მენიუ

ხერხემლის ოსტეოქონდროზი და მისი სიმპტომები

ხერხემლის ოსტეოქონდროზის საერთო დახასიათება

ოსტეოქონდროზი - ესაა ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება. ხერხემლის ოსტეოქონდროზით პირველ რიგში ზიანდება მალთაშუა დისკები. ისინი ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს დეფორმირდებიან, სიმაღლეში იკლებენ, განშრევდებიან.

თვითონ ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადება არაა. ის განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებებით. ცნობილია, რომ 40 და მეტი წლის ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ხერხემლის რენტგენოგრამებზე უვლინდებათ ოსტეოქონდროზის ნიშნები. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველანი დაავადებულნი არიან? თუ ამ ხერხემლის ოსტეოქონდროზის თანამედროვე განსაზღვრებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ავადმყოფებად ვერ ჩავთვლით. ავადმყოფობად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ კლინიკურად გამოვლენილი ოსტეოქონდროზი. თუ ხერხემლის ოსტეოქონდროზი რომელიმე სპეციალური გამოკვლევის დროს შემთხვევით გამოვლინდა, მაშინ ის ვერ ჩაითვლება დაავადებად.

მალისა და მალთაშუა დისკის (პულპოზური ბირთვისა და ფიბროზული რგოლის) ანატომია.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი - ეს არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც შეიძლება დაავადებაში გადაიზარდოს შესაბამისი კლინიკური გამოვლინების არსებობისას. გამოკვლევის თანამედროვე მეთოდებს, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, შეუძლიათ შემთხვევათა უმეტესობაში გამოავლინონ რაღაც ცვლილებები (პათოლოგიური პროცესები) ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი - ესაა დისტროფიული პათოლოგიური პროცესი, რომელიც იწყება მალთაშუა დისკების დაზიანებით და შემდეგ ითრევს ხერხემლის სხვა ნაწილებს, პირველ რიგში კისრისა და წელის ნაწილებს. ზოგჯერ ის ვლინდება სხვადასხვა ნევროლოგიური აშლილობით. კისერი და წელი ზიანდებიან იმის გამო, რომ რეგულარულად უწევთ მოძრაობა, გულმკერდი ნაწილი კი საიმედოდაა დაცული ნეკნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზის შემთხვევათა 60-75 %-ში წელის დისკების "ამოვარდნაც" კლინიკურად ტკივილისა და სხვა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. არაა აგრეთვე დიდი დამოკიდებულება მალთაშუა დისკების დისტროფიის ხარისხსა და ნევროლოგიური აშლილობების გამოხატულებას შორის. უფრო მეტიც, ჭარმაგი და ღრმა მოხუცებულობის ასაკში ზოგ ადამიანში ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიხშირე და გავრცელებულობა მაქსიმალურ ხარისხს აღწევს, გავა-წელის რადიკულიტები კი გვხვდება 1,5-2-ჯერ იშვიათად, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანებში.

ზრდასრულ ადამიანებში ხერხემლის ოსტეოქონდროზის ა და მისი ნევროლოგიური გამოვლინებების სხვადასხვა ასპექტი დაწვრილებითაა აღწერილი ათეულობით მონოგრაფიაში, ცნობარში, სახელმძღვანელოსა და ურიცხვი რაოდენობის საჟურნალო სტატიაში. ბავშვებსა და მოზარდებში ხერხემლის ოსტეოქონდროზის კლინიკურ გამოვლინებას მხოლოდ რამდენიმე მონოგრაფია ეძღვნება, საერთო ჯამში კი ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში ეს პრობლემა საკმაოდ შეუსწავლელია. ამიტომ აუცილებელი არაა, დაწვრილებით გადმოვცეთ ოსტეოქონდროზის წარმოშობის მიზეზები და განვითარების მექანიზმები. ისინი ნევროლოგებისა და ორთოპედებისათვის საკმაოდ ცნობილია, თუმცა ბევრი რან ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ზოგ რამეზე კი წინააღმდეგობრივი შეხედულებები არსებობს.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დიკის თიაქრით ნერვზე ზეწოლა ფეხში ტკივილის წარმოქმნით.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორიანი დაავადებაა. ამ ფაქტორებიდან ზოგო მემკვიდრეობითი, თანდაყოლილი ხასიათისაა, ზოგი კი შეძენილია, მაგალითად, სტატიკო-დინამიკური, აუტოიმუნური, ცვლისა და სხვა. ოსტეოქონდროზის ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ასეთი მრავალფეროვნების დროს მნიშვნელოვანია პირველადი რგოლი (საწყისი ფაქტორი), რომელიც სხვადასხვა ცვლილებების რთულ ჯაჭვს იწვევს. ამას კი საბოლოოდ მივყავართ ხერხემლის ოსტეოქონდროზამდე.

