამ მანამდე დანიშნულებას მოგცემო, ჯერ მხოლოდ 2 ნემსი მაქვს გაკეთებული და უკვე ცოტა შედეგი მაქვს იმ მხრივ, რომ აღარ მაქვს ისეთი სპაზმური ტკივილები მენჯის არეში, არც ადგომის და დაჯობის დროს აღარ მტკივა, ისე როგორც მტკიოდა, მხოლოდ წვივის არეში მაქვს ტკივილი როცა მეჟმება კუნთი, მაგალითად საჭესთან როცა მუხრუჭს ვაწვები, და მსგავს სიტუაციებში......დანიშნულებას და დიაგნოზს დანართ ფაილად ავთვირთავ აქვე, და თუ დამეხმარებით გზის გაკვლევაში საით წავიდე რა მიმართულებით, დიდი მადლობელი ვიქნები, წინასწარ დიდი მადლობა
- გამარჯობა. მკურნალობის სახით რეკომენდირებულია: 1. მანუალური და კინეზიოლოგური თერაპია 2. რეფლექსოთერაპია 3. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია) 4. ტრიგერული წერტილების ბლოკადა 5. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი, მელოქსიკამი და ა.შ.) 6. ნაკლებად ჯდომა და მეტი ფეხით გადაადგილება 7. არაეფექტურობის შემთხვევაში - წელის მალების მრთ და ოპერატიული მკურნალობა.
- გამარჯობათ. ნეიტოქურგრან მაქვს შეკითხვა. თავის ტვინზე ჩავიტსრე მრ კვლევა. აღმონაჩნდა ასეთი კისტა. შემოვლით ცისტენაში სუპრაცერებრალურად ისახება არაქნოიდული კისტა დაახლოებუთ ზომებით 2,2 1,8 1,7..ეს გადავიღევ 28 ივნის. დაარღვია ფსიქიკური მდგომარეობა. მაქვს ძლუერი თავის ტკივილები ღებინებები. მხედველობის დაქვეითება. პერიოდულად შეგრძნებების უნარის დაკარგავა და თანდათსნ არღვევს ფუნქციებს თავში. ფსიქისტრის პაციენტი მაგრამ კისტამდე ეს სიპტონები არ მქონია. ადრეთაც გადავიღე და იქ არაფერი არ აღმოჩნდა. არის თყარა ედ კისტა საშიში ჩირდდბა თუსრა ქირურგიული ჩარევა ან მედიკამენტური მკურბალობა თუ ვირფება ვინ უნდა უმკურნსლოს?
- გამარჯობა. მკურნალობის გეგმის შემუშავებისთვის რეკომენდირებულია: 1. ოფთალმოლოგის კონსულტაცია 2. არსებული ნევროლოგიური სტატუსის შესწავლა (ნეიროქირურგის კონსულტაციის დროს).
- Xerxemlis sveti mravlobiti diskopatiour-protruziuli dazianebis gamo xerxemlis svetis gachimviti varjishebi specializirebul klinikashi shesabamisi aparatit ეს დამინიშნა ექიმმა როგორც ვიცი კურსში შედის მასაჟიც და ვარჯიში. იქნებ დაზუსტებით ამიხსნათ როგორ კეთდება და ფასი ერთი სეანსის და ასევე რამდენი სეანსია კურსი სრულად.
- გამარჯობა. ჩვენს კლინიკაში არ ტარდება მექანიკური ეგრეთ წოდებული ხერხემლის „მშრალი“ დაჭიმვა აპარატების მეშვეობით. მალთაშუა დისკოების კონსერვატიული (ოპერაციის გარეშე) მკურნალობის დროს (ჰიდრატაციის აღსადგენად) პაციენტებს ვუტარებთ მანუალურ თერაპიას, რაც აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობას და ნივთიერების ცვლის პროცესებს. დამატებით პაციენტს ვასწავლით საჭირო ვარჯიშებს, რომლებსაც ის შემდეგ აკეთებს სახლის პირობებში. მანუალური თერაპიის ერთი სეანსის ღირებულება 50 ლარი, და მკურნალობის კურსი შედგება 10 სეანსიდან.