კლინიკური, პათომორფოლოგიური და ექსპერიმენტალური გამოკვლევების საფუძველზე გაჩნდა შეხედულება იმის შესახებ, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზის საწყისი მექანიზმია სისხლძარღვთა (იშემიური) ფაქტორი. ამას ამტკიცებს შემდეგი პათომორფოლოგიური მონაცემები, რომლებიც მიღებულია ხერხემლის სისხლით მომარაგების შესწავლისას. დადგენილის მკვეთრი პარალელიზმი (კორელაცია) წელის არტერიებისა და გავის შუა არტერიის სუმარული სათავის დიამეტრის შემცირებასა და ხერხემლის სვეტის წელის მთელ ნაწილში ოსტეოქონდროზის გამოვლინების ზრდას შორის.

ამ არეში გამოვლენილია წელის სეგმენტების მკვებავი სისხლძარღვების განვითარების ანომალიების დიდი სიხშირე: არასწორი გამოსვლა, მრავალრიცხოვანი გადაღუნვები, შევიწროება, რასაც მივყავართ ხერხემლის მალებში სისხლის არასაკმარის მიწოდებამდე, მალთაშუა დისკის მნიშვნელოვანი ფუნქციონალური კომპონენტების სინთეზსა და დაშლას შორის წონასწორობის დარღვევამდე.

ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინების პათოგენეზში არსებით როლს თამაშობს ვენოზური გამოდენის დარღვევა ეპიდურალური ვენების ნაწილობრივი ან სრული დაბლოკვით მალთაშუა დისკის თიაქრის ან ამობურცულობის დონეზე. ნევროზული დარღვევების გამოვლინებები დაფუძნებული იყო ძირითადად სპეციალური პარაკლინიკური გამოკვლევების (რეოკაუდოსპონდილოგრაფიები, რეოვაზოგრაფიები, რადიკულოგრაფიები, ვენოსპონდილოგრაფიები) შედეგებზე. ეს მონაცემები ითხოვს დიფერენცირებული თერაპიის ახალი მეთოდების დამუშავებას (რეგიონალურ ვენოზურ ჰემოდინამიკაზე ზემოქმედებით), ფართოდ გამოყენებული სითბური პროცედურების გამორიცხვას.

ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და მისი ნევროლოგიური გამოვლინებების ეტიოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნების შემთხვევებში დაავადების პათოგენეზში წამყვან როლს თამაშობს აუტოიმუნური დარღვევები. ეს დარღვევები ჩნდება მალთაშუა დისკებში შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი ფუნქციონალური კომპონენტების დარღვევებისა და ბიოსინთეზის პროცესებს შორის წონასწორობის დარღვევით გამოწვეული ბიოქიმიური ცვლილებების გამოვლინების შედეგად.

ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და მისი კლინიკური გამოვლინებების პათოგენეზის აუტოიმუნურმა კონცეფციამ განვითარება პოვა. დადგენილი, რომ წელის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინებების დროს ირღვევა T- B- სისტემების იმუნიტეტი, რაც ვლინდება ანტისხეულების გამომუშავების გაძლიერებაში T-სუპრესორული უჯრედების დეფიციტის შედეგად მალთაშუა დისკის სხვადასხვა სტრუქტურების მიმართ. ამ და სხვა მონაცემებმა საშუალება მოგვცა, აგვეხსნა ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარების ბევრი მექანიზმი, მათ შორის მალთაშუა დისკებში მორფოლოგიური ცვლილებების სტადიურობა, რემისიებისა და რეციდივების მონაცვლეობა, ასევე ნერვულ ფესვებსა და მის გარშემო მდებარე ქსოვილებში რეაქტიული ცვლილებები.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს აუტოიმუნური დარღვევების როლის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ორგანიზმის უნივერსალური რეაქციაა ნებისმიერი ორგანოსა და ნებისმიერი ქსოვილის დაზიანებაზე.

ხერხემლის სკოლიოზი ზურგის კუნთების დამცავი სპაზმის დროს ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე, რომელიც მალთაშუა დისკების პროტრუზიის და თიაქრების თანხლებით მიმდინარეობს.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური სინდრომები

ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური სინდრომები კლინიკურად იყოფა:

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სტადიები და ხარისხები

განარჩევენ ხერხემლის ოსტეოქონდროზის შემდეგ სტადიებს:

  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის საწყისი სტადია
  • მალთაშუა დისკის ფიბროზული რგოლის გახლეჩის სტადია
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის დასასრულისა და ნარჩენი მოვლენების სტადია

ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამოხატულების ხარისხები მისი რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს:

  • ხერხემლის ლორდოზის გასწორება, მალთაშუა დისკის მსუბუქი გასქელება, მცირე ეკზოსტოზები, კაუჭისმაგვარი წამონაზარდები
  • მალთაშუა ხვრელისა და ხერხემლის არხის უმნიშვნელო შევიწროება, დისკის სიმაღლის დაკლება, ხერხემლის არასტაბილურობა
  • მალთაშუა ხვრელისა და ხერხემლის არხის მნიშვნელოვანი შევიწროება

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზის მიმდინარეობა

ხერხემლის ოსტეოქონდროზის მიმდინარეობა:

  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის რეციდივირებული მიმდინარეობა
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის ქრონიკულად რეციდივირებული მიმდინარეობა
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის ქრონიკული მიმდინარეობა

ხერხემლის ოსტეოქონდროზის მიმდინარეობა ტიპების მიხედვით:

  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის მიმდინარეობის რეგრედიენტული ტიპი
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის არაპროგრედიენტული მიმდინარეობა
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის პროგრედიენტული მიმდინარეობა

ხერხემლის ოსტეოქონდროზის მიმდინარეობის პერიოდები:

  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის დებიუტი
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამწვავება
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზის რემისია (სრული, არასრული)
  • შეფარდებითი სტაბილიზაციის პერიოდი, ხერხემლის ოსტეოქონდროზის რეზიდუალური პერიოდი

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზი ბავშვებსა და მოზარდებში

ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზი ვითარდება მხოლოდ ზრდასრულ და მოხუცებულობის ასაკში. ნერვული დაავადებების შესახებ სპეციალურ სახელმძღვანელოებშიც კი ლაპარაკი არ იყო ან იშვიათად განიხილებოდა ნერვული სისტემის ვერტებროგენული დარღვევები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში.