- გამარჯობა. თავბრუსხვევა მაქვს ირი დღეა. იმდენად ძლიერად რომ ვიქცევი თუ თავის უკან გადაწვწევ ან წინ. რა შეიძლება იყოს გამომწვევლი მიზეზი?
- გამარჯობა. თავბრუსხვევის შესაძლო მიზეზები: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, ლაბირინტიტი (ნახევარრკალოვანი არხების რეცეპტორების გაღიზიანების გამო), ქალა-კისრის სინდრომი (ხერხემლის არტერიების რეცეპტორების გაღიზიანების გამო). კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დიაგნოზის დასადგენად დაგვიკავშირდით ქვემოდ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
- გამარჯობათ 3 თვის ბავშვზე მინდა თავზე მაგნიტო რეზონანსულის კვლევა .რას მირჩევთ რამდენად დასაშვებია ამ ასაკში? მადლობა
- გამარჯობა. მრტ კვლევის შესახებ (მისი ღირებულება, ჩაწერა, პაციენტის მომზადება და ა.შ.) დაუკავშირდით მენეჯერსა.
- გამარჯობა, დავიწყებ იქედან რომ წელიწადნახევრის წინ დამეწყო გულის ჩხვლეტები და აჩქარება, შიშები ამის გამო ჩავიტარე გულზე გამოკვლევა კერძოდ კარდიოგრამა და ეხოსკოპია, არანაირო დარღვევა არ აღმოჩნდა ამის მერე ისიც კი დამავიწყდა გული სად მქონდა აღარც შევუწუხებივარ, ახლა კი ისევ ავიკვიატე რომ ისევ რაღაც მჭირს, უცებ რომ მიჩქარდება გული მერე შიშები ამიტანს და ცუდად ვხდები უარესად მიჩქარდება შიშით, სულ ცუდზე ვფიქრობ, მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და თუ შეიძლება ახლა დამმართნოდა რამე რიცა გამოვიკვლიე წელიწადნახევრის წინ, ასევე მაინტერესებს გულის აჩქარება რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს, მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. მზგავს ჩივილებს ყველაზე ხშირად იწვევს სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია. ის ვითარდება ემოციური გადატვირთვის ან დაძაბულობის გამო (უფრო ხშირია პაციენტებში ასაკით 30-თ წლამდე). ექვემდებარება მკურნალობას.
- მაგნიტურ-რეზონანსული სრული კვლევის ფასი მაინტერესებს
- გამარჯობა. მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ფასები იხილეთ აქ.
- გამარჯობა. მე-3 დღეა მარცხენა მხარეს ნეკნის შიგნით მტკივა, ვგრძნობ დისკომფორტს, რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს? მადლობა წინასწარ.
- გამარჯობა. ნეკნებში ტკივილის შესაძლო მიზეზები: კოსტოქონდრიტი, პლევრიტი, ოსტეოპოროზი, სისტემური წითელი მგლურა, ფილტვის კიბო, ფილტვში კიბოს მეტასტაზები, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, მოტეხილობა.
- მოგესალმებით. 2015 წ. ჩავიტერეთ მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია. th8 მალაში მცირე ზომის ჰემანგიომა გამოჩნდა. რას ნიშნავს და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? მადლობა.
- გამარჯობა. ჰემანგიომა წარმოადგენს კეთილთვისებიან თანდაყოლილ სისხლძარღვოვან ქსელს. როგორც წესი, მალის სხეულში მის მცირე ზომის არსებობას არანაირი გართულება არ მოყვება.
- გამარჯობა, 3 წლის წინ ფეხი ამისრიალდა და ზუსტად მკერდის ქვემოთ ჩამოვარტყი ნეკნი, თავიდან ტკივილს არ მივაქციე ყურადღება და რომარ გამიარა ექოსკოპიაზე მივედი, მითხრეს რომ დაბეჟილობა მქონდა უბრალოდ, მაგრამ დღემდე მტკივა და მაინტერესებს თუკი რაიმე განვითრდა (ვგულისხმობ სიმსივნეს ან რაიმე მსგავსს) ისევ რომ გადავიღო ექოსკოპია თუკი რამეა გამოჩდება? ან თქვენი ვარაუდით რა შეიძლება მჭირდეს და რა სახის გამოკვლევების ჩტარებას მირჩევდით? ვარ 45 წლის.
- გამარჯობა. გულმკერდის ტრავმული დაზიანების (ძვლოვანი არ რბილი ქსოვილების ასახვის მიზნით) დიაგნოსტიკა შეიძლება შეიცავდეს: გულმკერდის რენტგენოგრაფიას, გულმკერდის კომპიუტერულ ტომგრაფიას, გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.
- მოგესალმებით დაახლოებით 10 დღეა მაწუხებს კისრის საშინელი ტკივილი რომელიც ღამით მაწუხებს განსაკუთრებით, რამდენიმე დღეა ტკივილი გადმოვიდა ხელშიც, რომელიც მიბუჟდება. ეხლა ვნახე თქვენი კლინიკის შესახებ. წავიკითხე რომ შაბათსაც მუშაობთ. მაინტერესებს მივიღებ თუ არა ექიმის კონსულტაციას შაბათს და თუ გადაიღებენ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიას. და კიდევ მაინტერესებს დაზღვევის შესახებ მე მაქვს ირაოს კერძო დაზღვევა და თუ გამოვიყენებ თქვენს კლინიკაში.
- გამარჯობა. ხერხემლის კისრის ნაწილის მრტ-ს შესახებ დაუკავშირდით მენეჯერს. შემდეგ, რომ გექნებათ მიღებული ამ კვლევის შედეგები, შეგიძლიათ მე პირადად დამირეკოთ კონსულტაციის თაობაზე.
- ჩემი შვილიშვილი 22წლისაა.ტკივა მუხლი მოძრაობის დროს.გადავუღეთ რენგენი.პასუხში წერია ასე:„ფასადურ რ-გრანზე მუხლის სახსარი ,სახსარში შემავალი ძვლები პათოლოგიური ცვლილების გარეშე. კვირისთავი რამდენადმე დისოცირებულია კაუდალურად. გვერდით პროექციაში კვირისთავ -ბარძაყის შესახსრებაში სასახრე ნაპრალი თანაბარია.დიდი წვივის ძვლის მედიალურ როკთან(ოთხთავა კუნთის მიმაგრების პროექციაზე)მცირედი ქონდროპათიული ცვლილებები. საშიშია თუ არა ეს დიაგნოზი.
- გამარჯობა. რენტგენოგრაფიის კვლევის აღწერა ჯერ არ არის დიაგნოზი. დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს პაციენტს გასინჯვის შემდეგ.
- გამარჯობათ, მაინტერესებს მუხლის მაგნიტო რეზონანსული კვლევის დროს მხოლოდ ერთ ფეხზე აკეთებთ კვლევას თუ ორივეზე?
- გამარჯობა. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია ტარდები მკურნალი ექიმის დანიშნულებით, სადაც ის მიუთითებს გამოკვლევის რეგიონს, მხარეს, ტომოგრაფიის რეჟიმს და ა.შ.
- ყბის ართრიტის დროს რა მედიკამენთით შეიძლება მკურნალობა?
- გამარჯობა. ართრიტი ნიშნავს ინფექციური ან აუტოიმუნური წარმოშობის სახსრის ანთებას. ეს დგინდება ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და რადიოლოგიური კვლევებით. მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ ინიშნება სატანადო მკურნალობა.
- -
- -
- -
- -
თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.