პირველად მოზარდებში მალთაშუა დისკების თიაქრების არსებობის შესაძლებლობა ახსენა ფ. ჯელსმამ, რომელმაც ამ განხრით 150 პაციენტს ჩაუტარა ოპერაცია და მათ შორის იყო 17 წლის ყმაწვილიც. 1947 წელს ჰ. ვარენმა მოგვცა ლუმბოსაკრალური დისკის ამოვარდნის დეტალური აღწერილობა 12 წლის გოგონას შემთხვევაში. ანალოგიური მონაცემები სხვა ავტორებმაც დადეს. 1954 წელს ჯ.ჰ. ვებმა, ჰ.ჯ. სვიენმა, რ. ლ. ჯ. კენედიმ აცნობეს მსოფლიოს წელის მალთაშუა დისკების ამოვარდნის გამო ჩატარებული ქირურგიულ მკურნალობაზე 3 ბავშვისა და 57 მოზარდის შემთხვევაში. 1946-81 წლებში სამედიცინო ლიტერატურაში 15 წლამდე ასაკის ავადმყოფების ოპერირების 71 შემთხვევა აღიწერა. ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებული ოპერაციების რიცხვმა 1974 წლამდე 158 შეადგინა (ს.ე. ბორგესენი, პ.ს. ვანგი, 1974).

ბავშვებსა და მოზარდებში ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. მის წარმოქმნაში რაღაც დოზით თავისი როლი შეიძლება ითამაშოს დისკებში სისხლის მიწოდების თავისებურებებმა. ცნობილია, რომ მალთაშუა დისკი დიფუზიის გზით იკვებება, რადგან ყველა სისხლძარღვი 4 წლის ფუნქციონირების შემდეგ განიცდის უკუგანვითარებას. თუმცა ეს ასაკობრივი ქსოვილური გარდაქმნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პათოლოგიას. დიდი მნიშვნელობა აქვს მომატებულ კუნთოვან დატვირთვას, გადაღლილობას (მიკრო- და მაკროტრავმატიზაციას), განსაკუთრებით სპორტული შეჯიბრებების დროს. თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ მხოლოდ ტრავმას შეეძლოს მანამდე ჯანმრთელი დისკის "ამოვარდნამდე" მიყვანა. ჯ.ა. ქეის, ს.ე. ბორგესენის, პ.ს. ვანგის (1974), დ. ჯასტერის (1974) გამოკვლევების თანახმად ანამნეზში ტრავმის სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში არ განსხვავდება უფროსებში გამოვლენილი სიხშირისაგან. ამასთანავე პირველადი გამოვლინებაა დისკის დისტროფია, ხოლო ტრავმა მხოლოდ აჩქარებს მის ამოვარდნას. გამოკვლევებში მითითებულია აგრეთვე მალთაშუა დისკის ქსოვილების თანდაყოლილი არასრულფასოვნების როლიც (პ. როტგენი, 1951).

ი.ე. კონელის (1960) აზრით, ჩონჩხის სწრაფი ზრდა ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში დატვირთვას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დისტროფიებს. მეორე ეტიოლოგიურ ფაქტორად ავტორი თვლის კუნთოვან არაადეკვატურობას, რომელიც გამოკვლეული ავადმყოფების 10%-ს აღენიშნებოდა. ეს ვლინდებოდა იმაში, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზის მქონე ავადმყოფი ძალიან მაღალი იყო ანდა, პირიქით, ჰქონდა სხეულის ადიპოზური აღნაგობა, მუსკულატურა ცალკეულ შემთხვევაში დასუსტებული იყო სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული წოლითი რეჟიმის შემდეგ.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის და მისგან განპირობებული ნევროლოგიური დარღვევების შესწავლის მიხედვით სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრეობით ფაქტორებს. ხოდოსოვსკაიამ და აკუიევამ (1980) გენეალოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს 68 ბავშვსა და მოზარდს (8-დან 18 წლამდე), რომელთაც აღენიშნებოდათ ოსტეოქონდროზის სხვადასხვანაირი კლინიკური გამოვლინება. პრობანდების 69,1 %-ს ჰქონდა დაავადების გამოვლინების ნიშნები ოჯახში: ანალოგიური დაავადებები აწუხებდათ მათ მშობლებს. ბებიებს, ბაბუებს, ბიძებს, დეიდებსა და მამიდებს. უფროსებში მემკვიდრეობით დამძიმებული, ნედზვედიას მონაცემებით, ადგილი ჰქონდა 53,3 %-ში, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. აღმოჩნდა, რომ ორივე მშობლის დაავადების შემთხვევაში პრობანდს გავა-წელის ტკივილი გაცილებით ახალგაზრდა ასაკში უჩნდებოდა.

ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ავადმყოფების 75 %-ს გამოუვლინდა სხვადასხვანაირი დისპლასტიკური გავა -წელი მიდამოში ვერტებროგენული დაზიანებების ნიშნები რეფლექტორული და ფესვური სინდრომებით, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსებში (49 %). განვითარების მითითებული ანომალიები ვლინდებოდა სახის მსუბუქი დისმორფიის სახით (28 %), ხელი მტევნისა და ტერფების აგებულების დარღვევებით (47 %), კუნთოვანი სისტემის განვითარების ანომალიებით (8,8 %), სხეულის ასიმეტრიული აღნაგობით (63 %), კანისა და სისხლძარღვების ანომალიებით (23,5 %). გარდა ამისა, გამოკვლეულთა 40,9 %-ში, კუზნეცოვასა და ოკუნევას მონაცემებით (1979, 1985), ადგილი ჰქონდა ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის განვითარების ანომალიებს:

  • მალის რკალის გახლეჩას (19,7 %)
  • გარდამავალ ლუმბოსაკრალურ მალას (14,6 %)
  • სასახსრე მორჩების ტროპიზმის დარღვევას (5,7 %)
  • სპონდილოლისტეზს (0,8 %)

შემთხვევათა უმრავლესობაში (60 %) გვხვდებოდა ორი ან მეტი სხვადასხვა დისპლასტიკური ნიშნის შერწყმა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსებში (10 %).

პრობანდების ნათესავების გამოკვლევისას ასევე საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა ანომალიები: ტერფების დეფორმაცია, ხალები, კანქვეშა ვენების გაგანიერება, ტანის არასწორი აღნაგობა, სახის დისმორფიები. დაფიქსირდა აგრეთვე ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის ძვლოვანი ანომალიების არსებობა სანათესაოში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელთა როლი წელის ოსტეოქონდროზისა და მისი კლინიკური გამოვლინების გაჩენაში საბოლოოდ დადგენილი არაა.

არსებობს აზრი, რომ სხვადასხვა ეკზოგენური ფაქტორის გავლენით თანდაყოლილი ცვლილებები იწვევენ ხერხემლის სტატიკურ არასრულფასოვნებას და ამით ხელს უწყობენ დისკებში დისტროფიული პროცესების განვითარებას. ბოროდინას მონაცემებით (1970), ოსტეოქონდროზი ვითარდება ანომალიით შევიწროებულ დისკში. მოყვანილი მონაცემები მიუთითებენ მემკვიდრეობითო მიდრეკილებების როლზე ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებებში. ის შეიძლება გადაეცეს როგორც აუტოსომიურ-დომინანტური, ისე აუტოსომიურ-რეცესიული ტიპით.

პერიფერიული ნერვული სისტემის გავა-წელის ნაწილის ვერტებროგენული დაავადებების ოჯახური შემთხვევების არსებობა, პრობანდებსა და მათ ნათესავებში დისპლასტიკური ნიშნების (უპირველეს ყოვლისა, ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მხრიდან) დიდი სიხშირე, როგორც ჩანს, განსაზღვრავს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზისა და მისი კლინიკური გამოვლინებების შესაძლებლობას ბავშვობის ასაკში.

Товары для дезинфекции и санации

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომების დიაგნოსტიკა

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომების დიაგნოსტიკა იწყება ექიმთან ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვით. ამ გასინჯვის დროს ფასდება პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, ასევე ვლინდება ხერხემლის ბიომექანიკაში შესაძლო დარღვევები, აუცილებლად ფასდება ზურგისა და დუნდულების კუნთების მდგომარეობა. გამოკვლევის უკვე ამ ეტაპზე ხერხემლის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტს შეიძლება დაესვას დიაგნოზი და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ტკივილის სინდრომის მქონე ავადმყოფის ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვის შედეგების მიხედვით შეიძლება დამატებით დაენიშნოს შემდეგ დიაგნოსტიკური პროცედურები:

ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ოსტეოქონდროზის დროს, ხედი გვერდიდან.

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომების მკურნალობა

ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის წარმოქმნის მიზეზებისა და სირთულის მიხედვით პაციენტს შეიძლება დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ხერხემალში (ზურგსა და წელში) ტკივილის მკურნალობის დროს შეშუპების, ანთების, ტკივილის მოხსნა, წელის სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა მოითხოვს ფიზიოთერაპიის გამოყენებას.

ხერხემლის სვეტის წელის, გულმკერდის ან კისრის მალთაშუა სახსრებში (ფასეტურ სახსრებში) ასევე შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო ბლოკადები. ადგილობრივი ანესთეტიკებითა და ჰორმონალური პრეპარატებით ბლოკადები ტარდება ტკივილისა და ანთების მოხსნის დაჩქარების მიზნით და იმისთვის, რომ სწრაფად მივიღოთ დადებითი კლინიკური ეფექტი.

ჩვეულებრივ, სამკურნალო ბლოკადებისათვის საკმარისია ანესთეზირებადი საშუალების (ნოვოკაინი, ლიდოკაინი) და კორტიზონის მცირე დოზის შეყვანა დაზიანებული სახსრის სივრცეში.

რეფლექსოთერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგისა და წელის ტკივილის მკურნალობის დროს.

ფიზიოთერაპიის სწორად შერჩეულ რეჟიმთან ერთად ამ სამკურნალო ბლოკადებს კარგი და ხანგრძლივი ეფექტის მოცემა შეუძლიათ ხერხემლის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტისათვის, რომელსაც აწუხებს წელსა და გავაში ტკივილი.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ფეხსა და დუნდულში ფესვური ტკივილის მკურნალობის დროს ტკივილის, ჩხვლეტების მოხსნადა ფეხში მგრძნობელობის აღდგენა (ნერვზე ზეწოლის დროს მისი ნევრიტის დროს) მოითხოვს ფიზიოთერაპიის გამოყენებას.

მალთაშუა დისკის თიაქრის ან პროტრუზიის თანხლებით მიმდინარე ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის მკურნალობის დროს გავ-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ტარება ემსახურება მოძრაობის მოცულობის შეზღუდვას ხერხემლის სვეტის წელის არეში. ეს კი, პირველ რიგში, ხელს უწყობს მალთაშუა სახსრების ანთების ზონაში ტკივილის შემცირებას და ზურგის კუნთების დამცავი დაძაბულობისა და სპაზმის მოხსნას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც მალთაშუა დისკის თიაქრის ან პროტრუზიის თანხლებით მიმდინარე ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

ასეთ კორსეტში ხერხემლის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტი სახლში და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ასევე შეუძლია ჯდომა მანქანაში და სამუშაო ადგილას. კორსეტის ტარება აუცილებელი არაა, თუ ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს პაციენტს.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის დროს უნდა მოვერიდოთ სამუშაო დატვირთვას და ვეცადოთ ბევრი არ ვიმოძრაოთ. ეს დროებითი შეზღუდვაა, მაგრამ ის მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ჩატარებული მკურნალობის ფონზე არ აძლევს ხერხემლის დაავადებას შემდგომი განვითარების საშუალებას.

გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის ვარიანტი, რომელიც ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის მკურნალობაში გვეხმარება.

არსებობს გავა-წელის ნახევრადმყარი კორსეტის რამდენიმე სახეობა. მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ზომების მიხედვით და შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის განმეორების შემთხვევაში, ასევე ტკივილის სიმპტომის შესაძლო გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

იხილეთ აგრეთვე